მამის და ქალიშვილის ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს, თუ მის გვერდით სხვა ქალი ჩნდება. მარი ძლივს შეეგუა მშობლების დაშორებას, ახლა კი დედინაცვალი გამოჩნდა და მამასთან პრობლემები შეუქმნა.
მამის და ქალიშვილის ურთიერთობა
მარი და მისი ოჯახი – მარი უკვე ზრდასრული ქალია, მაგრამ ისე წავიდა მისი ცხოვრება, რომ ჯერ საკუთარი ოჯახი არ აქვს. დედის ავადმყოფობის გამო სოფელში დაბრუნება მოუწია. მთელი დღე დედას უვლის, ან ბოსტანში მუშაობს. ექვსი წლის იყო, როცა მშობლები დაშორდნენ. მამა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. საბედნიეროდ, მამა ხანდახან კითხულობდა ხოლმე შვილის ამბავს. სტუდენტობის დროსაც პატრონობდა და სოფლის საქმეებშიც ეხმარებოდა, თუ შვილი სთხოვდა.
მამის ახალი ცოლი – რამდენიმე წლის წინ მამამ ცოლი მოიყვანა. მარი არ იყო ცუდად განწყობილი დედინაცვლის მიმართ, მაგრამ დროთა განმავლობაში ოჯახის ახალმა წევრმა სრულიად დაანგრია მისი კეთილგანწყობა. ეს იყო ძალიან ამაყი და ქედმაღალი ქალი. მასთან ქორწინების შემდეგ მამა თითქმის აღარ ეკონტაქტებოდა შვილს. მაქსიმუმ თვეში ერთხელ დაერეკა და ისიც უგულოდ. დახმარებასა და თანადგომაზე საუბარი აღარც იყო.მარი მამას ბოლოს ახლომდებარე კაფეში შეხვდა დედინაცვალთან ერთად, როდესაც დედის პრობლემები მოუყვა, მამამ ხელი ჩაიქნია და ჩაილაპარაკა: “ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო”. მერე კი არც უკითხავს ყოფილი ცოლის ამბავი. თითოს სხვა ადამიანი გახდა და მაროს ეს ძალიან ადარდებდა.
მამის და ქალიშვილის ურთიერთობა – მალე მამას დაბადების დღე ჰქონდა. მარიმ გადაწყვიტა მასთან სტუმრობა და მილოცვა. ჩაალაგა სოფლის პროდუქტები, იყიდა საჩუქარი და ტკბილეული და წავიდა.
- – გამარჯობა, მამა, მინდოდა პირადად მომელოცა დაბადების დღე, შეიძლება შემოვიდე?
- -რა თქმა უნდა შვილო, რამდენი რამე მოგიტანია, რატომ შეწუხდი? მარი სახლში შევიდა, მამას საჩუქრები გადასცა. სტუმარი მაგიდასთან მიიპატიჟეს, დაუდგეს ერთი ჭიქა ჩაი და თავისი მიტანილი კანფეტი.
- -მაპატიე, არაფერი მოგვიმზადებია – უთხრა მამამ.
- -საღამოს სტუმრად მივდივართ და ჯობდა გაგვეფრთხილებინე რომ მოდიოდი – უთხრა დედინაცვალმა.
- -დიდი მადლობა საჩუქრებისთვის – თქვა მამამ – ძალიან გამიხარდა.
ერთ საათში მარი სახლში ბრუნდებოდა. მამისგან ძალიან ეწყინა ასეთი დამოკიდებულება. როგორ შეიძლება უცხო ადამიანს ასეთი გავლენა ჰქონდეს მასზე. ის თითქოს გამოცვალესო, სხვანაირი იყო.
დასკვნა: რა შეიძლება ამ დროს გააკეთოს ადამიანმა? აქვს თუ არა დედინაცვალს უფლება ჩაერიოს მამა-შვილის ურთიერთობაში? რა უნდა გააკეთოს მარიმ, რომ მამის ყურადღება და სიყვარული დაიბრუნოს?