ჭკვიანი ადამიანის გარჩევა სულელისაგან, რომელსაც ერთი შეცდომა გასცემს

1007

ჭკვიანი და სულელი ადამიანი: რა განსხვავებაა მათ შორის? შეიძლება მოისმინოთ ამ საკითხზე უამრავი აზრი სხვადასხვა სპეციალისტებისგან, მაგრამ რომელია მართალი? რა შეცდომას უშვებს ძირითადად სულელი ადამიანი?

დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ერთი დამწყები ფსიქოლოგის მოსაზრებას, რომელიც დარწმუნებულია, რომ ზუსტად იცის როგორ გაარჩიოს ჭკვიანი ადამიანი სულელისგან. თან საქმე ერთ შეცდომაშია, რომელიც წამში გაურთულებს ადამიანს ცხოვრებას და ჭკვიანი ადამიანი ხომ არ ჩაიდენს ამას?

სულელი და ჭკვიანი ადამიანი

“მყავს ორი ნაცნობი, რომლებიც მუშაობენ საკმაოდ დიდ კომპანიაში ეკონომისტებად. პეტრეს და ალექსანდრეს მსგავსი თანამდებობა და პოზიცია ქონდა, აგრეთვე კარიერული ზრდის პერსპექტივა. საერთო ჯამში, ბედს არ უჩიოდნენ” – გვწერს ჩვენი რესპოდენტი.

“მათმა ხელმძღვანელმა დაიწყო ახალი პროექტი და სამუშაომ მოიმატა. თავად უფროსიც მუშაობდა მათთა ერთად, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დატვირთვამ მოიმატა, ხელფასი იგივე დარჩა. რა თქმა უნდა, ეს არავის მოეწონებოდა.ხელმძღვანელი ვერ ასწრებდა დამოუკიდებლად ბევრი პირადი საკითხის გადაწყვეტასაც, ამიტომ ნაწილს პეტრეს და ალექსანდრეს ავალებდა. ხან სადილის ყიდვას სთხოვდა, ხან ბავშვის სკოლიდან გამოყვანას და კიდევ ათას წვრილმანს. ყოველთვის კორექტული იყო და იმიზეზებდა მნიშვნელოვან საქმეს, რომლის გამოც სხვა რამეს ვეღარ ასწრებდა.ერთხელ მას ქორწინების წლისთავი ჰქონდა და ეს დღე უნდა აღენიშნა. სწორედ მაშინ უნდა შეხვედროდა მნიშვნელოვან კლიენტებს, რომელზეც კომპანიის მომავალი იყო დამოკიდებული. ხელმძღვანელმა პეტრეს დაუძახა და სთხოვა რომანტიული ვახშმის ორგანიზება და ლამაზი თაიგულის ყიდვა.”

როგორი რეაქცია ჰქონდა პეტრეს – “აქ კი აევსო პეტრეს მოთმინების ფიალა. მან პირში მიახალა უფროსს რასაც ფიქრობდა მასზე, რომ ის არ აფასებდა სათანადოდ მის შრომას და ბოლოსდაბოლოს, ეკონომსტია და არა მოახლე.იჩხუბეს და პეტრე იმ დღესვე გაანთავისუფლეს. წასვლამდე კიდევ მოასწრო სხვებთან წაკინკლავება და საბოლოოდ გაიფუჭა ავტორიტეტი.უფროსმა სადრო გამოიძახა და დახმარება სთხოვა რომანტიული საღამოს მოწყობაში. სანდროს დიდად არ გახარებია, მაგრამ დავალება საუკეთესოდ შეასრულა და მისი უფროსი ცოლთან ერთად ძალიან კმაყოფილი დარჩა.მალე ამ ახალმა პროექტმა, რომელზეც ასე მონდომებით მუშაობდნენ ყველანი, კომპანიას დიდი შემოსავალი მოუტანა. სანდრო დააწინაურეს და ახალ განყოფილებაში გადაიყვანეს. თავიდან გაუჭირდა, მერე თანდათან ააწყო საქმე და ბევრად ნაკლებ დატვირთვაში საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებდა. ხელმძღვანელთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ოჯახებითაც დამეგობრდენ.და პეტრე? ის ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდებოდა. ერთხელ კი ჰქონდა შანსი კარგ კომპანიაში დაეწყო მუშაობა, მაგრამ დირექტორმა მისი წინა სამსახურებში დარეკა და კარგი რეკომენდაცია არავინ მისცა.აი, ასე შეუძლია ადამიანს საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად იმ ურთიერთობების გაფუჭება, რომელზეც მისი მომავალია დამოკიდებული. პეტრე დღემდე დაბალ პოზიციაზე მუშაობს.მოლაპარაკების უნარის არქონა და კონფლიქტების თავიდან აცილების უუნარობა დიდი შეცდომაა, რომელსაც ხშირად უშვებენ სულელი ადამიანები. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ პეტრე მართალი იყო და მის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე პრეტენზია გამოთქვა. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს