მცენარეები, რომლებიც დაგიცავენ ავი თვალისგან და მცენარეები, რომელიც ჯობია სახლში არ შეიტანოთ.

2297

ყველაზე სასარგებლოა მცენარე, რომელიც სილამაზესთან ერთად სხვა ფუნქციასაც ასრულებს. მაგალითად, არსებობს ოთახის მცენარეები და ბალახები, რომლებსაც შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ ნებისმიერ ნეგატიურ გამოვლინებას.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგაცნობთ მცენარეებს, რომლებიც დაგიცავენ ავი თვალისა და ჯადოებისგან. ასევე მოგიყვებით მცენარეებზე, რომლებიც აჯობებს სახლში არ შეიტანოთ.

ყველაზე სასარგებლო მცენარეები

ბებია სოფლიდან ამბობდა: “კაკტუსს ტყუილად აძაგებენ. ეს მცენარე კარგი მცველია. დადგით ის შემოსასვლელში, კარებთან ახლოს და ავი თვალი და ცუდი ენები ვერაფერს დაგაკლებს.”ასევე, ტრადესკანცია – ის გიცავთ არასასურველი სტუმრებისგან, ჭორებისა და არაკეთილისმსურველების განზრახვისგან. ეს ყვავილი წმენდს და აახლებს ენერგეტიკას სახლში.

  • ტრდესკანცია უმჯობესია დადგათ სამზარეულოში, სასადილო მაგიდასთან ახლოს, ან ჟურნალების მაგიდაზე შემოსასვლელში.ხოლო პელარგონია, ანუ ბალბა თავისი არომატით ანეიტრალებს ნებისმიერ ნეგატიურ ზეგავლენას, რომელიც სახლის ბინადრებისკენ არის მიმართული.
  • ასევე, როზმარინი თავისი არომატით იზიდავს სახლში სიყვარულს და აფრთხობს მწუხარებას. ამ მცენარეს ძალიან უყვარს სინათლე და აგროვებს მას. სწორედ ამიტომ ეზოთერიკოსები თვლიან, რომ როზმარინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მცველი მცენარეა სახლის ენერგეტიკისთვის.
  • როზმარინთან ერთად, სასარგებლოა ბაზილიკიც.
  • სელის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ იცის. სელის ქსოვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს ნატურალური ნაჭრების მოყვარულთა შორის. თავად მცენარე კი თავისი ნაზი ცისფერი ყვავილებით, არავის ახსოვს.სელის ყვავილები ითვლება კარგ მცველად ჯადოებისა და ავი თვალისგან, ხოლო მისი თესლი ფინანსურ კეთილდღეობაში წარმატებას გპირდებათ. საკმარისია ატაროთ ჯიბეში და საფულეში. სახლში შეგიძლიათ ჩაყაროთ პატარა ჭურჭელში და დაადოთ თავზე რამდენიმე მონეტა.თუ კოშმარები გესიზმრებათ ხოლმე, ჩაყარეთ ჭიქაში სელის თესლი და დადგით საწოლთან. ის გაანეიტრალებს ნეგატიურ განწყობას და მშვიდად დაიძინებთ.
  • ყველაზე ძლიერი მცველი არის სალბი. ის მაშინვე ანეიტრალებს ცუდ ენერგეტიკას და ასუფთავებს მას.
  • ვარდებს შემოაქვთ სახლში სიყვარულის და სიკეთის ატმოსფერო, ხოლო ლავანდას ჰარმონია და კეთილდღეობა. უთანხმოება, რომელიც გამოწვეულია ნეგატიური ენერგეტიკის ზეგავლენით, მალევე გვარდება. დადგით ლავანდა სახლში, რათა შეაჩეროთ მომავალი კონფლიქტები.
  • ხოლო სურო, მონსტერა, აზალია, პრიმულა, ფიკუსი ბენჟამენი ჯობია სახლში არ შეიტანოთ. მათ აქვთ ნეგატიური ენერგეტიკა, ამასთან იწვევენ უსიამოვნო შეგრძნებებს.
  • მაგალითად, სურო იზიდავს სახლში სხვადასხვა პრობლემებს, ჩნდება კონფლიქტები. მისი ქონა არც ოფისებშია სასურველი. აქვს მამაკაცური ენერგეტიკა და ცუდად მოქმედებს იქ მყოფ მამრობით სქესზე.
  • მონსტერა – საკმაოდ ძლიერი მცენარე-ვამპირია. არავითარ შემთხვევაში არ დადგათ საძინებელში, ან ბავშვის ოთახში. ის აქტიურად იკვებება მოხუცების და ბავშვების ენერგიით.ასევეა მომხიბვლელი და ყველასათვის საყვარელი ორქიდეა. ის ნეგატიურად მოქმედებს სახლის და მისი ბინადრების ენერგეტიკაზე.
  • განსაკუთრებით საშიშია ორქიდეა წყვილის და სუსტი ნებისყოფის ადამიანების განწყობისთვის. მისი მოქმედება გასაკუთრებით ძლიერია ღამის საათებში და გამთენიისას.

რჩევა რედაქციისგან: ასევე, მცველი მცენარეების ჯგუფს მიეკუთვნება ავშანი, კრაზანა, ნარშავა, გვიმრა, ხახვი, ნიორი, ჭინჭარი და გველის სურო. ისინი იცავენ სახლ ძარცვის, არასასიამოვნო ადამიანების, ჯადოს, ავი თვალისა და სხვა ნეგატიური გავლენებისგან, ქმნიან ბედნიერების და კეთილდღეობის ატმოსფეროს გარშემო.თუ თქვენს მცენარეებთან ერთად კარგ განწყობაზე დგებით და ენერგიით ივსებით, ესე იგი ისინი თავის საქმეს პირნათლად ასრულებენ. გიყვართ ოთახის მცენარეები? რომელი გაქვთ სახლში და როგორ განწყობას გიქმნიან ისინი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს