თქვენს წინაშეა ყველაზე ლამაზი ქალი-მანიაკი. ადამიანები გაოგნებული არიან იმის გაგებით, თუ მას რისი გადატანა მოუწია

686

სიტყვათ შეთანხმების „სერიული მკვლელის“ მოსმენისას წარმოვიდგენთ წვერებიან მამაკაცს სათვალით, ბოროტული ჩაცინებითა და აქეთ-იქით დაცეცებული თვალებით. თუმცა ისტორია ბევრი ქალი მაკიაკის ისტორიას ინახავს, რომლებიც მსხვერპლს შხამის დახმარებით კლავდნენ.

ამერიკელმა ეილინ ოურნოსმა თავისი კოლეგების „ტრადიციულ მეთოდს“ გადაუხვია და უპირატესობა 22 კალიბრიან რევოლვერს მიანიჭა. ეს ქალი მკვლელობის ჩადენისას რამდენჯერმე ისროდა, რომ შედეგი გაემყარებინა. მას 7 მკვლელობაში ბრალის დადების შემდეგ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს აღზრდა და მშობლების მაგალითი წარმოადგენს. ეილინის მამა დამნაშავე იყო და გოგონას დაბადებამდე 2 თვით ადრე კვლავ ციხეში ამოყო თავი. დედა, რომელმაც პირველად 15 წლის ასაკში გააჩნია, სახლიდან გაიქცა, როცა ეილინი 4 წლის იყო. იმ დროიდან მას და მის ძმას დედის მშობლები ზრდიდნენ.

ჯერ კიდევ პატარა გოგონამ ალკოჰოლის, ნარკოტიკის და საკვების სანაცვლოდ ინტიმური მომსახურება დაიწყო. ჩვენებებში იხსენებს, რომ მას ძმა და ბაბუა აუპატიურებდა. 14 წლის ასაკში საკუთარი ბაბუისგან დაფეხმძიმდა. ჩვილი ბავშვთა სახლში ჩააბარეს, ხოლო ბაბუამ ეილინი 15 წლის ასაკში სახლიდან გააგდო.

იმ დროიდან ტყეში ცხოვრება და გადარჩენისთვის საკუთარი სხეულის გაყიდვა მოუწია. პოლიციის თანამშრომლები გოგონას არაფხიზელ მდგომარეობაში ტარების, მანქანის გატაცების, ფულის გამოძალვის და უხამსი საქციელის გამო ხშირად აკავებდნენ. ყოველ ჯერზე ეილინი წყლიდან მშრალი ამოდიოდა, რადგან სხვა სახელს ასახელებდა ან მოწმეს როლში გამოდიოდა.

გზატკეცილზე საკუთარი სხეულის გაყიდვის დროს ეილინს თავისი რევოლვერი ყოველთვის თან ჰქონდა. სწორედ ამ რევოლვერით მან შვიდი მამაკაცი მოკლა, რომლებმაც მათდა სამწუხაროდ ამ ქალს გაუჩერეს. მისი მსხვერპლი 40-დან 62 წლამდე მამაკაცები იყვნენ.

მოწმეების ჩვენებების წყალობით წესრიგის დამცველებმა უორნოსის კვალზე გასვლა შეძლეს. ეილინმა ყველა დანაშაული აღიარა, მაგრამ მოტივად თავდაცვა დაასახელა. გამომძიებლებმა მის ვერსიას არ დაუჯერეს და სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ის აშშ-ში მე-10 ქალი გახდა, რომელსაც სასიკვდილო განაჩენის გასაჩივრების შემდეგ კვლავ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

„ჩემთვის ეს სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ბოროტება. ყველა ჩემი დანაშაული გამოწვეული იყო იმ ცხოვრების წესით, რომელიც მე მქონდა. სერიოზულად მძულს კაცობრიობა და კვლავ მოვკლავდი“ – ასეთი სიტყვები თქვა პატიმრობაში მყოფმა ეილინ უორნოსმა.

ხანგრძლივი ფსიქიატრიული გამოკვლევების შემდეგ ქალი შეურაცხადად აღიარეს. შესაძლოა, მისი მკვლელობის მოტივი იყო ბაბუის შურისძიება, რომელმაც ცხოვრება დაუნგრია. მისი გარდაცვალების გამო ფიზიკურად მასთან გასწორება არ შეეძლო და სიბრაზით ასეთი გამოსავალი იპოვა. სამწუხაროა, რომ მძიმე ბავშვობამ მის ცხოვრებას დაღი დაასვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს