ვპასუხობ დედას, რომ ხუთშაბათს გავთხოვდები, რათა წინ აღვუდგე “ბაბულინგს” და პროვოკაციებს.

288

ფსიქოლოგიური ზეწოლა შეიძლება იმალებოდეს ჩვეულებრივ ფრაზებში: “როდის აპირებ გათხოვებ?”, “უკვე 20 წლის ხარ, ბავშვის გაჩენას არ გეგმავ?”, “ოდესმე მეღირსება შვილიშვილები?” – ბევრ ქალს სმენია მათ მიმართ მსგავსი უტაქტო შეკითხვები. გაირკვა, რომ არსებობს განსაზღვრული ტერმინი, რომელიც შეიძლება ვუწოდოთ ასეთ ქცევას. მოცემულ სტატიაში დეტალურად გავშლით ამ საკითხს.

ფსიქოლგიური ზეწოლა

ალბათ, გსმენიათ ტერმინი “ბულინგი”, რომელიც აღნიშნავს ქედმაღლურ და ამპარტავნულ დამოკიდებულებას საზოგადოების ერთი წევრის მხრიდან მეორისადმი. განსაკუთრებით ამ პრობლემას აწყდებიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. ფსიქოლოგიური დამცირების ფორმები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მუდმივად ჩნდება ახალი ტერმინები. მაგალითად, “ბაბულინგის” დროს დედები, ბებიები, ნაცნობები თუ უცნობები თავს აბეზრებენ ქალებს გათხოვებასა და ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებული კითხვებით.ეს უსიამოვნო სოციალური მოვლენა აღელვებს ქალებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხეს ოჯახის შექმნა. შეიძლება საკუთარი არჩევანის მოტივირებას მანდილოსანი მატერიალური პრობლემებით ახდენდეს და ყველაფერს უფლის ნებას მიაწერდეს. არსებობს ბავშვის გაჩენის კიდევ ერთი “შესანიშნავი” მოტივაცია: “სიბერეში ჭიქა წყალს ვინ მოგაწვდის?” აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ქალი ეგოისტური მისწრაფებებით უნდა ხელმძღვანელობდეს და იმ შემთხვევებისთვის აღზარდოს დამხმარე, როცა რთული დრო დადგება.როცა უტაქტო ფრაზებით გიტევენ ნაკლებად ნაცნობი ადამიანები, შეგიძლიათ მათ უბრალოდ ყურადღება არ მიაქციოთ. როცა საქმეში უკვე ნათესავებიც ერთვებიან, მათი იგნორირება გაცილებით რთულია. ბაბულინგის მუხანათობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არ მთავრდება გათხოვების ან შვილის გაჩენის შემდეგ.

როგორ შეიცვალა ყველაფერი – საბჭოთა კავშირის პერიოდში, 25 წელი პირველი შვილის გაჩენისთვის დაგვიანებულ ასაკად მიიჩნეოდა. ეს მთელი რიგი მიზეზებით იყო განპირობებული. პირველ რიგში, აღსანიშნავია, ცხოვრების შედარებით უარესი პირობები. ასევე, მედიცინაც და მეცნიერებაც ნაკლებად იყო განვითარებული. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები ეხმარება ქალებს გააჩნინონ ჯანმრთელი შვილები 40 წლის ასაკშიც კი. მოდით, ერთად ვიმსჯელოთ, რა სჯობს: ბავშვის გვიან დაბადება, თუმცა მისი აღზრდა მოსიყვარულე გარემოში თუ არასასურველი შვილის გაჩენა და შემდეგ მისი დადანაშაულება საკუთარ უბედურებებში? ადრე ქალის მთავარ ცხოვრებისეულ მისიად ოჯახის შექმნა ითვლებოდა. არავის აინტერესებდა, უნდოდა ეს მას თუ არა. კარიერა და პიროვნული ინტერესები ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო.ცხადია, რომ წარმოდგენა საზოგადოებაში ქალების როლზე შეიცვალა უკანასკნელი რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში. დღემდე ბევრ ადამიანს 30 წლის შემდგომ ბავშვის გაჩენა არაბუნებრივად ეჩვენება.

მკითხველების მოსაზრებები – ჩვენი მკითხველი, მარია, გვიზიარებს თავის გამოცდილებას:”25 წლის ვარ, უნივერსიტეტი ახლახანს დავამთავრე. ნათესავებმა მაშინვე შემომიტიეს შეკითხვებით იმაზე, თუ როდის ვაპირებდი გათხოვებას. ბოლოს შეცვალეს ტაქტიკა და ჩემი დაშინება დაიწყეს, თითქოს საკვერცხეები მალე შეწყვეტდა ფუნქციონირებას და თუ უახლოეს მომავალში ბავშვს არ გავაჩენდი, უშვილოდ დავრჩებოდი. არავის აინტერესებს ის ფაქტი, რომ შვილის შენახვას ვერ შევძლებ. არც ის აღელვებთ, მეყვარება თუ არა ჩემი ქმარი.”ამ სიტუაციაში ზრდასრულები, რომლებიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ ახალგაზრდა ქლაზე, არ ფიქრობენ შესაძლო შედეგებზე.ჩვენი კიდევ ერთი მკითხველი გახდა ბაბულინგის მსხვერპლი:

“33 წლის ვარ, მაგრამ ქმარი არ მყავს. საკმაოდ წარმატებული ვარ ჩემს სფეროში, მაღალი ანაზღაურებაც მაქვს. ნათესავებს ჰგონიათ, რომ რაღაც მჭირს, რადგან ოჯახის შექმნისკენ არ ვისწრაფვი. დედა ცდილობს ჩემით მანიპულირებას და აღძრას ჩემში დანაშაულის გრძნობა. თავიდან ვცდილობდი, რომ ნორმალურად ამეხსნა მისთვის საკუთარი პოზიცია. პასუხად კი ყოველთვის ერთი და იგივე მესმის, რომ წლებთან ერთად ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის ალბათობა მცირდება”.

როგორი რეაქცია უნდა გქვონდეს ბაბულინგზე? – თუ ამჩნევთ თქვენს მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მთავარია- არ აჰყვეთ პროვოკაციებს და ერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს.აჩვენეთ სხვებს, რომ გაქვთ პირადი საზღვრები, რომელთა დაცვისთვის მზად ხართ. უთარით მეგობრებსა და ახლობლებს, რომ მარტო თავს კომფორტულად გრძნობთ. გააფრთხილეთ ნათესავები, რომ ოჯახის შექმნის საკითხს მათი რჩევების გარეშეც გაართმევთ თავს.თქვენ გქონიათ შეხება ბაბულინგთან? როგორი რეაგირება გაქვთ ხოლმე თქვენ მიმართ ნათქვამ მსგავს ფრაზებზე? დაწერეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს