ბიძაშვილი გაუფრთხილებლად მეწვია სტუმრად და ჩვენი კატლეტები შეჭამა, ქმარი

0
1680

კარგია, როცა სტუმრად ისეთი ადამიანი მოგდის, ვისთანაც შეიძლება დროის კარგად გატარება. ასეთ ვიზიტებზე წინასწარ თანხმდებიან ხოლმე და უმზადებენ ვახშამს. თუმცა, ხანდახან სტუმრები გაუფრთხილებლადაც მოდიან, ხოლო შორს მცხოვრები ნათესავები რატომღაც თვლიან, რომ ყოველთვის შეიძლება მიიღო და გაუმასპინძლდე.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით ჩვენი მკითხველის ამბავს, რომელსაც დაუპატიჟებლად ესტუმრა თავისი ბიძაშვილი ბავშვით. საბოლოოდ, ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ გულგრილი მასპინძელი უსინდისო ადამიანია, რადგან მისი სტუმართმოყვარეობა ერთ წუთში დამთავრდა.

უსინდისო ადამიანი

“ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი ბიძაშვილი სტუმრად ჩამოვიდა ჩვენს ქალაქში. მან მემკვიდრეობით ბინა მიიღო და რემონტის ამბებს აგვარებდა. მე ეს დიდად არ მაინტერესებდა, რადგან ძალიან ბევრი საქმე მაქვს: სახლი, ქმარი, შვილი, სამსახური” – გვწერს მარი.”ჩვენ გვეგონა, ბიძაშვილი იქეთ მიგვიპატიჟებდა და საჩუქრის შერჩევასაც ვაპირებდით, მაგრამ ამის მაგივრად ის თავად გვესტუმრა ქალიშვილთან ერთად. ამ დროს სახლს ვალაგებდი, მაგრამ მივატოვე ყველაფერი, დავიბანე ხელები და ძვირფასი სტუმრები სუფრასთან მივიპატიჟე.ჩემი ბიჭი მაღაზიაში გავუშვი ტორტის მოსატანად, მაგრამ ირინამ მითხრა, რომ ძალიან შიოდა და ტორტი არ ეყოფოდა. მე კი არაფერი მქონდა რომ მიმერთმია, სტუმრებს არ ველოდებოდი. მომიწია ქმრისთვის გადანახული კატლეტების გამოღებათვალის დახამხამებაში კატლეტები შეჭამეს. საყინულიდან ქათამი გამოვიღე და სასწრაფოდ გადნობა დავიწყე, რომ რამე სადილი მომემზადებინა. სამსახურიდან მოსულ ქმარს მაინც მოუწია სადილის ლოდინი, რადგან ქათმის მომზადებას დრო დასჭირდა.”

“თუმცა, ირინა წასვლას არ ჩქარობდა. აღმოჩნდა, რომ საღამოს ტელევიზორში რაღაც შოუს ყურება სურდათ. მათ სახლში ჯერ არ ჰქონდათ ტელევიზორი, მოხერხებულად მოეწყვნენ სავარძელში, იპოვეს სასურველი არხი და ეკრანს მიაშტერდნენ.ტელევიზორი ძალიან ხმამაღლა იყო ჩართული. მივედი და ხმის ჩაწევა ვთხოვე, მაგრამ ირინამ უარი მითხრა, ისედაც ცუდად ისმისო. შუაღამე იყო, რომ წავიდნენ. იმედს ვიტოვებდით, რომ ასეთი სტუმრები აღარ გვეყოლებოდა.”

ბიძაშვილის მეორე ვიზიტი – “მაგრამ, რამდენიმე დღეში, სამშაბათ საღამოს ირინა ისევ მესტუმრა თავის ქალიშვილთან ერთად და პეროგი, რომელიც იმ წუთში გამოვაცხვე და ლორის დიდი ნაჭერი უკვალოდ გაქრა.როდესაც ბიძაშვილი ტელევიზორის საყურებლად სავარძელში მოკალათდა, ქმარმა ვეღარ მოითმინა და უთხრა: “არავითარი ტელევიზორი, ძალიან დაღლილი ვარ და მეძინება, დილით ადრე მივდივარ სამსახურში.” ირინა აღშფოთდა: ნუთუ, ასე შეიძლება სტუმრებთან მოქცევა? სასწრაფოდ ჩაიცვეს და წავიდნენ.მეორე დღიდან კი დაიწყეს რეკვა ნათესავებმა, რომელთაც ირინამ მოასწრო და გუშინდელი ამბავი მოუყვა. მათი სიტყვებიდა გამომდინარე, მე ყველაზე უსინდისო ადამიანი ვარ დედამიწაზე. იმის მაგივრად, რომ მიმეღო ბიძაშვილი, გავმასპინძლებოდი და შემეფარებინა, სახლიდან გავაგდე. არადა უმუშევარი, მარტოხელა დედაა და ვინ იცის, როგორ უჭირსო.მე კი სულაც არ ვთვლი თავს დამნაშავედ, არ მენანება არავისთვის კატლეტი ან ჩაი, არაუშავს, თუ გვიანამდე დარჩება ტელევიზორის საყურებლად, მაგრამ მისი თავხედობა, უცერემონიობა და უტაქტობა ძალიან არ მომწონდა.” – ამბობს მარი.

რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეიძლება გაუფრთხილებლად მიხვიდე სტუმრად ახლობელთან, თუ დიდხანს გაჩერებას არ აპირებ, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ჯობია წინასწარ შეუთანხმდე. ყოველ მეორე დღეს დაპატიჟების გარეშე სიარული ოჯახში, შუაღამემდე დარჩენა და საჭმლის მოთხოვნა ცუდი ტონია. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.