მან შეყვარებული წაართვა მეგობარს და დიდ სკანდალს ელოდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად წარიმართა.

2062

ვალერია ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრა ახალ ურთიერთობებამდე მიიყვანდა. გოგონებს არ სიამოვნებთ ხოლმე მასთან შეხვედრა, ვისზეც ერთ დროს უარი თავად თქვეს. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:

ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრა

მოულოდნელი ზარი – მას დაურეკეს მაშინ, როდესაც შხაპს ღებულობდა. ძირითადად, უცნობ ნომრებს არ პასუხობდა, მაგრამ ამჯერად რატომღაც აიღო ტელეფონი. რეკავდა მამაკაცი, მისი ყოფილი შეყვარებულის მეგობარი, რომელიც უკვე კარგა ხანია ეძებდა მას.რა სურდა ამ ადამიას? ან რა უნდოდა ყოფილ შეყვარებულს? მამაკაცმა პირისპირ დალაპარაკება სთხოვა და თავისდა გასაკვირად, გოგონა დათანხმდა. მას რატომღაც ძალიან დააინტერესა პაატასთან შეხვედრამ.გოგონა აბაზანიდან გამოვიდა და მოწესრიგება დაიწყო. გაახსენდა სანდროსთან გატარებული წლები – კარგი იყო, მაგრამ არა იდეალური. სანდრო არ იყო ჩამოყალიბებული მამაკაცი და სულ პრობლემები ჰქონდა. კიდევ კარგი ცოლად არ გაჰყვა და დროულად დაამთავრა ეს ურთიერთობა.

შეხვედრა კაფეში – დანიშნულ ადგილას ახალგაზრდები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც აღმოჩნდა, სანდროს სურდა ყოფილი შეყვარებულის მოძებნა, პაატას კი თავისი სამსახურიდან გამომდინარე, ამის გაკეთება შეეძლო. ვალერიას ეს არ მოეწონა, რადგან როგორც ჩანს ტელეფონის ნომრის და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არ არის საკმარისი, რომ ადამიანს დაემალო.თავად პაატამ არ იცოდა, თუ რატომ ეძებდა სანდრო. გოგონამ აუხსნა, რომ არ სურდა ყოფილთან შეხვედრა და ურთიერთობა. შემდეგ საუბარი თანდათან პირად საკითხებს შეეხო, სამსახურს საქმეს, ინტერესებს… პაატა სიმპატიური მამაკაცი იყო და სასიამოვნოდ საუბრობდა. მის ქცევაში პატივისცემა და სიმსუბუქე იგრძნობოდა. მასთან თავს კარგად გრძნობდა…ერთ კვირაში მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ყოველ დღე ხვდებოდნენ და სეირნობდნენ. გოგონას სიმპატიები გაუჩნდა, მამაკაცი კი აშკარად შეყვარებული იყო.

ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრა – საბოლოოდ წყვილმა გადაწყვიტა სანდროს შეხვედროდა და იმავე საღამოს ესტუმრნენ. სანდროს ძალია გაუხარდა გოგონას დანახვა. ვალერიამ ჰკითხა, რატომ ეძებდა და რა სურდა მას. პასუხმა კი ძალიან გააოცა, რადგან ასეთ რამეს ნამდვილად არ ელოდა:

  • -უბრალოდ შენი მოკითხვა მინდოდა. მაინტერესებდა შენი ამბები. მე სხვა გოგონას ვხვდები, ვცდილობ ცხოვრება მოვიწყო, აღარ გავიმეორო წარსულის შეცდომები. მალე დაქორწინებას ვაპირებთ.
  • -და მხოლოდ ამის სათქმელად მეძებდი? – შესძახა გოგონამ. გვერდით კი პაატამ შვებით ამოისუნთქა. – ამაზე მეტ სისულელეს ვერავინ მოიფიქრებს. მაგრამ მეორე მხრივ, შენ ჩემი სიყვარული მაპოვნინე – და პაატას გადახედა.
  • -ძალიან კარგი, ბედნიერებას გისურვებთ, მიხარია, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ. ჩემს ქორწილში ხომ მოხვალთ?
  • -რა თქმა უნდა მოვალთ – უპასუხა ვალერიამ – გავიცნობთ საბრალო გოგონას.შემდეგ კი ღიმილით გადახედა პაატას, მასთან ზუსტად იცის, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

დასკვნა: ღირს ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრა? როგორი რეაქცია უნდა გქონდეს მოულოდნელ შემოთავაზებაზე შეხვედრის თაობაზე? რამდენად მისაღებია ყოფილის მეგობართან ურთიერთობის დაწყება? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს