მეზობელმა მაჩვენა, თუ რომელი ნივთი იყო მის ბინაში ყველაზე ძველი.

0
530

ახალი წლის წინ შეაგროვეთ ძველი ნივთები, რომლებიც სახლში აურზაურს ქმნის. თითოეულ ადამიანს მოეძებნება კარადაში ძველი და ძვირფასი საგნები, რომელთაც ისინი არასოდეს გადაყრიან. რაც უფრო ფართოა სახლი, მით უფრო კომფორტულია მასში ცხოვრება. ეზოთერიკები გვირჩევენ მოვიშოროთ ის ნივთები და საჩუქრები, რომლებიც ჩვენში უარყოფით ემოციებს აღძრავს. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც წერენ თავიან სახლებში არსებულ ძველ საგნებზე.

ძველი ძვირფასი ნივთები

ოჯახში თითოეულ ნივთს აქვს თავისი ისტორია. კარადის დალაგებისას, ვცდილობ ყოველთვის ვიყო ობიექტური და გადავყარო ტანსაცმელი, რომელსაც აღავ ვიცვამ. ზოგიერთი ნივთი აღძრავს ჩვენში ნაზ გრძნობებს, ისინი მახსენებს გარდაცვლილ ნათესავებს და ახლობლებს.ჩემი კარადის ბოლო თაროს იკავებს საკერავი მანქანა, რომელიც ერთ დროს დედაჩემს ეკუთვნოდა. მას იგი ბაბუამ აჩუქა. ძველი Zinger-ის მოდელს არასოდეს გადავაგდებ. როცა დედა გარდაიცვაა, საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ და მისი ნივთები გავაჩუქეთ, თუმცა საკერავ მანქანას ვერ შეველიეთ.მასზე დედა კერავდა ტანსაცმელს, ცხვირსახოცებს და თეთრეულს. ეს პროცესი მშობელს სიმშვიდეს ანიჭებდა. მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც უსარგებლო ნივთებს სახლში აგროვებენ, თუმცა ახალი წლის დამდეგს დალაგების პროცესში გავიფიქრე: “კიდევ რამდენი ადამიანი ინახავს ნეტავ სახლში ძველ ნივთებს და რას ნიშნავს მათთვის ისინი?”

თბილი მოგონებები – “როცა დედა მამას გაჰყვა ცოლად, მეტალის ზარდახშაში ეწყო თავისი მზითევი. ეს 63 წლის წინ მოხდა. ზემოთ ხსენებულ ზარდახშას ამ მოვლენამდე დიდი ხნით ადრეც იყენებდნენ”- გვიყვება როზა.ძველი ნივთები გვახსენებს ხოლმე, თუ ვინ ვართ სინამდვილეში. ეს საგნები ატარებს თაობათა ისტორიას. ნივთები ყოველთვის როდია ძვირადღირებული ან წარმოადგენს ოჯახის რელიქვიას, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ჭრიალა ტუმბო ან მაკრატელიც კი.”უძველესი ნივთი ჩემს სახლში- ესაა დიდი ბებიის საქორწინო კაბის ხრუსტალი ფოლაქები. ის 1902 წელს დაიბადა, ეს ფოლაქები საუკუნეზე მეტის ხნისაა”- ამბობს ელენე.”კონსერვის ქილა, რომელიც ბაბუამ გერმანიიდან ჩამოიტანა ომის შემდეგ. მასში ბებია ფოლაქებს ინახავდა, ახლი კი ეს ქილა მე მაქვს. ასევე მიჭირს ხალიჩის გადაგდება, რომელმაც 10 სახლში იცხოვრა 4 სხვადასხვა ქვეყანაში და მოესწრო 5 თაობას”- გვაოცებს თავისი მონაყოლით ლელა.როცა ადამიანები საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადადიან, მხოლოდ აუცილებელი ნივთები მიაქვთ თან. მათ ჩემოდნებში აღმოჩდნება ხოლმე ფრიად უცნაური საგნები, რომლებიც სხვებს სრულიად უსარგებლოდ მოეჩვენება. არ იჩქაროთ ნივთების შეფასება ვიზუალური მხრიდან. საინტერესოა, რა საგანია თქვენს ოჯახში ყველაზე ძველი? გაგვიზიარეთ მასთან დაკავშირებული ისტორია კომენტარებში.