დედამთილი მაიძულებდა საწოლის თეთრეულის დაუთოვებას, მაგრამ მე ვიპოვე ხერხი, როგორ მიმეღო დაუთოვებული კომპლექტი უთოს გარეშე.

0
1493

ახალი და სუფთა თეთრეული ნამდვილი სიამოვნებაა, რა თქმა უნდა, ყველას მოსწონს ლამაზ ზეწარზე ძილი. მონდომებული დიასახლისები თეთრეულს აწესრიგებენ და აუთოვებენ ხოლმე, მაგრამ ყველა ასე არ იქცევა. თანამედროვე ქალბატონები თვლიან, რომ საწოლის თეთრეულის დაუთოვება დროის ტყუილი ხარჯვაა. რომელია ამ შემთხვევაში მართალი? არსებობს რაიმე ხერხი, რომ მის გარეშეც გვქონდეს სუფთა და ლამაზი თეთრეული? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

სუფთა თეთრეული

ახალგაზრდა დედამ შემოგვჩივლა: “დრო თითქმის აღარ მრჩება. ზოგჯერ ჭამისთვისაც ვერ ვიცლი, მაგრამ ყველაფერს ვაუთოვებ. ჩემთა ერთად დედამთილი ცხოვრობს და ძალიან უყვარს სისუფთავე და წესრიგი. თუ ყველაფერს იდეალურად არ გავაკეთებ, გაუთავებელი ლექციები გარანტირებულია. არ მინდა დაძაბულობა ოჯახში, მაგრამ სიამოვნებით გადავაგდებდი უთოს ფანჯრიდან.არ გაგიმართლა დედამთილში, მე იდეალური ქალბატონი მყავდა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს… თავიდანვე მირჩია, თავი შემეკავებინა ზედმეტი უთაობისგან. თვლიდა, რომ ჯობდა დრო სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დამეთმო. მასწავლა ერთი სასარგებლო ხერხი, რაც თავიდან ამაცილებდა თეთრეულის დაუთოვებაზე დროის კარგვას.:”

მარტივი რჩევები – სარეცხ მანქანაში რეცხვის შემდეგ თეთრეული მართლაც დაჭმუჭნულია, მაგრამ გამოსავალი არსებობს. სარეცხი რეცხვის დასრულებისთანავე გამოიღეთ მანქანიდან, გაფერთხეთ და გაასწორეთ ქსოვილი, გადაკეცეთ და ხელით გაასწორეთ. დატოვეთ ასე 10 წუთი, შემდეგ გაფინეთ გასაშრობად. იდეალურად სწორი შეიძლება არ გახდეს, მაგრამ არც დაუთოვება დაჭირდება.ბევრი დიასახლისი ცდილობს ამ საქმის თავიდან აცილებას. თანამედროვე სარეცხ მანქანებს უკვე აქვთ შრობის და ორთქლით დამუშავების ფუნქცია.

საინტერესო ხრიკი – “ბებიამ ასეთი რამ მასწავლა: უნდა ჩამოხსნა ოდნავ ნოტიო თეთრეული, ლამაზად დაკეცო და მოათავსო სიმძიმის ქვეშ. იდეალურად სწორდება ამ ხერხით.ჩემმა პატარა შვილმა მითხრა, რომ საათობით უთოს ჭერას, ჯობდა მასთან ერთად მეთამაშა. მისთვის სულ არ იყო მნიშვნელოვანი ზეწარს ნაკეცები ექნებოდა თუ არა. მას შემდეგ მხოლოდ აუცილებელ ნივთებს ვაუთოვებ და აღარ ვაკლებ შვილს ყურადღებას ამ მომაბეზრებელი რუტინის გამო.გოგოებო, გასწავლით, როგორ შეამციროთ დაუთოვების დრო ორჯერ. საუთოო დაფაზე გადააკარით ფოლგა, შედეგად ზედა და ქვედა ნაწილი ერთდროულად დაუთოვდება.”

სუფთა თეთრეული – ყველას სხვადასხვა შეხედულება აქვს. ზოგისთვის დაუთოვება მნიშვნელოვანი ნაწილია, თავისებური რელაქსი, განტვირთვა. ვიღაცისთვის უმჯობესია, სარეცხი მანქანის ყიდვა, რომელსაც შრობის ფუნქცია აქვს. არსებობს კიდევ სპეციალური საუთოო მოწყობილობა, მაგრამ დელიკატური ქსოვილებისთვის არ გამოდგება, საწოლის თეთრეულს კი ორ წუთში დააუთოვებს.თანამედროვე სამყარო თავის ახალ წესებს გვთავაზობს. დრო ძალია სწრაფად გარბის და უფრო და უფრო მეტი დიასახლისი უარყოფს თეთრეულის დაუთოვების პროცესს. იყიდება ნაკრებები ისეთი ქსოვილისგან, რომელსაც არ ჭირდება უთო, აღარც სარეცხი მანქანის რეჟიმი აღარ პრესავს ისე, როგორც ადრე. საერთო ჯამში, გააკეთეთ ისე, რომ დაზოგოთ დრო და ენერგია, ამასთან, შეინარჩუნოთ კარგი განწობა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.