ზედმეტი მომჭირნეობა არ უხდება არც ქალს და არც კაცს, მითუმეტეს თუ ერთ ოჯახში ცხოვრობენ და არ აქვს მნიშვნელობა ოფიციალურად არიან ერთად თუ არაოფიციალურად.პაპარაცის ახალგაზრდა მკითხველი მსგავს პრობლემას შეეჯახა და როგორც ჩანს, გაუჩნდა სურვილი ჩვენთვის გაეზიარებინა. ეს ამბავი სასარგებლო იქნება ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ეხლა ეჩვევიან დამოუკიდებელ ცხოვრებას და სხვის მაგალითზე ისწავლიან.
ძუნწი ყოფილი
მოკლედ, ასეთი რამ გადამხდა და ვფიქრობ, საინტერესო იქნება თქვენთვის. მე დამწყები პროგრამისტი ვარ, ეხლახანს დავამთავრე სპეციალური კურსები. მანამდე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ხშირად ვაცდენდი ხოლმე ლექციებს.მშობლებმა ერთ ოთახიანი ბინა მომცეს, თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ ხოლმე, სხვა კონტროლს მათგან ვერ ვგრძნობდი. საერთო ჯამში, ჩემი უმაღლესში სწავლების საკითხი მთლად წარმატებული არ იყო.როდესაც მეოთხე კურსიდან კინაღამ გარეთ გამომიძახეს, თავი ხელში ავიყვანე და სწავლა დავიწყე. მადლობა ჩემს ჯგუფელს, რომელიც მეხმარებოდა პროგრამის დაძლევაში. როგორღაც დავამთავრე უნივერსიტეტი და მივხვდი, რომ არანაირი ცოდნა არ მქონდა და მაღალანაზღაურებად სამსახურზე ოცნებაც არ შემეძლო.მომიწია ყველაფერში თავიდან გარკვევა. სწორედ ამ პერიოდში გავიცანი ერთი გოგონ და მაშინვე შემიყვარდა. ის იყო ლამაზი, მაღალი, კარგი აღნაგობის. დაამთავრა პედაგოგიური სასწავლებელი და მიხვდა, რომ საჭირო იყო სხვა მიმართულებითაც მოძრაობა და დიზაინერის კურსებს გადიოდა.
მალე ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად. დღისით ვმუშაობდი, ღამით კი გვიანამდე კომპიუტერთან ვიჯექი. თეაც მუშაობდა და კვირაში ორჯერ კურსებზე დადიოდა. სახლში ხან ალაგებდა, ხან სადილს აკეთებდა, მაგრამ ყველაზე ხშირად ვახშამს მე ვამზადებდი. რა უნდა მექნა, ძალიან მიყვარდა და ვანებივრებდი.თეა ბოლო პერიოდში სულ სოციალურ ქსელში იყო. ათვალიერებდა რემონტს, კოსმეტიკას, ათას სისულელეს. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ სამსახურიდან დაბრუნებულს საჭმელი რომ არ მხვდებოდა, მინდოდა მისი ტელეფონი კედელზე შემენარცხებინა.რამდენიმე თვეში ცოლმა გამომიცხადა, რომ ამ სოროში ცხოვრება აღარ შეუძლია და რემონტი უდა გააკეტოს. გადამატანინა ძველი კარადები ოთახის კუთხეში და შეღებვა დაიწყო.სახლი ცოტათი უკეთესი გამოვიდა და მეგონა დამშვიდდებოდა, მაგრამ შემდეგ დასასვენებლად წასვლა მოინდომა და სულ არ აინტერესებდა ფული მქონდა თუ არა. თავადაც შეეძლო ნორმალური სამსახურის პოვნა და დახმარება, მაგრამ არ აკეთებდა.
საბოლოოდ, ერთი კვირით საზღვარგარეთ გავფრინდით. მადლობა მეგობრებს და გადანახულ ფულს. რამდენიმე კვირამ მშვიდად ჩაიარა, მაგრამ შემდეგ ისევ დაიწყო. თეას ახალი წლის დღესასწაულის გატარება ერთ ძვირადღირებულ ოტელში მოუნდა. იმ პერიოდში კი ნებისმიერი ოტელი ჩემთვის მიუწვდომელი იყო. აქ უკვე ვეღარ მოვითმინე.იყო სკანდალი, ნივთები ჰაერში დაფრინავდა, მაშინ მივხვდი, რომ მარტო უკეთ ვიქნებოდი. რატომ უნდა გადამერჩინა ურთიერთობა, რომელიც მთელ ენერგიას და რესურსს მაცლიდა? შევთავაზე, რომ დავშორებულიყავით. მეგონა ამასაც სკანდალი მოყვებოდა, მაგრამ არა, თეა ჩაჯდა სავარძელში, შემომხედა და მითხრა: ” კარგი, შენი ნებაა. ჩაალაგე შენი ნივთები და წადი. ამ სახლში აღარ გაჩერდე!”ღმერთო, რა თავხედია! რატომ უნდა წავიდე ჩემი სახლიდან? “მე ამ სახლს ვალაგებდი, ვუვლიდი, ამდენი დრო დავახარჯე. ნამდვილი მამაკაცი ასე უნდა მოიქცეს!” შემდეგ გადავედი უცენზურო გამონათქვამებზე და სახლიდან გავაგდე. ტაქსი კი გამოვუძახე, მაგრამ ეგეც ზედმეტი იყო. მას შემდეგ აღარ დავლაპარაკებივარ. შემდეგ მივხვდი, რომ დრო მეტი გამიჩნდა ჩემი საქმეებისთვის, მასთან ერთად კი ფულიც.
დავამთავრე სპეციალური კურსები და ერთ ფირმაში მოვეწყვე სამუშაოდ. ვცხოვრობ მარტო და მყავს მეგობრი გოგონა. სანამ ჩემთან გადმოვიყვან საცხოვრებლად. დავფიქრდები. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.