ნამდვილად ერთგული ძაღლი ყველაფრისთვისაა მზად თავისი პატრონის გულისათვის. მათ არაერთხელ გადაურჩენიათ ადამიანები, როცა მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ასეთი ისტორიები გვაძლევენ იმის რწმენას, რომ სასწაულები ხდება. წინასაახალწლოდ გაგიიარებთ ერთ გულისამაჩუყებელ ამბავს. დარწმუნებულები ვართ, რომ იგი შთაგონებას მოგცემთ!
ერთგული ძაღლი
“ბოლო 7 წელია სასწრაფოში ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში უამრავ პრობლემას წავწყდომივართ. ზოგადად, მედმუშაკის ცხოვრება სავსეა კურიოზებით.ამით იმის თქმა მინდა, რომ რთულია ჩემი რაიმეთი გაკვირვება. როგორ აღმოჩნდა, ეს შესაძლებელია. იმ დღეს კლინიკაში ვბრუნდებოდით მორიგი გამოძახებიდან, გვიანი საღამო იყო, ძლიერ თოვდა. უეცრად შუა გზაზე ძაღლი შევნიშნეთ. იგი ყველა გამვლელ მანქანას დაჟინებით უყეფდა.ჩვენ იძულებულნი გავხდით მანქანა გაგვეჩერებინა. როცა ძაღლს მივუახლოვდი, მან თავი შეატრიალა და გზისკენ გაიქცა. თავიდან ვერ მიხვდი, ის ასე რატომ მოიქცა. როცა მანქანაში ჩავჯექი და დავძარი, ცხოველი უეცრად დაბრუნდა და ხელახლა დაიწყო ყეფა. გავბრაზდი, როცა ძაღლთან ისევ მივედი, იგი კვლავ იმავე ადგილისკენ გაიქცა, როგორც ორი წუთის წინ. ფანარი ავანთე და მას გავყევი, გზის პირზე უგონოდ მყოფი მამაკაცი იწვა. არავინ იცის ეს ამბავი როგორ დამთავრდებოდა, რომ არა მისი ერთგული თანამგზავრი.
უცნობი უმალვე დავაწვინეთ საკაცეზე, ჩავსვით მანქანაში და საავადმყოფოში წავიყვანეთ. სამწუხაროდ, ძაღლი ქუჩაში დავტოვეთ. როგორც კი დავიძარით, იგი გამოგვედევნა და კლინიკასაც მოაგნო, შესასვლელ კართან თავის პატრონს ელოდებოდა. საბედიეროდ, მამაკაცი მალევე წამოვაყენეთ ფეხზე. მოვიდნენ მისი ოჯახის წევრები და უცნობი თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად სახლში წაიყვანეს. აქამდეც ვიცოდი, რომ ძაღლები უერთგულესი ცხოველები არიან, თუმცა მოცემული სიტუაციის შემდეგ ამაში სამუდამოდ დავრწმუნდი”.
რედაქციისგან: ძაღლი საოცარი ცხოველია. ის მიეჯაჭვება ხოლმე თავის პატრონს და მის ცხოვრებაში უმთავრესი არსება ხდება. ჭკვიანი ცუგა- არა მხოლოდ ერთგული მეგობარი და თანამგზავრია, არამედ ნამდვილი დამცველიც კი. ცხოველი ყველაფერს გააკეთებს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად.ამას წინათ ვუყურე დოკუმენტურ ფილმს ძაღლების ცხოვრებაზე, სადაც ყვებოდნენ, თუ როგორ ზრდიდნენ ლეკვს ბრმა ადამიანის გამძღოლად. ეს უაღრესად საინტერესო პროცესია!დაგვეთანხმებით, რომ ხალხის ნაწილი არ კი ცდილობს გაერკვეს, თუ როგორ ხდება ძაღლის აღზრდა. არადა თითოეული ცუგა უნიკალური პიროვნებაა ინდივიდუალური ხასიათით. საჭიროა მისი შესწავლა და სწორი მიდგომის პოვნა.დაწერეთ კომენტარებში, შესწრებიხართ თუ არა სიტუაციას, სადაც ძაღლმა ადამიანს სიცოცხლე გადაურჩინა.