გარდაცვლილი ნათესავები სიზმარში, რაზე მიგვანიშნებენ და როგორ გვაფრთხილებენ ისინი.

1889

მეცნიერებმა ჯერაც ბოლომდე ვერ ამოხსნეს ყველაზე იდუმალი ორგანოს – ტვინის ფენომენი. მაშინ, როდესაც ფხიზლად ვართ, ის თავის საქმეს აკეთებს, როდესაც გვძინავს, სულ სხვა პროცესები იწყება. ძილში შეიძლება ვნახოთ ნაცნობი გამოსახულებები და სრულიად დავიწყებულიც კი. რომელ დღეებში გვესიზმრება წინასწარმეტყველური სიზმრები? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ საკითხზე ვისაუბრებთ.ხშირად ხდება ხოლმე ის, რასაც მეცნიერება ვერ ხსნის და შემთხვევითობას მიაწერს ხოლმე, მაგრამ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ზოგი ადამიანის ცხოვრებაში ასეთი დამთხვევები ძალიან ხშირია.

რომელ დღეებში გვესიზმრება წინასწარმეტყველური სიზმრები?

ამბობენ, რომ ორშაბათს დასიზმრებული სიზმარი ცრუა. არეული წარმოსახვა, რომელიც დასვენებულმა გონებამ შექმნა. სამშაბათი უფრო გამოდგება წინასწარმეტყველური სიზმრებისთვის. ამ დღეს ნანახი სიზმარი 1-2 კვირაში ახლდება. ოთხშაბათი ვერ გაგაკვირვებთ ნანახი ხილვებით, მაგრამ ხუთშაბათს და პარასკევს დასიზმრებული – წინასწარმეტყველურია. მომდევნო დღეებში უფრო საინტერესოს ნუღარ დაელოდებით.

წინასწარმეტყველური სიზმრები – ქეთი დათრგუნული იყო და მუშაობის თავი არ ჰქონდა. ფერად მონიტორზე გაშლილი იყო ყველა შესაძლო ფოტო. დიზაინერის პროფესია ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვდა, მაგრამ ჭირდებოდა უდიდესი ყურადღება და გონების კონცენტრირება. “ჯანდაბას, როდესაც იდეები მომივა, მერე გავაკეთებ!”ქეთის ბებია გარდაეცვალა. ის გოგონასთან ერთად ცხოვრობდა წლების განმავლობაში. ოთხი წლის იყო, როცა დედამ მიიყვანა და დატოვა. ამის შემდეგ ბებია ზრდიდა და უვლიდა. დედა ერთი-ორჯერ მოვიდა და მერე აღარც უნახავს, ეხლა თავისი ოჯახი ყავს, შვილები და ფულიანი ქმარი.ქეთის უკვე რამდენიმე ღამეა წესიერად არ უძინია. უბრალოდ იწვა და ჭერში იყურებოდა. გარეთ სავსე მთვარე ანათებდა, მაგრამ ეს საერთოდ არ აინტერესებდა მარტოხელა გოგონას. მაგიდაზე კატა შემოხტა და კრუტუნი დაიწყო.

ამ დროს დარეკა ტელეფონმა. რეკავდა დედა:

  • -გამარჯობა საყვარელო, დედაშენი ვარ, როგორ ხარ? გავიგე ბებიას ამბავი, ძალიან ვწუხვარ. შეძელი ღირსეული პატივი მიგეგო?
  • -კი, მეზობლები დამეხმარნენ, თან ცოტა დანაზოგიც მქონდა. შენ არ მოხვალ ბებიას პანაშვიდზე?
  • -ვერა, ვერ შევძლებ. ხვალ ბულგარეთში უნდა გავფრინდე, არ მცალია. ხომ იცი, რადგან ბებია აღარ არის, მაგ ბინის ნახევარი მე მეკუთვნის, თა ეხლა იმდენი ხარჯები მაქვს რომ…
  • -დედა, რას ამბობ? მე სად უნდა წავიდე? რა ხარჯი? იმდენი ფული გაქვს, 100 წელი ვერ ვიშოვი მაგდენს. მე მეტი არაფერი მაბადია – კატა და ეს სახლი მხოლოდ!
  • -რა უნამუსო ხარ! სულ მამაშენს გავხარ. მოკლედ, ჩამოვალ და მერე ვილაპარაკოთ. დიდი გოგო ხარ, იპოვე კარგი ქმარი და მასთან იცხოვრე.

გოგონამ ყურმილი დაკიდა და ტირილი დაიწყო. დედა კი არა, მტერია ნამდვილი. რაში ჭირდება ეხლა ეს ბინა? სასამართლომდე რომ მივიდეს საქმე, ვერ მოიგებს, კარგ ადვოკატს ფული უნდა, ფული კი არ აქვს, სამაგიეროდ, დედას აქვს. ღმერთო, რა საგიჟეთია!მალე ქეთის ძალიან დაღლილს და დათრგუნულს, ღრმად ჩაეძინა. ძილში უცნაურ სიზმრებს ხედავდა, შემდეგ ნახა, რომ სახლში იყო, კატას სავარძელში ეძინა, ხოლო ბებია მაგიდასთან იჯდა.

“-რატომ ხარ ასეთი ფერმკრთალი? დამშვიდდი, მე შენს გვერდით ვარ. ეხლა ყურადღებით მომისმინე: ბინა არ გაყიდო, ის შენია და ვერავინ წაგართმევს. ხედავ, რა ლამაზად ძინავს კატას? ძინავს თავისთვის და ყველაფერი კარგად აქვს. კარგად დააკვირდი სავარძელს, რა ლამაზია!:”კატის ყურებაში ქეთიმ იგრძო, რომ სადღაც ჩაიძირა და ამ დროს გაეღვიძა. მისი მაისური სულ სველი იყო, თვალები ცრემლიანი, თავზე კი თითქოს, ქარიშხალმა გადაუარა, სამაგიეროდ, დაღლილობა სადღაც გამქრალიყო, კატას კი ტკბილად ეძინა სავარძელში.ქეთის რაღაცამ გაუელვა თავში და სავარძელთან მივიდა. რატომ მიანიშნა ბებიამ იქ? იქნებ ძვირფასეულობაა დამალული? მაგრამ ბებია ასეთ რამეს არ იზამდა. მაინც აწია გადასაფარებელი…მძიმე ნაჭრის ქვეშ ერთი ჩვეულებრივი რვეული იდო. რვეულში კი ფოტო იპოვა. ფოტოზე სამი ადამიანი იყო გამოსახული – დედა, პატარა ქეთი და ალბათ ეს მამაა… ფოტოს უკან ეწერა სახელი, გვარი და ტელეფონი…ბებიამ იცოდა მამის ასავალ-დასავალი? კი მაგრამ რატომ არაფერს ამბობდა? მაშინვე აიღო ტელეფონი და დარეკა მითითებულ ნომერზე.

  • -გამარჯობა, მე ქეთი ვარ, თქვენი ქალიშვილი…
  • -ქეთი, საყვარელო, როგორ ველოდებოდი ამ დღეს, როგორც იქნა! მოდი შევხვდეთ და დავილაპარაკოთ.

მამა დიდხანს უყვებოდა თავის ცხოვრებაზე, ქეთის დედის ღალატზე, დაშორებაზე… შეხვედრაზე საღამოსთვის მოილაპარაკეს.ქეთი გავიდა სამზარეულოში და ყავა გაიკეთა: “რა უცნაური სიზმარი იყო, რას ნიშნავს ყველაფერი ეს? ალბათ ეკლესიაში ჯობია მივიდე…”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს