რაზე მიანიშნებს გაწყვეტილი ოქროს ყელსაბამი და რა უნდა მოვიმოქმედოთ!

708

ამას წინათ ყელსაბამი გამიწყდა, პირველი შესაძლებლობისთანავე მივედი ხელოსანთან. მამაკაცმა შემომხედა და მითხრა: “ვერცხლის სამკაულის გაწყვეტა კარგის ნიშანი არაა ქალბატონო, თავს გაუფრთხილდით”.თავიდან ვერ მივხვდი, იგი რას გულისხმობდა. გაირკვა, რომ გაწყვეტილ ყელსაბამს უკავშირდება უამრავი ხალხური ნიშანი. მოცემულ ცრურწმენებზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ!

ყელსაბამის გაწყვეტა

თუ ადამიანს გაუწყდა ვერცხლის ყელსაბამი, მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში ის შეიძლება ავად გახდეს. ოქროს სამკაულის შემთხვევაში კი პიროვნებას უფრო სერიოზული სენი შეეყრება. ყელსაბამსა და ცხოვრებას შორის ანალოგიის გავლება მარტივია. საკმარისია მწყობრიდან გამოვიდეს ერთი რგოლიც კი და მთელი მექანიზმის მუშაობა მაშინვე ირღვევა. ამ ძვირფასეულობას სხვა მეტალებისგანაც ამზადებენ. ყელსაბამებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე იკეთებენ. მაგალითად, ხელზე ან ფეხზე სამაჯურის სახით. მის გაწყვეტასთან დაკავშირებული ცრურწმენა ასევე სამკაულის მდებარეობაზეცაა დამოკიდებული.

სამსახურთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებს გაწყვეტილი სამაჯური. თუ ადამიანს სამკაული ფეხზე გაუწყდა, მაშინ მას უსიამოვნებები ელოდება უახლოეს მოგზაურობაში. სჯობს ის უკეთესი დროისთვის გადადოთ. თუ ყელსაბამი შემთხვევით გაიწელა და სხეულიდან ჩამოგიცურდათ, ძვირფასეულობის მფლობელს ცხოვრებაში სირთულეები შეხვდება.როცა სამკაული გაწყდება და იატაკზე ეცემა, მნიშვნელოვანია, რომ მოასწროთ მისი დაჭერა. ასეთ შემთხვევაში შეძლებთ საკუთარი თავის დაავადებისგან დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სენს შესაძლოა ფატალური შედეგიც კი ახლდეს თან. ზოგადად, თუ ამას სამყაროს მიერ გამოგზავნილ მინიშნებებად მიიჩნევთ, სევდა გაგიქარვდებათ.არ იქნება ურიგო, თუ ეკლესიაშ წახვალთ და ცოდვებს მოინანიებთ. ეს დაგეხმარებათ ნეგატივისგან გათავისუფლებაში, რომელიც ასე თუ ისე გროვდება ჩვენში. თუ თქვენი სამკაული გაიღუნა, ეს მიანიშნებს მომავლის უსიამოვნებებზე.არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საყვარელი ადამინისგან ნაჩუქარი ძვირფასეულობის დაკარგვა. ამან შეიძლება მიგიყვანოთ განქორწინებამდეც კი. ბევრი უბედურება უკავშირდება საქორწინო ბეჭედს. ცერემონიის შემდეგ მათი მოხსნა არ შეიძლება, რადგან ისინი იცავს ოჯახს.

რედაქციისგან: თუ გწმათ ხალხური ნიშნების და რომელიმე მათგანის შესახებ გსმენიათ, გაგვიზიარეთ ისინი კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს