მეგონა, რომ ტყავის ფეხსაცმელების გადარჩენა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ ქმარმა ისე შეაკეთა ნაკაწრები, რომ ახლის ყიდვა აღარ დამჭირდა.

0
406

ხდება ხოლმე, რომ ნაკაწრები და გაცვეთილი ადგილები მოულოდნელად უჩნდება ფეხსაცმელს. ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი იაფი არ ღირს და პატარა დაზიანების გამო მისი გადაგდება არ გვსურს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში კარგი ამბავი გვაქვს – ტყავის ფეხსაცმელი ექვემდებარება შეკეთებას და გასწავლით თუ როგორ აღადგინოთ ნატურალური ტყავი.

როგორ აღვადგინოთ ფეხსაცმელი

არ იჩქაროთ საყვარელი ფეხსაცმლის გადაგდება, თუ მასზე ნაკაწრებს აღმოაჩენთ. თუ ფეხსაცმელი შეკერილია ხარისხიანი მასალისგან, შესაძლებელია მისი გაახლება მარტივად.

მცირე დაზიანების შეკეთება – თუ ფეხსაცმელი აღარ ბზინავს და ტყავმა ფერი დაკარგა, მისთვის თავდაპირველი იერსახის დასაბრუნებლად ეს იაფიანი საშუალება გამოიყენეთ: გლიცერინი, ვაზელინი, საბავშვო კრემი, აბუსალათინის ზეთი. ეს საშუალებები დაუბრუნებს თქვენს ძველ ფეხსაცმელებს მბზინვარებას და სიგლუვეს. აიღეთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი და წაუსვით ტყავის ზედაპირს, დატოვეთ სრულ შეწოვამდე.მატირებული ტყავის ფეხსაცმლის იერსახის აღდგენა შეიძლება სკიპიდარის და რძის ნარევით. მიღებული სითხე წაუსვით ტყავის ზედაპირს, შემდეგ კი დაამუშავეთ დამატენიანებელი კრემით.აღმდგენი საშუალება ყავისფერი ფეხსაცმლისთვის არის ჩვეულებრივი ნალექიანი ყავა. დაასხით მას ცოტა წყალი, ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა, შეაზილეთ ტყავს და დადეთ გასაშრობად. შემდეგ ყავა რბილი ჯაგრისით მოაშორეთ.

როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ცვილის დახმარებით – თუ თქვენს ფეხსაცმელზე ღრმა ნაკაწრები გაჩნდება, ამას ცვილის დახმარებით გამოასწორებთ. მაღაზიებში იყიდება სპეციალური ცვილი ფეხსაცმელებისთვის, თუმცა შეიძლება თაფლის სანთლის გამოყენებაც.შეათბეთ ცალკე ჭურჭელში ცვილი, წაუსვით ფეხსაცმელს თხელ ფენად და დატოვეთ გასაშრობად, შემდეგ რბილი ტილოთი გააპრიალეთ, ბოლოს გადაუსვით შესაბამისი ფერის ფეხსაცმლის კრემი.

როგორ დავფაროთ ნაკაწრები “თხევადი ტყავის” დახმარებით – “თხევადი ტყავი” – ეს არის საღებავი, რომელიც გამოიყენება ტყავის ნივთების აღსადგენად სახლის პირობებში. მისი ყიდვა შეგიძლიათ ტყავის ნაკეთობების მაღაზიებში ან შეუკვეთოთ ინტერნეტით. ამ საშუალების დახმარებით მარტივად დაფარავთ ნაკაწრებს ტყავის ფეხსაცმელზე.მთავარია, სწორად შეარჩიოთ მაქსიმალურად მიახლოებული ფერი. შემდეგ ყველაფერი მარტივია. წაუსვით თხევადი ტყავი დაზიანებულ ზედაპირზე და თანაბრად გადაანაწილეთ. დატოვეთ ასე 10 წუთი, შემდეგ გააპრიალეთ და დაამუშავეთ ბალზამით ან ფეხსაცმლის კრემით.

როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ლაკის ფეხსაცმელზე – ნაკაწრები პრიალა ფეხსაცმელზე უფრო რთული საქმეა, მაგრამ შესაძლებელია. დაგჭირდებათ ფრჩხილების ფრჩხილების უფერო ლაქი. თუ მასალა შავია, მაშინ შავი ლაქი შეარჩიეთ.ფრთხილად წაუსვით ლაქი დაზიანებულ ადგილას, გაასწორეთ აქერცლილი ნაწილი, დააჭირეთ ზემოდან სუფთა ნაჭერი, დააყოვნეთ ცოტა ხანი. დაზიანებები შეუმჩნეველი გახდება. ამ ხერხს უკუჩვენება ის აქვს, რომ პერიოდულად მოგიწევთ ლაქის დამცავი ფენის გაახლება.

ფეხსაცმლის აღდგენა სუპერ წებოს დახმარებით – თუ თქვენს ტყავის ფეხსაცმელზე გაჩნდება ღრმა ნახეთქი, სცადეთ სუპერ წებოს გამოყენება. ჩაასხით ნახეთქში წებო და გააშრეთ. შემდეგ გადაუსვით შესაბამისი ფერის საღებავი, დაამუშავეთ პოლიროლით.ეხლა უკვე იცით როგორ აღადგინოთ ტყავის ფეხსაცმელი სახლის პირობებში. აქ არაფერია რთული, მითუმეტეს, თუ უმნიშვნელო დეფექტები აქვს. ხოლო თუ დაზიანება სერიოზულია, ჯობია ხელოსანს მიმართოთ.თქვენ გაგიკეთებიათ დამოუკიდებლად ფეხსაცმელი? გაგვიზიარეთ კომენტარებში რომელი ხერხი მუშაობს უკეთ.