ვაჟბატონმა მოულოდნელად ჩაალაგა ნივთები და სხვასთან გადაბარგდა. მანამდე 6 წელი ველოდი მის ცოლობას, სხვა კი გაცნობიდან ორ თვეში მოიყვანა.

0
851

სამწუხაროდ, სიყვარული უმეტესად არ არის მუდმივი. მაკამ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. მისი სიყვარული არსად გამქრალა, მაგრამ მისი შეყვარებულის გრძნობები კი… 6 წლის თანაცხოვრების შემდეგ მაკა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასე მარტივად მიატოვებდნენ ახალგაცნობილი გოგონას გამო. ეხლა კი, როცა ცარიელ ოთახს უყურებს, ბრაზი ახრჩობს.

შეყვარებული ადამიანი

ცხოვრება ურთიერთობის დასრულების შემდეგ – 32 წელი… ვის რაღაში ჭირდება ასეთი ბებერი? მაკა სარკეში იყურებოდა და უიმედო დასკვნებს აკეთებდა. ბოლო პერიოდში მთელი 20 წლის დოზა იტირა, 50 საათი არ ეძინა და საერთოდ არ გაუღიმია. ლადო 3 თვის წინ წავიდა და მალევე მოიყვანა ცოლად “ის”.საერთოდ, რა იყო ეს 6 წელი? რა საჭირო იყო საერთოდ, თუ ყველაფერი ასე დასრულდებოდა? რით ჯობია ის მას?ფაქტია, რომ ის და ლადო დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ, როგორც ერთი ოჯახი და ძალიან ესიამოვნებოდა შეყვარებულს ხელი რომ ეთხოვა მისთვის. ელოდებოდა კიდეც, მაგრამ არ იმჩნევდა: არაუშავს, რა მნიშვნელობა აქვ ოფიციოზს, მთავარია ერთად ვართ.

გულახდილი საუბარი – ერთხელ ლადო სამსახურიდან არ დაბრუნდა სახლში. მაკამ დაურეკა, მისწერა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. მოგვიანებით მოვიდა მესიჯი, რომ არ დალოდებოდა და დაეძინა. მაკამ ვერ დაიძინა, იჯდა ტელევიზორთან და მუდმივად დაჰყურებდა ტელეფონის ეკრანს.ლადო ღამის 2 საათზე დაბრუნდა, დაღლილი და მოღუშული ჩანდა.

  • -უნდა დავილაპარაკოთ – უთხრა მან მაკას.
  • -მეც ასე ვფიქრობ – უპასუხა მაკამ, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რაზე უნდა ესაუბრათ.
  • -მეტი აღარ შემიძლია. მაპატიე, მაგრამ უნდა დავშორდეთ. სხვა შემიყვარდა და მასთან მინდა ყოფნა.

მაკას ერთად მოაწვა შიში, ბრაზი, გულისტკენა, მაგრამ თავი შეიკავა. არ სურდა თავისი ნამდვილი ემოციების ჩვენება. მოსალოდნელი ისტერიკის მაგივრად სთხოვა მამაკაცს ყველაფერი თავიდან მოეყოლა.ის გოგონა ლადის ორი კვირის წინ გაუცვნია. ჯერ მხოლოდ პლატონური ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ის მისთვის განუმეორებელი და საოცარი ქალია. თითქოს, ელვამ დაუარა, ისეთი განცდა აქვს და მასთან უნდა ცხოვრება. ღირსეული ქალია და ლადოს გამოუცხადა, რომ სანამ სხვა ქალი ყავს, არანაირ ურთიერთობას არ აპირებდა მასთან.

  • -და აი, მე აქ ვარ. გთხოვ, მშვიდობიანად დავშორდეთ და არ გვინდა მტრობა. ერთად ბევრი კარგი რამ ვნახეთ.მაკას თავად უკვირდა საკუთარი თავშეკავების უნარი. ან იქნებ, ეს შოკი იყო? ის ცოტა ხანი ჩუმად იჯდა, შემდეგ კი თქვა:
  • -თუ შენ საკუთარ არჩევანში დარწმუნებული ხარ, მე არ გაკავებ. შეგიძლია, ახლავე ჩაალაგო ნივთები. ან სასტუმრო ოთახში დაიძინე და დილით ჩაბარგდი.

“იმედი მაქვს, ის ზუსტად ასე მოგექცევა, როგორც შენ მე” – გაიფიქრა მაკამ. ერთი სული ჰქონდა, ეტირა, მაგრამ თავის დამცირება არ უნდოდა. საბედნიეროდ “ის” იმ რამესვე წავიდა და თავის შეკავება აღარ იყო საჭირო.

დაშორების შემდეგ – 2 თვეში ლადომ ის ქალი ცოლად მოიყვანა. თაფლობის თვე ბედნიერმა წყვილმა თურქეთში გაატარა. დაქალები ცდილობდნენ მაკას მდგომარეობიდან გამოყვანას. ისინი არწმუნებდნენ, რომ ლადო არ იყო მისი ღირსი და ბევრად უკეთესს იმსახურებდა. იპოვის კი მასზე უკეთესს? მაკას არ სჯეროდა ამის და თავს მოტყუებულად და მიგდებულად გრძნობდა. თუმცა, ნებისმიერი ურთიერთობა, ეს გამოცდილებაა და ჭკუის სასწავლებელი.ბევრი წყვილი დაქორწინების შემდეგაც შორდება, თუმცა ოფიციალურ განქორწინებას კანონი გარკვეულ პასუხისმგებლობებს აკისრებს. საერთო ჯამში, სამყარო უსამართლოა. სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა. ვერავინ გეტყვის ზუსტად. თუ რა იქნება ხვალ. ახალი შეხვედრა, სიყვარული თუ განშორება.

დასკვნა: თქვენ გსმენიათ მსგავსი ამბავი? როგორ ფიქრობთ, მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ რატომ ხდება, რომ მამაკაცს უცებ სხვა მოყავს ცოლად? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.