ახალი წლის საშინელი საჩუქრები, რომლებიც მომთხოვნ ვეფხვს არ მოეწონება, მათ არც ახლობლები დააფასებენ!

0
329

ახალი წელი სულ უფრო ახლოვდება, ამიტომ ადამიანები უკვე წინასწარ ათვალიერებენ საჩუქრებს. ცოტამ თუ იცის, რა უნდა შეარჩიოს, რადგან ცისფერი წყლის ვეფხვი, მოახლოებული წლის სიმბოლო, ჭირვეული ცხოველია და არ მიიღებს ცუდ ძღვენს.

საჩუქრების იდეები ახალი 2022 წლისთვის

2022 წლის სიმბოლო- ცისფერი წყლის ვეფხვი – ცისფერი წყლის ვეფხვი კეთილგანწყობილია ცვლილებებისადმი. თუ ოცნებები გაქვთ, 2022 წელს მათი ახდენა უფრო მატივი გახდება. შეგიძლიათ შეიცვალოთ საქმიანობა, ასევე ახალ სახლში გადახვიდეთ საცხოვრებლად.მუდმივად სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. ვეფხვი ძალიან ჯიუტია და რთულია მისი შემდგომი მოქმედების გამოცნობა.

რისი ჩუქება არ შეიძლება 2022 წელს – ასტროლოგები გვირჩევენ, რომ თავი შევიკავოთ იაფფასიანი საჩუქრების ჩუქებისგან. ვეფხვი მათ არ დააფასებს. ასევე მას ხელნაკეთე ძღვენებიც აღიზიანებს.ასევე ცუდი არჩევანია, მაგალითად, შამპუნი, საპონი, სავარცხელი. ვეფხვს არ მოსწონს, როცა ვარცხნიან.2022 წლის სიმბოლოს გასახარად შეგიძლიათ თქვენს საყვარელ ადამიანს აჩუქოთ ვეფხვის ქანდაკებები. კატები ალტერნატივად არ გამოდგებიან. ასევე არაა სასურველი მავნე ჩვევებთან დაკავშირებული ძღვენების ჩუქებაც: საფერფლეების, ყანწების და ა.შ. იგივე ეხება პარფიუმერიასაც. ვეფხვებს, როგორც ყველა კატს, არ მოსწონთ მკვეთრი სუნები.

მაშინ რისი ჩუქება შეიძლება?  – ვეფხვი ამაყი და ფუფუნების მოყვარული არსებაა. სწორედ ამ ფაქტს უნდა დაეყრდნოთ საჩუქრის შერჩევისას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძღვენი აუცილებლად ძვირიანი უნდა იყოს, თუმცა მისი იერსახე სიმბოლოს მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.ასევე მნიშვნელოვანია, რომ საჩუქარი ლამაზად შეფუთოთ.

დასკვნა: შედის თუ არა თქვენი საჩუქრების სიაში ზემოთ ნახსენები არარეკომენდირებული ნივთები? გჯერათ თუ არა ახალი წლის ძღვენების დანიშნულების? ეთანხმებით ასტროლოგების მოსაზრებებს?