ფანჯრებიდან ჩამოვხსენი ტიული, თუმცა არ ვაგდებ, ვიპოვე მისი გამოყენების არასტანდარტული მეთოდები.

1020

როგორ დავკიდოთ ლამაზად ტიული, რომლის ადგილი აღარაა ფანჯარასთან? ხდება ისეც, რომ ქსოვილი მშვენიერია, თუმცა მისო შეცვლის დრო დგება. სად დავკიდოთ ტიული, რათა მივიღოთ მყუდრო და ესთეტიური სურათი? დაიმახსოვრეთ ორი მთავარი ხრიკი.

როგორ დავკიდოთ ტიული ლამაზად

ერთ დროს ტიულის შოვნა ძალიან რთული იყო. მოდურ ტრენდებს რომ არ ჩამორჩენოდნენ, ქალები კედლებზე ხატავდნენ ჩახლართულ ფორმებს კბილის სახეხი ფხვნილით. თანამედროვე მინიმალისტური დიზაინერული პროექტები არ მოიაზრებს ტიულის არსებობას ფანჯრებზე. ეს ქსოვილი შესანიშნავად ეკვრის მინის ზედაპირს. თუ სახლში გაქვთ ტუმბოები მინის კარებებით და მათი როგორღაც მოდერნიზირება გინდოდათ, შესაფერისი დრო დადგა.ტიული მარტივად რომ მიაკრათ მინას, ამისათვის დაგჭირდებათ ჩვეულებრივი სახამებელი ან საყოფაცხოვრებო საპონი. აარჩიეთ ზედაპირი, რომელზც ქსოვილი უნდა მიაწებოთ და განსაზღვრეთ მისი ზომები. შემდეგ განსაზღვრული პარამეტრებით გამოჭერით ტიული. ეს ხრიკი თავის პრაქტიკულობით გამოირჩევა. ამ მანიპულაციისთვის სულ რაღაც რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.

ვამზადებთ წებოვან საფუძველს – რა დაგვჭირდება ამ ხრიკისთვის? სახამებელი და წყალი. სახამებლის კისელის მომზადების პროცესი ძალიან მარტივია. აიღეთ ორი წლიანი ჭურჭელი. ერთ-ერთ მათგანში უნდა იყოს 50 მლ ცივი წყალი, მეორეში- 500 მლ. მზადების პროცესში წყალი  წამოადუღეთ. პატარა ჭურჭელში დაამატეთ 2 ს.კ სახამებელი. დანარჩენი წყალი აადუღეთ და ჩაასხით მასში გამლღვალი სახამებელი, რათა გამოვიდეს ერთგვარი კისელი. ორივე მასა შეურიეთ ერთმანეთს ერთგვაროვნებამდე  და დაელოდეთ მათ გაგრილებას.გთავაზობთ ერთ-ერთი იმ ტუმბოს დეკორირებას, რომელიც განთავსებულია სააბაზანოში ან სამზარეულოში. გამჭვირვალე მინის კარებები ვერ დაუმალავს არასასუველ რაღაცებს მეზობლების და დაუპატიჟებელი სტუმრების დაუპატიჟებელ თვალებს.როგორც კი გახსნილი სახამებელი გაგრილდება, ჩაალბეთ მასში ტიული და მსუბუქად გაწურეთ, რათა ზემდეტი სითხე მოაშოროთ. შემდეგ გაშალეთ ქსოვილი და დაელოდეთ მის გაშრობას. თუ სარეცხი საშუალების გამოყენებას განსაზღვრავთ, მოქმედებების ალგორითმი უცვლელია.

ამას გარდა, სახამებლიანი ტიული შეგიძლიათ ჩასვით ჩარჩოში, შემდეგ კი მოხატეთ ან დაუმატეთ საინტერესო დეკორი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს