ტანსაცმლის კარადა დანტეს ჯოჯოხეთს მაგონებდა, სანამ არ გავიგე ხრიკის შესახებ, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

684

როგორ დავალაგოთ ნივთები კარადაში ისე, რომ მერე მისი თავიდან დაუთოვება არ მოგვიწიოს? დიასახლისები ცდილობენ ყველაფრის ლამაზად დალაგებას კარადაში, მაგრამ თუ შემდეგ ქმარი ან ბავშვები შეეხებიან, ყველაფერი თავდაყირა დგება. როგორ მოვიქცეთ? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ კითხვაზე გიპასუხებთ.

როგორ განვალაგოთ ნივთები კარადაში

ჩემი მეგობარი ლია უკვე დიდი ხანია სამაგალითო ცოლი და დედაა. მის სახლში სულ სისუფთავე და წესრიგია. მისთვის იდეალური წესრიგის შენარჩუნება არ არ არის მარტივი, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, რადგან სახლში ორი ბავშვი – ქმრის ჩათვლით და გრძელბეწვიანი კატაა.რაღაც პერიოდში ლიას უკვე ნერვებმა უმტყუნეს: “მთელი კარადა ყირაზე დგას, კიდევ უარესი, კარი გაფუჭდა და შიგნით კატა ძვრება. ვთხოვე ქმარს ახლის ყიდვა, რადგან ძველ კარადაში აღარ ეტევა თეთრეული. მან უხალისოდ ჩაიბურტყუნა “ვნახოთო” და მორჩა. უკვე კარგა ხანია ველოდები ახალ კარადას.მოთმინების ძაფი გამიწყდა მაშინ, როცა ზედიზედ რამდენჯერმე შიგნით კატა შეძვრა. კატა კი გამოვათრიე, მაგრამ იმდენი ბეწვი იყო ტანსაცმელზე, მთელი დღე ვაცლიდი. ამის მერე ქმარს სერიოზული ნოტაცია წავუკითხე. ლექციამ იმუშავა და ორ დღეში საძინებელში ახალი კარადა იდგა.”

იდეალური წესრიგი – გამოცდილი დიასახლისები გვირჩევენ რომ სარჭებიან საკიდებზე ტანსაცმელთან ერთად თეთრეულიც ჩამოვკიდოთ. ასე მარტივად ვიპოვით საჭირო ნივთებს. ჩვეული წესით, თაროზე დალაგებული ნივთები ადვილად ირევა და იჭმუჭნება. ხოლო თუ საკიდზე ამდენი ადგილი არ გვაქვს, მაშინ თეთრეული რულონებად გადაახვიეთ და ისე დაალაგეთ.

ეშმაკური ხრიკები – ალბათ ყველას გაქვთ სახლში ჯადოსნური კარადა, რომელშიც უპრობლემოდ ეტევა ტანსაცმელიც, თეთრეულიც, ზამთრის ქურთუკებიც, შუბებიც, ფეხსაცმელებიც, ფარდებიც, პლედებიც, ბალიშებიც და შეიძლება მატრასიც, მაგრამ ასეთ კარადაში მუდამ არეულობაა. რა შეიძლება გააკეთოთ ამ შემთხვევაში? შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ტიხრები, ან ყუთი-ტრანსფორმერები. დაკეცილ მდგომარეობაში ისინი მცირე ადგილს იკავებენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დიდ ყუთად იქცევა.თუ სახლში ცოტა ადგილი გაქვთ, თითოეული ოჯახის წევრის საწოლის თეთრეული ცალკე ყუთებში ჩაალაგეთ. ასე აღარ დაგჭირდებათ დიდი დრო საჭირო ნივთის საძებნად. არ დაგავიწყდეთ შიგნით არომატიზატორის ჩადება, რათა ქსოვილმა უსიამოვო სუნი არ მიიღოს.

როგორ დავალაგოთ კარადაში ნივთები სწორად – დარწმუნებული ვართ, რომ თითოეული დიასახლისის არსენალში მოიძებნება თავისი უნიკალური ხერხი თეთრეულის შესანახად. აქვთ რამდენიმე წყვილი თავისთვის, ცალკე ბავშვებისთვის და სტუმრისთვის.კარადაში შესანახ ყუთებს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ეს არ მოსწონს. ასეთ დიასახლისები იყენებენ უკვე გამოცდილ მეთოდს. თითოეულ კომპლექტს დებენ ბალიშის პირებში. ეს ადგილის ეკონომიას აკეთებს და ბევრი ძებნაც აღარ სჭირდება.გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები, თუ როგორ ინარჩუნებთ წესრიგს თქვენს კარადაში. როგორ ანაწილებთ ნივთებს კარადაში ისე, რომ მარტივად მიაგნოთ? გელოდებით კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს