უკვე 3 წელია სამსახურში ერთი და იმავე ტანსაცმლით დადის. თანამშრომლები ასეთი მიდგომით გაოცებულნი არიან

5209

თანამედროვე გოგოები გარდერობზე ძალიან ბევრ ფულს, დროს და ენერგიას ხარჯავენ. განა ეს ამად ღირს?

ცოტა თუ გაბედავს, რომ სამსახურში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი და იგივე ტანსაცმელი ჩაიცვას. აი, სარეკლამო კომპანიის არტ დირექტორი, მატილდა კალი უკვე 3 წელია სამსახურში ერთი ტანსაცმლით დადის – შავი შარვალი და თეთრი პერანგი.

ეს კითხვის მოშორების მეთოდი იყო, რომელსაც ყოველ დილით გოგოები საკუთარ თავს უსვამენ: „რა ჩავიცვა?“

ერთ მშვენიერ დილას მატილდა მიხვდა, რომ ყოველდღიურად გარდერობის არჩევაზე დროის დახარჯვა არ სურს. თვლის, რომ ეს უსარგებლო საქმიანობაა, რომელსაც სიამოვნებაზე უფრო მეტი სტრესი მოაქვს.

ერთ-ერთ საქმიან შეხვედრაზე გოგონამ ყურადღება მიაქცია, რომ მის ირგვლივ მყოფი მამაკაცები საკუთარ გარეგნობაზე არ ნერვიულობდნენ, არადა მათი ტანსაცმელი უნიფორმას ჰგავს.

მატილდამ თავისთვის უბრალო ტანსაცმელი შეარჩია, რომელიც სამსახურისთვის გონივრული იქნებოდა  და მის გარეგნულ მხარეს ხაზს უსვამდა. მან 15 თეთრი აბრეშუმის, ბაფთიანი პერანგი და 6 შავი შარვალი შეიძინა.

ეს მოდური ლუქი მისი სამსახურის ტანსაცმელი გახდა.

„სამუშაო დღეებში ბევრი შემოქმედებითი ამოცანის გადაწყვეტა მიწევს, რომლებიც ჩემს ტვინს სტიმულირებენ. საჭიროდ არ მივიჩნევ, რომ შემოქმედებითი პოტენციალი ტანსაცმლის არჩევაზე დავხარჯო“ – აღიარებს გოგონა.

პირველ დღეებში თანამშრომლები ვერ ხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა. ხელმძღვანელობას მისთვის ხელფასის მომატებაც სურდა, რომ მატილდას ტანსაცმელი შეეძინა.

ტანსაცმლის არჩევის ახალი მიდგომით მატილდამ დროის და ენერგიის დაზოგვა შეძლო. ადამიანებმა, რომლებიც შემოქმედებით სფეროში მუშაობენ, სამუშაო დღის განმავლობაში ბევრი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ერთით ნაკლები გადაწყვეტილება უკვე სიმსუბუქის შეგრძნებას იძლევა.

ასეთი გადაწყვეტილების წყალობით გოგონა სამსახურში აღარ აგვიანებს, რადგან ზოგჯერ ტანსაცმლის შერჩევაზე ძალიან ბევრი დრო ეხარჯებოდა.

გარდერობის შერჩევის უჩვეულო მეთოდზე მატილდამ სტატიაც კი დაწერა ჟურნალში Harper’s Bazaar.

როცა სტატია ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა, კალი გაოცდა, თუ ეს ქალებმა რამდენად უცნაურად აღიქვეს. მათ მოეჩვენათ, გოგონამ საკუთარი თავი უნიფორმაში, ჩარჩოში მოაქცია. თუმცა მატილდამ სხვა ტანსაცმელი უფრო დააფასა და მათში თავს განსაკუთრებულად და მიმზიდველად მიიჩნევს.

ამასთან მატილდა ამბობს, რომ დასვენების დღეებში ფერადი ქვედაბოლოები, მაისურების და ქალური კაბების ჩაცმა უყვარს. არტ დირექტორის სიტყვებით, უნიფორმაზე გადასვლის გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მეტად დააფასა ლუქები, რომელთაც დასვენების დღეებში ირჩევს.

კალის თანამშრომლები მის არჩევანს ეთანხმებიან. ერთხელ, სამსახურში ყველა იმ ტანსაცმლით მოვიდა, რომელსაც მატილდა იცვამს და ამით გოგონას არჩევანს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ყოველდღიური გარდერობის საკმაოდ პრაქტიკული მიდგომაა. მატილდა კალი თავისი საქციელით პატივისცემას იწვევს, რადგან მას სხვების აზრის არ შეეშინდა და გააკეთა ისე, როგორც საჭიროდ თვლიდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს