უცნაური ევროპელები ბურძგლებს აცლიან ნივთებს ისე, როგორც ჩვენი დედები აკეთებდნენ.

0
522

ბურძგლები ტანსაცმლის იერს საგრძნობლად აფუჭებს. შალის ქსოვილები სინთეტიკის ნარევით ყველაზე მეტად იბურძგლება, ჩნდება დაგორგლილი ბოჭკოები. ამის მიზეზი ყველაზე ხშირად არის არასწორი რეცხვა და მოვლა. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ მოაშოროთ ის ტანსაცმელს სახლის პირობებში.ზედმეტად მაღალი ტემპერატურის დროს რეცხვისას, ტანსაცმელზე ჩნდება ბურძგლები და განსაკუთრებით სინთეტიკა ნარევ ქსოვილებზე. საქმე იმაშია, რომ 100% ნატურალური შალის ქსოვილი უფრო გამძლეა და რომც გაუჩნდეს ბურძგლები, ადვილად შორდება.

როგორ მოვაშოროთ ბურძგლები ტასაცმელს

მის მოსაშორებლად იყენებენ სპეციალურ ელექტრო მანქანას. ის გამოიყენება ტანსაცმელზეც და მატრასებზეც. თუ თქვენს გარდერობში ბევრი ნაქსოვი ჯემპრია, მაშინ ჯობია ეს ხელსაწყო შეიძინოთ.მაგრამ თუ ჯერ არ შეგიძენიათ და სასწრაფოდ გინდათ საყვარელი ზედა მოაწესრიგოთ, სხვა ხერხიც არსებობს. მეთოდის შერჩევამდე გაითვალისწინეთ ნაქსოვის სისქე, ქსოვის ტიპი. ამის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ სავარცხელი, სამართებელი ან საპარსი.

საპარსი მოწყობილობა – სხვებზე მეტად რეკომენდებული ნივთია, მაგრამ ფრთხილად უნდა იმუშავოთ. აიღეთ ერთჯერადი საპარსი და შეუდექით საქმეს. მისი გამოყენება არ შეიძლება ფუმფულა ძაფებთან, რადგან მთლიანად გაპარსავს და ცუდად გამოჩნდება.ხოლო ზედები მკვრივი და წვრილი ნაქსოვით, კარგი დასამუშავებელია. საპარსი სწრაფად მოაშორებს ბურძგლებს და ახალივით იქნება. შეიძლება აგრეთვე, გამოიყენოთ სამართებელი, მაგრამ ის უფრო საფრთხილო ნივთია.ფუმფულა დელიკატური ნივთების გაწმენდა შეგიძლიათ მსხვილკბილიანი სავარცხლის დახმარებით. ზედა დავარცხნეთ ქვემოდან ზემოთ, ასე მარტივად მოშორდება დაგორგლილი ბოჭკოები.

სავარცხელი – ინტერნეტში არის რამდენიმე მავნე მეთოდი, რომელიც ტანსაცმელს დაგიზიანებთ. მაგალითად, ურჩევენ პემზის ქვის გამოყენებას, ხანდახან საქმე წებოვან ლენტამდე მიდის. დავიწყოთ იმით, რომ წებოვან ლენტს არ აქვს საკმარისი წებოვნება იმისთვის, რომ ბურძგლები მოაცილოს ქსოვილს. ის მიიკრავს ფუმფულა ძაფის ღინღლს და გააფუჭებს მას.პემზის ქვა იკრავს ბოჭკოებს, მაგრამ მოცილების მაგივრად, მთელ ნაქსოვს დააზიანებს. კბილის ჯაგრისი საერთოდ ვერ უმკლავდება ამ საქმეს. თქვენ როგორ უვლით შალის ნაქსოვ ზედებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.