ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იწყება ზამთრის ზღაპარი დეკემბერში.

0
1741

უკვე დროა გაეცნოთ 2021 წლის დეკემბრის ჰოროსკოპს, იმისთვის, რომ წარმატებულად მართოთ თქვენი საქმეები. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ, რუ რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის დაიწყება ზამთრის ზღაპარი დეკემბერში.

  • ვერძი – ვერძები შეძლებენ კარიერულ წინსვლას და გაზრდიან თავიათ შემოსავალს. დეკემბერი საკმაოდ წარმატებული იქნება მათთვის ყველა სფეროში. მოულოდნელი ბედნიერი ნაცნობობა გავლენას მოახდენს მის მსოფლმხედველობასა და მიზნებზე.სწორი დაგეგმვის უნარი თავის ნაყოფს გამოიღებს. გაჩნდება ახალი ენების შესწავლის სურვილი, დაიწყებს ახალ საქმეს. თვის ბოლოს ელოდება სასიამოვნო მოგზაურობა.
  • კურო – ნისლი გაიფანტება და გამოჩნდება ახალი გზა. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა და წინ სიარული. მოსალოდნელია საზღვარგარეთ გამგზავრება სასწავლებლად ან უბრალოდ, მეგობრებთან ერთად. ბევრ კუროს გაუჩნდება მასწავლებლობის სურვილი. ფული საკმარისი იქება ყველაფრისთვის, რასაც დასჭირდება.
  • ტყუპები – 2 დეკემბრის შემდეგ ტყუპები იგრძნობენ შემოქმედებითი უნარის მოზღვავებას. შეიცვლება მათი სტატუსი: ეს შეიძლება იყოს დაოჯახება ან პირიქით, განქორწინება. ნებისმიერ შემთხვევაში სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება.ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. დეკემბრის მეორე ნახევარში თავი შეიკავეთ სპორტის ექსტრემალური სახეობებისგან.
  • კირჩხიბი – მოგზაურობა, სწავლა, რწმენა და შემოქმედება – ეს არის მთავარი ასპექტი განვითარებისთვის. ცვლილებები შეეხება სამსახურს ან ყოველდღიურ მოვალეობებს.იმისათვის, რომ არ გადაიტვირთოთ, ყურადღება მიაქციეთ ძილის რეჟიმს, დასვენებას, არ დაგავიწყდეთ სწორი, დაბალანსებული კვება. ყავა და ფუნთუშა დილით – ეს არ არის საკმარისი!
  • ლომი – შესაძლებელია, რომ ლომები დეკემბერში გაემგზავრონ საყვარელ ადამიანთან ერთად ეგზოტიკურ მოგზაურობაში. მარტოხელები კი ასეთი მოგზაურობის დროს შეხვდებიან თავისი ცხოვრების სიყვარულს.ურთიერთობაში მყოფი ლომი უფრო მომთმენი იქნება თავისი პარტნიორის ნაკლოვანებების მიმართ. ამიტომ ის განსაკუთრებულად რომანტიული და განსხვავებული სახით მოგვევლინება.
  • ქალწული – ქალწულები მოიშორებენ ვარდისფერ სათვალეებს. დეკემბერში ისინი გააცნობიერებენ ყველაფერს და დაიწყებენ თავიანთი რეალური ოცნებებისკენ და სურვილებისკენ სწრაფვას.მოსალოდნელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, რემონტი. ფარდა აეხდება ბევრ საიდუმლოს.
  • სასწორი – სასწორები დეკემბერში თანამზრახველებს იპოვიან. ეს მათ ცხოვრებას გაახალისებს და დაეხმარება სამსახურში.მოსალოდნელია სასიამოვნო ამბები ახლობლებისგან. თვის ბოლოს ემოციური დაძაბულობა მოიმატებს. მათ არ დააკმაყოფილებს არსებული რეალობა და დაიწყებენ სიღრმეებში ქექვას.
  • მორიელი – შეიცვლება ფასეულობები, რაც მათ შემოსავალზეც აისახება. მოსალოდნელია დაწინაურება სამსახურში.დაოჯახებულმა მორიელებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ ოჯახს და მეგობრებთან ერთად სიარული სხვა დროისთვის გადადო. მარტოხელებს ბედი ახალ ურთიერთობებს უმზადებს. ბევრი მათგანი იფიქრებს დაქორწინებასა და ბავშვის გაჩენაზე.
  • მშვილდოსანი – ბევრი მშვილდოსანი დეკემბერში უძრავი ქონების საკითხით დაინტერესდება. შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს ან დაიწყებს რემონტის გაკეთებას. წარმატებული იქნება უცხოეთში გასამგზავრებელი საბუთების საკითხიც.რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი მოხდება მის ცხოვრებაში. სასიკეთო ცვლილებები იქნება სამსახურში, ფინანსურ საკითხებსა და ურთიერთობებში.
  • თხის რქა – თვის დასაწყისში თხის რქებს გაუჭირდებათ პრაქტიკულ საქმეებსა და საზრუნავზე ორიენტირება. ამ პერიოდში მათ უფრო გრანდიოზული გეგმები და იდეალები გაუჩნდებათ, დაინახავენ შორეულ პერსპექტივებს. ამის გამო შეიძლება გადაავიწყდეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. მეტად უნდა მიენდონ საკუთარ ინტუიციას.
  • მერწყული – მეგობრები და თანამზრახველები მხარში ამოუდგებიან მერწყულს დეკემბერში. რთული თვე იქნება, მაგრამ ნაყოფიერი. თვის ბოლოს ახალი წლის სამზადისს დაიწყებს. უმჯობესია იზრუნოს იმუნიტეტის გამაგრებაზე, რათა ჯანმრთელობამ არ უმტყუნოს.
  • თევზები – დეკემბერში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს თავად ვარსკვლავები უკარნახებენ სწორ მიმართულებას, შეახვედრებს სწორ ადამიანებს, რისი წყალობითაც დაალაგებენ თავიანთ ბიზნეს-კავშირებს.თამამად დათანხმდით ახალ პროექტებს და ნუ შეუშინდებით რისკებს, რადგან დეკემბერში წარმატება თქვენს მხარესაა.

რჩევა რედაქციისგან – არაფერია ცვლილებებზე მუდმივი და ეს გამოთქმა ზუსტად ასახავს 2021 წლის დეკემბრის თვეს. ეს კი დაკავშირებულია იმასთან, რომ ზამთრის პირველ თვეში იქნება მზის დაბნელებაც, რეტროგრადული ვენერაც და ზოგიერთი პლანეტის მობრუნებაც. სწორედ ცვლილებები გვეხმარება საკუთარი ოცნებებისკენ სწრაფვაში.თქვენ რა მოლოდინები გაქვთ დეკემბრის თვეში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.