10 მიზესი რომ ფინიკი ყოველდღიურად მივირთვათ

901
(ფოტო: etaloni.ge)

დღეში სულ რაღაც 3 ფინიკის მიღებით, თქვენ ორგანიზმს პრაქტიკულად ყველა საჭირო მიკროელემენტებით უზრუნველყოფთ. მრავალი ექიმი გვირჩევს, რომ მავნებელი კანფეტები ჩავანაცვლოთ ფინიკით. გემრიელიც არის და სასარგებლოც…

რითია სასარგებლო ფინიკი

1. სუფთა ძარღვები. ფინიკი შეიცავს კალიუმის დიდ რაოდენობას. ის არა მარტო ხელს უწყობს გულის ნორმალურ მუშაობას, არამედ ასუფთავებს დახშულ ძარღვებს. ეს, თავის მხრივ, დაგვეხმარება გულის შეტევებისა და სხვა დაავადებების პრევენციაში

(ფოტო: fpaparazzi.com)

2. ჯანმრთელი ღვიძლი. ფინიკი გვეხმარება შხამებისგან ღვიძლის განწმენდის საქმეში, აგრეთვე ამცირებს ცეროზის გაჩენის რისკს. ის აგრეთვე ამსუბუქებს ღვიძლის ფიბროზის სიმპტომებს – ამ დაავადების დროს ადგილი აქვს ღვიძლის ქსოვილის უხეში წარმონაქმნებით თანდათანობით შეცვლას.

(ფოტო: fpaparazzi.com)

3. კარგი მხედველობა. აღმოჩნდა, რომ ფინიკს სტაფილოზე უკეთ შეუძლია მხედველობის გაუმჯობესება. და ეს იმიტომ, რომ იგი დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს

(ფოტო: fpaparazzi.com)

4. სიმხნევის მოძალება. თუ გსურთ თავი მხნედ და ძალ-ღონით სავსე იგრძნოთ, მაშინ პირი გაუსინჯე ფინიკს. 3 ცალი ფინიკი და მთელი დღე ენერგიით ხართ სავსე

ფინიკი სიმხნევისთვის
(ფოტო: fpaparazzi.com)

5. საჭმლის გადამუშავება. ფინიკი – ეს არის იდეალური საკვები მომნელებელი სისტემისათვის, განსაკუთრებით კუჭის აშლილობის დროს. კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და, თუნდაც, კუჭის კიბოს პროფილაქტიკისათვის აუცილებელია ამ პროდუქტით კვება.

ფინიკი საჭმლის გადამუშავებისთვის
(ფოტო: fpaparazzi.com)

6. აფროდიზიაკი. მრავალი საუკუნეა, რაც არაბი ქალები ფინიკს იყენებენ როგორც აფროდიზიაქს. ისინი დაფხვნილ ნაყოფს უმატებენ მამაკაცებისათვის მომზადებულ ყავას. ეს პროდუქტი შეიცავს სხვადასხვა ამინომჟავებს, რომლებიც ამაღლებენ ლიბიდოს და აძლიერებენ სექსუალურ გამძლეობას.

ფინიკი როგორც აფროდიზიაკი
(ფოტო: fpaparazzi.com)

7. სილამაზისთვის. ფინიკით კვება აუცილებელია, თუ გაწუხებთ მყიფე თმები, მკრთალი და მშრალი კანი, ადრეული ნაოჭები, ბზარები ტუჩებზე. ზოგჯერ ფინიკს ნიღბების შემადგენლობაშიც იყენებენ.

ფინიკი სილამაზისთვის
(ფოტო: fpaparazzi.com)

8. მეტაბოლიზმისათვის. ფინიკი შეიცავს სელენს, რომელიც მონაწილეობს აუცილებელი ნივთიერებების სინთეზში, ხელს უწყობს რა ნივთიერებათა ცვლას

ფინიკი მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად
(ფოტო: fpaparazzi.com)

9. წნევის დასაწევად. ფინიკი ორგანიზმს ეხმარება მაღალ არტერიულ წნევასთან ბრძოლაში იმიტომ, რომ იგი ჭარბად შეიცავს მაგნიუმს, რომელიც ხელს უწყობს არტერიების გაფართოებას

ფინიკი წნევის დასაწევად
(ფოტო: fpaparazzi.com)

უკეთესია შევარჩიოთ კურკიანი, მუქი და ნაოჭებიანი ფინიკი. ნაყოფი უნდა იყოს მთელი, ზომიერად რბილი, ხოლო მისი ზედაპირი – მქრქალი.

ისიამოვნეთ სასარგებლო ხილით, რომელიც მყარ ჯანმრთელობას გაჩუქებთ. არ დაგავიწყდეთ მეგობრებისათვის ამ ინფორმაციის გაზიარება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს