ქალბატონი თავს გადამხდარი ტრაგიკული ისტორის გავლენით სამართალდამცავებს 1200 კრიმინალის დაჭერაში დაეხმარა.

0
594
(Image: CAMERA PRESS)

ლუიზ გიბსონი 21 წლის იყო, როცა გააუპატიურეს და მომაკვდავი დატოვეს თავისივე ბინაში.

ახლადგამომცხვარი მსახიობი თავისი ბინის კარს აღებდა, როცა უცხო მამაკაცი მის სახლში შეიჭრა და გააუპატიურა, შემდეგ კი ხელებით დახრჩობა სცადა, სანამ გოგონამ გონება არ დაკარგა.

თავდამსხმელი მიიმალა. ლუიზი იმდენად ტრავმირებული იყო, რომ პოლიციაში არ წავიდა და 2 კვირის განმავლობაში ბინიდან არ გასულა.

-“მე გაბრაზებული და დარცხვენილი ვიყავი. მეგონა, პოლიცია იფიქრებდა, რომ ეს ჩემი ბრალი იყო. რაღაც დროის განმავლობაში, ყველასი მეშინოდა.

ამ შემთხვევამ ლუიზის შეხედულებები ცხოვრებაზე რადიკალურად შეცვალა.

(Image: Medavia)

სხვების დახმარება

ერთ დღეს, მან მოისმინა სიახლე იმის შესახებ, თუ როგორ გააუპატიურა მამაკაცმა ცეკვის ინსტრუქტორი მისი 12 წლის მოსწავლეების თვალწინ.

-“ვიგრძენი, როგორ ამიდუღდა სხეულში სისხლი და მეგონა, რომ გავგიჟდი – ვერ ვეგუებოდი იმაზე ფიქრს, რომ სხვა კრიმინალები თავისუფლად დააბიჯებდნენ გარეთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ, თუ თვითმხილველს დაველაპარაკებოდი, დამნაშავის დახატვას შევძლებდი.”

თავისი თეორიის შესამოწმებლად, მან მეგობარი გაგზავნა ბენზინგასამართ სადგურზე და სთხოვა იმ ადამიანის დეტალური აღწერა, ვინც იქ მოემსახურა.

მისმა მეგობარმა აღწერა მამაკაცი შავი თმით, მუქი თვალებითა და მკვეთრი თეთრი კბილებით, ლუიზმა კი მაშინვე დახატა იგი.

-“ნახატი წავიღე სადგურზე და ლამის გონება დავკარგე, როცა დავინახე, რომ კონსულტანტის ნაკვთები ზედმიწევნით მქონდა დახატული ფურცელზე. იმ წამიდან გადავწყვიტე, რომ ჩემი ნიჭი კრიმინალების დასაჭერად გამომეყენებინა.”

(Image: mirror)

გასაოცარი უნარი

ლუიზმა თავისი მომსახურება პოლიციას შესთავაზა, საპასუხოდ კი მიიღო დავალება, დაეხატა იმ ადამიანის პორტრეტი, რომელიც სიბნელეში, პარკში, მამაკაცის მკვლელობის დროს დაინახეს.

-“თვითმხილველი ისტერიკაში იყო და მეუბნებოდა, რომ ვერაფერს იხსენებდა. მან მკვლელის სახე გაკვრით დაინახა.” – იხსენებს ლუიზი. -“მისი დამშვიდების შემდეგ, მამაკაცმა გაიხსენა და ნახატი სიახლეებშიც აჩვენეს. მეორე დღესვე მივიღე ზარი შერიფისგან.”

-“მკვლელის ოთახის მეზობელმა ნახა ჩემი ნახატი და დამნაშავე დააბეზღა – იმის ცოდნა, რომ ამ საქმის გხსნაში მე დავეხმარე, გასაოცარი შეგრძნება იყო.”

7 წლის განმავლობაში, ლუიზი პოლიციას მრავალი საზარელი დანაშაულის გახსნაში დაეხმარა და, რა თქმა უნდა, მან სრულგანაკვეთიანი სამსახურიც მიიღო.

(Image: CAMERA PRESS)

მას შემდეგ, ლუიზმა შეძლო 1200 დამნაშავის დაჭერაში დახმარება. ზოგიერთი მათგანი მისი გონებიდან არ ამოდის.

-“1990 წელს, საავადმყოფოს საწოლზე გვერდით ვეჯექი 8 წლის გოგონას, რომელიც გაიტაცეს, გააუპატიურეს და ლამის თავი მოაჭრეს.” – ამბობს ლუიზი.

“მას ვუთხარი, რომ იმ ტიპს დავიჭერდით და ხუმრობების თქმა დავიწყე, მისი გაღიმება რომ შემძლებოდა. დავხატე ულვაშებიანი მამაკაცი ცისფერი მანქანით, რომელსაც იგი მართავდა, თუმცა მისი პოვნა მხოლოდ 19 წლის შემდეგ შეძლეს.

როცა მისი სახე სიახლეებში ვნახე, ჩემი ნახატის ძებნა დავიწყე და გავაანალიზე, რომ ყველა დეტალი სრულყოფილად გადმოვეცი, თითქოს მისი მართვის მოწმობის ფოტო გადმოვხატე.”

ლუიზმა დაიწყო დაკარგული ბავშვების ასაკობრივი ნახატებისა(როგორი იქნება ესა თუ ის ადამიანი რამდენიმე წლის შემდეგ) და ამოუცნობი მსხვერპლების ხატვა.

თავის ქალის უბრალო ფოტოს მიხედვით, მას შეუძლია იმის გაანალიზება, თუ როგორ გამოიყურებოდა ადამიანი სიცოცხლეში.

-“2007 წელს, დაუდგენელი პატარა გოგონა ოკეანემ გამორიყა და, მისი ნაწილობრივ დაშლილი ნარჩენების მიხედვით, შევძელი ფურცელზე აღმედგინა ცისფერთვალება, ქერათმიანი ბავშვი.” – ამბობს ჩვენი ისტორიის გმირი.

(Image: mirror)

-“მხოლოდ 3 დღე დასჭირდა, რომ ბავშვის ბებიას ნახატზე რაილი ენ სოიერსი ამოეცნო. მოგვიანებით, დედამისი და მამინაცვალი მის მკვლელობაში დამნაშავეებად სცნეს.”

სამართალი მსხვერპლისთვის

ლუიზს ახლა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც უჭირავს ადგილი, როგორც “ადამიანი, რომლის ნახატებიც პოლიციას ყველაზე მეტი დამნაშავის დაჭერაში დაეხმარა.”

მართალია, ლუიზი უკვე 70 წლისაა, მაგრამ ამბობს, რომ არასდროს გავა პენსიაზე.

-“ყოველ ჯერზე, როცა მესმის მკვლელობის, სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის შესახებ, ვიცი, რომ დახმარება მმართებს. არასდროს შევწყვეტ მსხვერპლისთვის სამართლის აღდგენის მცდელობას. თუ ხელს დავკარგავ, პირით დავხატავ!” – ამბობს იგი.

(Image: mirror)

ლუიზის ნახატები

დედმამიშვილების შეხვედრა

(Image: mirror)

საკუთარი ძმის უშედეგო ძებნის შემდეგ, ტაინა შითსმა ლუიზს მისცა ფოტო, რომელზეც ბიჭი მხოლოდ 1 წლის იყო და სთხოვა დაეხატა შესაძლო ვარიანტი იმისა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო იგი 31 წლის ასაკში.

ბავშვები ერთმანეთს მაშინ დააშორეს, როცა ტაინა 4 წლის იყო და დედასთან ერთად ტრაგიკულ ავარიაში მოყვა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი სოციალურმა სააგენტომ ოჯახებში გადაანაწილა.

ლუიზის ნახატი ტელევიზორში გამოჩნდა და ჩიპ სქულქრაფთი მაშინვე ამოიცნო მისივე დეიდამ.

ჩიპი ტაინას იმავე შობას შეხვდა.

პატარა ბიჭი მახეს უგებს მშობლების მკვლელს

ლუიზი მუშაობდა 4 წლის ბიჭთან, რომლის მშობლებიც მოკლეს, მკვლელის პორტრეტის შესადგენად.

გამომძიებლებმა ნახატი დანაშაულის ადგილთან ახლომახლო მცხოვრებლებს აჩვენეს – ბევრმა მათგანმა მიუთითა მოძრავ სახლზე.

ეჭვმიტანილი დათანხმდა დაკითხვას.

მისი დანაშაულის დამამტკიცებელი სამხილები იპოვეს და პატარამაც ამოიცნო. იგი ახლა ციხეშია და სამუდამო სასჯელს იხდის.

მამაკაცი ჩაბარდა

ეს მამაკაცი დახატა ლუიზმა 10 წლის გოგონას მონაყოლის მიხედვით, რომელიც გაუპატიურებას გადაურჩა.

როცა მამაკაცმა თავისი თავი სიახლეებში ნახა, პოლიციას დაურეკა და ჩაბარდა.

მას ეგონა, რომ შერჩებოდა

30 წლის შემდეგ, დეტექტივებმა მკვლელი 10 დღეში იპოვეს ლუიზის მიერ დახატული ასაკობრივი პორტრეტის დახმარებით. ლუიზმა შეძლო და 36 წლის მამაკაცის პორტრეტი დახატა 66 წლის ნაკვთებით.

ძარცვის დროს, მან მამაკაცი ახალგაზრდა შვილის თვალწინ მოკლა.

თავიდან, იგი ყველაფერს უარყოფდა, თუმცა როცა ოფიცრებმა ნახატი აჩვენეს, მან ხელები გაუწოდა ბორკილებისთვის და თქვა: “თქვენ 30 წლის წინანდელ ამბავზე უნდა საუბრობდეთ.”

სტატია მომზადებულია mirror – ის მიხედვით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი