მამაკაცმა ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ არ გადაეხადა ფული ქალიშვილის ქორწილში, მისი ისტერიკისა და სულისგამგმირავი კივილის მიუხედავად.

0
2197

“წელს შედგა ჩემი გერის ქორწილი. უკვე 10 წელია ჩემს ცოლსა და მის ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ. ამ დროის განმავლობაში კონფლიქტი არ გვქონია, ყოველთვის ვცდილობდი მათ დახმარებას”- ამბობს ვიტალი.

გერის ქორწილი

“ერთი წლის წინ ნათიამ უნივერსიტეტი დაამთავრა. მთელი ეს დრო მისი სწავლის გადასახადს მე ვფარავდი. ოჯახისთვის ფული არასოდეს დამნანებია. დროდადრო ნათია ხვდებოდა თავის ბიოლოგიურ მამას. ცოლის განქორწინების მიზეზებს არასოდეს ჩავძიებივარ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ მშობელი ჩემს გერს ფინანსურად არასოდეს დახმარებია.როცა ნათიას შეყვარებულმა ცოლობა სთხოვა, გადაწყდა, რომ ქორწილში 250 კაცზე მეტს არ დავპატიჟებდით. რასაკვირველია, მის ორგანიზებაში ვიღებდი მონაწილეობას და ფინანსური ნაწილიც მე მებარა. გადავწყვიტე, რომ ჩემი 20 ახლობლის სახელები ჩამეწერა სტუმრების სიაში.ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემს მეგობარს შევხვდი. რასაკვირველია, ის დაპატაჟებული მყავდა, თუმცა საუბრისას გაიკრვა, რომ მას მოწვევა არ მისვლოდა.

მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ არც ერთი ჩემი ახლობელი ადამიანი ქორწილში არ დაპატიჟეს. ბოლო წვეთი აღმოჩნდა ის დღე, როცა სამსახურიდან დავბრუნდი სახლში და ერთად შევისწარი სიძის ოჯახის წევრები, ჩემი გერი და მისი დედ-მამა. მე არც კი გამაფრთხილეს, რომ ისინი გვესტუმრებოდნენ.მწყინდა, როცა ვხედავდი, თუ რაოდენ თბილად ურთიერთობდნენ ისინი ერთმანეთთან. რა გააკეთა ამ ადამიანმა თავისი ქალიშვილის გასაბედნიერებლად? მას ძალისხმევაც კი არ გაუწევია მოახლოებული ღონისძიების ორგანიზებაში. მაშინ ღვინის ჭიქა ავიღე ხელში და სადღეგრძელო წარმოვთქვი: “ბედნიერი ვიყავი მთელი ეს წლეები მხარი დამეჭირა მომავალი რძლისთვის  ყველა წამოწყებაში. ახლა კი მადლობას ვუხდი ნათიას მამას, მის საქმროს და მისი ოჯახის ყველა წევრს.როგორც იქნა, მივხვდი, რომ თქვენთვის მხოლოდ ბანკნოტი ვარ. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რაც ბოლო დღეებში გავიგე. საზეიმოდ გიცხადებთ, რომ ნათიას ქორწილში თეთრსაც კი არ გადავიხდი. ამ საქმეს მამამის გადავაბარებ”.შემდეგ სტუმრები გავაცილე, ცოლს და გერს კი განვუცხადე, რომ ამიერიდან ისინი ჩემს სახლში აღარ ცხოვრობდნენ. სულში ჩამაფურთხეს ადამიაებმა, რომელთაც ოჯახის წევრებად მივიჩნევდი”.

რედაქციისგან: დედობილ-მამობილისა და გერების ურთიერთობა იშვიათადაა აგებული ნდობაზე. ხდება ისეც, რომ ისინი მათთვის ხდებიან ყველაზე მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანები. ბოლო მომენტში ვიტალიმ გაიაზრა, რომ მას იყენებდნენ. შესაძლოა, მამაკაცსს გაეგრძელებინა კიდეც ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა, ცოლს თავის ოჯახთან ერთად მისი აზრისთვის ანგარიში რომ გაეწიათ. თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას?