“გუშინ სამსახურიდან დაღლილი დავბრუნდი, ვოცნებობდი მხოლოდ იმაზე, რომ რაღაც მეჭამა და დასაძინებლად დავწოლილიყავი. ჩვეულებრივ საჭმელს ქალიშვილი მიმზადებდა, თუმცა ამჯერად ბინაში სიჩუმე იდგა. შემდეგ კი სააბაზანოდან ბავშვის ტირილის ხმა შემომესმა”, – ყვება სესილი. დედა-შვილი ერთად ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ქალს ქმარმა უღალატა, 15 წლის ქალიშვილი ძლიერ შეიცვალა. მან იისფრად შეიღება თმა და საკუთარ თავში ჩაკეტილი გახდა.
განაწყენებული ბავშვი
“მივუახლოვდი მაკოს, რომელიც ცივ იატაკზე იჯდა და ტიროდა. გაირკვა, რომ სკოლიდან უკან მომავალ გზაზე გოგონა მამას შეხვდა, რომელიც მეორე ქალიშვილთან ხელჩაკიდებული მოდიოდა. “ის არც კი მომესალმა, თავი მომაჩვენა, თითქოს არ მიცნობდა”, – ვერ იკავებდა ცრემლებს მაკო.ჩემი ყოფილი ქმარი არ გამოირჩევა ტაქტიანობით. როცა ერთი წლის წინ მან ბარგი შეკრა, ღირსეულად დაგვიტოვა მე და მაკო ბინა, თუმცა ეს აბსურდია, რადგან ის მემკვიდრეობით ბებიისგან მერგო. ირაკლი დამპირდა, რომ ქალიშვილს მოინახურლებდა ხოლმე და ალიმენტებსაც გადაიხდიდა, თუმცა ეს ტყუილი აღმოჩნდა. მან ახალ ოჯახს მიუძღვნა თავი. ჩემთვის მაინც გაურკვეველია, თუ რატომ არ მიესალმა იგი მაკოს. გადავწყვიტე მითვის პირადად დამერეკა და ყველაფერი გამერკვია.ირაკლის ვკითხე, თუ რატომ არ მიაქცია ყურადღება თავის ქალიშვილს. მან კი მიპახუსხა: “იცი მაინც, მაკო როგორ გამოიყურება? თმა თოჯინასავით, ცხვირზე პირსინგი და 3 ზომით დიდი ტანსაცმელი. ის უპატრონო ბავშვს ჰგავს. მრცხვენია, რომ ასეთი ქალიშვილი მყავს”, – ამ სიტყვებმა გამაოგნა. როგორ შეიძლა შვილზე ასე საუბარი, ის ხომ უბრალოდ მოზარდია.
ირაკლის ვუთხარი, რომ მისმა საქციელმა მაკოს გული ატკინა. მისთვის სულერთი იყო. ჩემი ყოფილი არ ჩერდებოდა: “თუ მაკომ არ იცის, როგორ გამოიყურებიან კარგი გოგონები, შეუძლია მაგალითი ჩემი ქალიშვილიდან აიღოს”.იმ მომენტში მივხვდი, რომ ირაკლისთან განქორწინება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. ასეთ უგრძნობ და სულელ ადამიანთან 14 წელი როგორ ვიცხოვრე ერთ ჭერქვეშ?! სახლში არაფერი გვქონდა საჭმელი, ამიტომ მაკოს კაფეში წასვლა შევთავაზე მისმა რეაქციამ გამაოცა: “დედიკო, შენ არ გრცხვენია ჩემთან ერთად ხალხში გასვლის?” საკუთარ ქალიშვილს ყოველთვის დავუჭერ მხარს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერად აქვს მას შეღებილი თმა ან რამდენ საყურეს ატარებს. მაკო საყვარელი და მზრუნველი გოგონაა, რომელიც ცდილობს მუდამ დამეხმაროს და თან კარგადაც ისწავლოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მან იცოდეს, თუ რა ძლიერ მიყვარს იგი”.
რედაქციისგან: გარდატეხის ასაკი ძალიან რთული პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში. მოზარდებს ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ და მშობლების განქორწინებას მძიმედ გადაიტანენ ხოლმე. ისინი ხშირად იცვლიან სტილს, თმის ფერს, ქცევებს. მშობელი დროულად უნდა მიხვდეს, როცა შვილი დამოუკიდებლად ვეღარ უმკლავდება სულიერ დრამას.