2022 წლის წინასწარმეტყველებებს ყველგან მოკრავთ ყურს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ადამიანებს სურთ, რომ ახალ წელთან ერთად დასრულდეს ყველა უსიამოვნო მოვლენა. რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით თანამედროვეობის და წარსულის ყველაზე ცნობილი მკითხავები?
2022 წლის წინასწარმეტყველებები
დავიწყოთ ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველის სიტყვებით. ვანგა გვარწმუნებდა, რომ 2022 წელი არ მოუტანდა სამყაროს დიდ უსიამოვნებებს. კატასტროფები ან ბუნებრივი კატაკლიზმები არაა ნავარაუდები.ასევე მისანი წინასწარმეტყველებდა, რომ საშუალო კლასის ბევრი წარმომადგენელი მოიპოვებდა “ზღაპრულ სიმდიდრეს”, თუმცა საუბარი არ იყო ფულზე. შესაძლოა, ის გულისხმობდა დიდ ბიძგს სულიერი განვითარების კუთხით.ვანგასგან განსხვავებით, ნოსტრადამუსი უფრო კარდინალურად იყო განწყობილი. მისი მიმდევრები საუბრობენ სერიოზულ პოლიტიკურ ძვრებზე, რომლებიც შეეხება სამყაროს ახალი წლიდან. ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები დაკარგავს თავისი გავლენის მნიშვნელოვან ნაწილს.
რედაქციისგან: ზოგჯერ ღირს წინა წლის წინასწარმეტყველებების წაკითხვა მისნების ობიექტურობის შესაფასებლად.გახსოვდეთ, მართალია, თქვენ ამ უზარმაზარი სამყაროს ნაწილი ხართ, თუმცა თქვენი ცხოვრება დიდწილად არაა დამოკიდებული მსოფლიო მასშტაბის მოვლენებზე. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია პიროვნული აღქმა იმისა, თუ რაც ხდება თქვენს გარშემო. ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ინფორმაციის სწორად გადამუშავება, ინარჩუნებენ სიმშვიდეს პრაქტიკულად ნებისმიერ სიტუაციაში.
სწორედ ეს სიწყნარე აძლევს მათ კეთილდღეობის იმედს. მშვიდ ადამიანს შეუძლია ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება.თქვენ რას ფიქრობთ 2022 წელთან დაკავშირებით? ელოდებით რაიმე განსაკუთრებულს თუ უბრალოდ დინებას მიჰყვებით და აკვირდებით, თუ როგორ იცვლება ჩვენი სამყარო? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.