მრცხვენია იმის გამო, რომ ასეთი შვილები გავზარდე, ამ სიბერეში თავი არსად გამომეყოფა

7020

ვალდებული არიან თუ არა შვილები დაეხმარონ თავის ასაკოვან მშობლებს ულაპარაკოდ? ყველას თავისი ბედი აქვს და ცხოვრება, მაგრამ ყველა თვლის, რომ მშობლის მიმართ თანადგომა აუცილებელია. სიბერეში პენსიონერი ქალბატონი ქეთევანი საკუთარ შვილებთან გაუგებრობას შეეჯახა. ვინ არის ამაში დამნაშავე პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გავიგებთ.

უნდა დაგვეხმარონ თუ არა შვილები

“ჩემი ქმარი ხუთი წლის წინ გარდაიცვალა და მას შემდეგ მარტო ვცხოვრობ. შვილები დიდები არიან და თავიანთი ოჯახები ყავთ. მთელი ცხოვრება მათ ბედნიერებაზე ვზრუნავდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცუდად აღვზარდე.უკვე ასაკში ვარ, სამსახური აღარ მაქვს და ჩემი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა და მოგეხსენებათ, ძალიან ცოტაა. ჩემს შვილებს კარგი შემოსავალი აქვთ, მაგრამ ჩემს პრობლემებს თითქოს ვერ ამჩნევენ. პენსია მხოლოდ გადასახადებსა და აუცილებელ პროდუქტებზე მყოფის. კიდევ კარგი, ავად იშვიათად ვხდები და წამლები არ მჭირდება.შვილებმა ძალიან კარგად იციან ჩემი მდგომარეობა, მაგრამ არ აინტერესებთ. ზოგჯერ იმდენად არიან თავიანთი საქმეებით დაკავებულები, რომ არც მომიკითხავენ ხოლმე. ერთხელ, ანა მოვიდა სტუმრად, ცოტა პროდუქტი მომიტანა, ხომ არაფერი გჭირდებაო – მკითხა. რა უნდა მეთქვა? თავადაც ნახა, რომ მაცივარი ცარიელი იყო.ყოველ წელს დასასვენებლად მიდიან საზღვარგარეთ, ბავშვებს არაფერის აკლიათ: ძვირადღირებული ტელეფონები, უამრავი ტანსაცმელი, სათამაშო…” ხანდახან ანაც წუწუნებს, რომ ვეღარ აუდის ამდენს და ბევრი ხარჯი აქვს, არადა ასეთ სისულელეებში ამდენი ფულის გადახდა ნამდვილი უაზრობაა.

სხვისი შვილები – “მყავს და, რომლის შვილები სულ სხვანაირად იქცევიან. ყოველ შაბათ-კვირას დედასთან იკრიბებიან სადილზე, სულ კითხულობენ მის ამბავს და ყველაფრით ეხმარებიან. ჩემი და მიყვება ხოლმე შვილების ამბებს. მე კი ჩუმად ვარ, რადგან არაფერი მაქვს სათქმელი.ძალია მწყინს, რომ ჩემი შვილები საერთოდ არ მაქცევენ ყურადღებას. მე მათ მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი, მაგრამ ეხლა არ შემიძლია მათი იმედი მქონდეს, დავბერდი და აღარაფერში ვჭირდები.ჩემი დისგან ფულს ვსესხულობდი ხოლმე. მას ბუნებრივია, კითხვა გაუჩნდა, რატომ არ მეხმარებოდნენ შვილები, რა უდა მეთქვა? მახსენდება ჩემი მშობლები, რომლებიც ყოველთვის გვერდით მედგნენ და რომ მოხუცდნენ, მე ვუვლიდი. მუდამ მადლიერი ვიყავი ყველაფრისთვის, რაც გამიკეთეს.ასევე გავზარდე ჩემი შვილები, მაგრამ მათ პურის ყიდვა და ერთი-ორი სიტყვით მოკითხვა ეზარებათ ჩემთვის. არ მესმის, როგორ შეიძლება ასე მოექცე მოხუც დედას? იქნებ, რამე არასწორად გავაკეთე და ვერ ვხვდები? ვცდილობ ეკონომიურად ვიცხოვრო, რომ პენსიიდან პენსიამდე თავი გავიტანო.”

რედაქციისგან – ქალბატონი ქეთევანი მხოლოდ მატერიალურ დახმარებას არ საჭიროებს. ის თავს მარტოსულად და მიტოვებულად გრძნობს. შვილები ჩაფლული არიან თავიანთი ოჯახების საზრუნავში და ავიწყდებათ, რომ დედასაც ჭირდება ყურადღება. ამის შესახებ კი დედამ ჯობია ღიად და გულახდილად უთხრას. მოუყვეს თავის განცდებსა და სურვილებზე. მაშინ შვილები აუცილებლად მიხვდებიან თავის შეცდომას და აღარ დატოვებენ მოხუც დედას უყურადღებოდ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს