ბებია გვესტუმრა, როცა დაინახა, თუ როგორ ვამზადებდი საჭმელს, გამკიცხა და შეცდომებზე მიმითითა!

689

გამოცდილ მზარეულესაც კი მოსდით შეცდომები კერძების მომზადებისას. რაღა უნდა ითქვას დილეტანტებზე, რომელთაც ნედლი თევზის გასუფთავებაც კი არ იციან? რასაკვირველია, ყველას სჭირდება პრაქტიკა. თუ ადამიანი თავიდანვე არასწორად დაიხსომებთ რაღაცის კეთებას, მისი ხელახლა დასწავლა გაგიჭირდებათ. ეს ერთგვარი ჩვევაა.მოცემულ სტატიაში გვინდა კულინარიული ხრიკები გაგიზიაროთ, რომლებიც დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში და გემრიელი კერძების მომზადებაში.

შეცდომები საჭმლის კეთებისას

თუ ხახვს მარილს ტაფაზე დაყრისთანავე მოვაყრით, შეწვისას მისი სპეციფიკური სუნი საგრძნობლად შემცირდება. ამასთან, მარილი მოახდენს წვენის აქტიურ გამოყოფას. ეს გამოიწვევს სითხის სწრაფ აორთქლებას, ხახვი კი გაოქროსფერდება.იგივე მიზეზის გამო შემწვარ კარტოფილს მარილი ბოლოში უნდა მოაყაროთ, რათა მოხდეს ხრაშუნა ქერქის ფორმირება. ასევე გირჩევთ, რომ ბოსტნეული დაჭრათ ნაჭრებად და შემდეგ ონკანის წყალი გაავლოთ, რათა სწრაფად მას მოშორდეს ზედმეტი სახამებელი. ბოლოს გაამშრალეთ კარტოფილი ქაღალდის ხელსახოცით, რათა ზედაპირზე სითხე არ დარჩეს.ზოგჯერ წვნიანების და ბორშის ზედაპირზე ცხიმის ფენა წარმოიქმნება. როგორ მოვაშოროთ ის კერძებს? ხელსახოცში გაახვიეთ ყინულის ნატეხები და ზედაპირზე გადაატარეთ, ის მაგნიტივით მიიკრავს არასასურველ ცხიმს.

როგორ შევინახოთ მწვანილი სწორად? დააქუცმაცეთ იგი, მოათავსეთ მაქსიმალურად ჰერმეტულ შეფუთვაში და შეინახეთ საყინულეში.მაკარონების მოხარშვას სხვადასხვა დრო სჭირდება. უხშირესად ეს მაჩვენებელი შეფუთვაზეა დატანილი. მათი გბობისას ქაფი რომ არ გადმოვიდეს, შეგიძლიათ ქვაბის თავზე ხის ნიჩაბი მოათავსოთ. ასევე უნდა იცოდეთ მათი სწორად მომზადება. მაგალთად, სპირალური მაკარონი თბილ სალათებს უხდება, ატრია კი საუცხოოდ შეიწოვს სოუსის გემოს. მომზადების შემდეგ ისინი არ გაავლოთ ცივი წყალი!ნებისმიერი ციტრუსის გარჩევა უფრო გაგიმარტივდებათ, თუ მანამდე მათ მიკროტალღურ ღუმელში მოათავსებთ 20 წამით. ამ გზით მათგან მეტი წვენის გამოწურვას შეძლებთ.მეტიც, ლიმონი, მაგალთად, დაგეხმარებათ სამზარეულოს დაფას ჭუჭყის ნაწილაკები მოაშოროთ. კარგად შეაზილეთ მას მსხვილი ზღვის მარილი და დატოვეთ 20 წუთი, შემდეგ აიღეთ ლიმონის ნახევარი შეასრისეთ დაფის ზედაპირს. თუჯის ჭურჭელსაც უყვარს მარილი, ის დაგეხმარებთ ჩამჯდარი ლაქების და ჭუჭყის მოცილებაში. ხის ჭურჭელი შეგიძლიათ უბრალოდ დადუღროთ და მზეზე გააშროთ. ქრომირებული ჭურჭლის შემთხვევაში ეფექტური იქნება, თუ მას ძმრიან წყალში ჩაალბობთ და შემდეგ გარეცხავთ.

თუ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რჩევებს დროულად და ოსტატურად გამოიყენებთ, კულინარიული საქმიანობა გაცილებით გაგიმარტივდებათ. წარმატებებს და გემრიელი კერძებით სავსე სუფრას გისრუვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს