ჯადოქარმა მაჩვენა, თუ როგორ უნდა მოვიყვანო 2 კგ მწვანე ხახვი ფანჯრის რაფაზე.

955

სახლის ფანჯრის რაფაზე მოყვანილი მწვანე ხახვი ნაყიდი მწვანილის შესანიშნავი ალტერნატივაა. კარზე ზამთარია მომდგარი, ორგანიზმს კი სასარგებლო და მასაზრდოებელი ნივთიერებები სჭირდება. ისინი კი მწვანე ხახვისგან შეგიძლიათ მიიღოთ. მოდით სწრაფად შევუდგეთ ბოსტნეულის დათესვას.

მწვანე ხახვი ფანჯრის რაფაზე

ხახვის დარგვის ამ მეთოდს “ხალიჩისებურსაც” უწოდებენ, რადგან პატარა ბოლქვები ერთმანეთთან მაქსიმალურად ახლოს უნდა განლაგდეს. როცა ისინი ზრდას დაიწყებს, მოგაგონებთ რბილ და ფულფულა ხალიჩას. პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, თუ რა დასჭირდება გამოცდილ მებოსტნეს, რომელიც გადაწყვეტს საკუთარი ფანჯრის რაფაზე პატარა ნაკვეთის მოშენებას. აუცილებლად შეიძინეთ საყვავილე, არ დაგავიწყდეთ ნიადაგი, პარკი და ხახვის ნერგები.

ვიტამინების თაიგული – ყვავილის ქოთნის ზომა თვალით შეარჩიეთ. შეგიძლიათ ხახვის ნერგები 5-ლიტრიან ბოთლშიც ჩარგოთ. ზოგიერთი ადამიანი მიწის ნაცვლად იყენებს გაზეთის ნაგლეჯებს, ნახერხს და კატების ტუალეტის შემავსებელს. სხვათაშორის, ბოთლის კედლები ხელს უწყობს ხახვის ღეროების თანაბრ ზრდას. სჯობს მწვანილის ფიქსაციისთვის შეარჩიოთ ისეთი პარკი, რომელიც მას არ მისცემს ჩამოშლის საშუალებას.აიღეთ ბოთლი ან საყვავილე და შეავსეთ იგი მიწით. შემდეგ მასში ჩარგეთ ნერგები ერთმანეთთან მაქსიმალურად მჭიდროდ. ხახვების პირველი შრე დაფარეთ გრუნტით, ისინი შესანიშნავად ამოიზრდებიან მათ ზემოთ მდებარე თანამძმეებს შორის. მიწის მეორე ფენა ისე მოაყარეთ, რომ პირველი რიგის ნერგებიდან შეიმჩნეოდეს მხოლოდ კუდები. შემდეგ განალაგეთ ხახვების ხალიჩის მეორე შრე და ისევ დააყარეთ მიწა.ამის შემდეგ უხვად მორწყეთ ნერგები და შემოახვიეთ საყვავილეს ერთჯერადი პარკი. ეს დაეხმარება მცენარეებს ტენის შენარჩუნებასა და სწრაფ ზრდაში.

ხახვის ნერგების სხვადასხვა ფენები არათანაბრად გაიზრდება, თუმცა ამაში გარკვეული აზრიცაა ჩადებული. როგორც კი მათი პირველი ბოლქვები გამოჩნდება, იზრუნათ იმაზე, რომ მათ არ დაკარგონ თავიანთი ფორმა. თუ ნერგებს ბოთლში ჩარგავთ, ასეთი პრობლემა არ აღმოცენდება.გაქვთ თუ არა ხახვის ფანჯრის რაფაზე მოშენების თქვენეული მეთოდი? რა რჩევები შეგიძლიათ მისცეთ დილეტანტებს? დაწერეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს