დეტალური პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის ჩინელი ექსპერტის კევინ ფუნგისგან, ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის.

0
1428

უკვე ვკითხულობ ასტროლოგების პროგნოზს 2022 წლისთვის, რათა დაგეგმილი საქმეები ახალ წელს განვახორციელო უფრო მარტივად და სწრაფად. განსაკუთრებით მომწონს ჩინელი ექსპერტის კევინ ფუნგის რჩევები, რადგან მისი წინა წლის წინასწარმეტყველებები 100%-ით ამიხდა.2022 წელს მფარველობს წყლის შავი ვეფხვი. ის ცვალებადი, არასტაბილური, მაგრამ გულუხვი და სამართლიანია. დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ აღმოსავლურ ჰოროსკოპს კევინ ფუნგისგან. თუ გააზრებულად გადადგამთ თითოეულ ნაბიჯს, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

  • ვირთხა – ვირთხი წელში დაბადებულებისთვის ვირთხის წელი მთლად წარმატებული არ იქნება. ვეფხვს არ უყვარს ეს ცხოველი და ეცდება მისთვის ფეხის დადებას.ნუ მიბაძავთ მათ, ვინც რისკავს რაღაცის სანაცვლოდ. გაითვალისწინეთ, რომ რისკი გამართლებული უნდა იყოს რაღაცით და ნუ ივლით დანის პირზე. მეტი ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან საქმეებს და არ გადადოთ ის. ნუ იღელვებთ, თანდათან ყველაფერი დალაგდება და უკეთესობისკენ წავა.
  • ხარი – ხარებისთვის მშვიდი წელი იქნება. ნუ იჩქარებთ მიზნისკენ რქებით გაქცევას, სწორად დაგეგმეთ თითოეული მოქმედება, წარმატებას გეგმაზომიერება უყვარს.სასიამოვნო სიახლე გვაქვს მარტოხელებისთვის. მათთვის, ვინც ახალ სიყვარულს ეძებს. ვეფხვის წელში სასიამოვნო სიახლეები ელოდებათ. ოღონდ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომ შემდგომში საანებელი არ გაგიხდეთ.
  • ვეფხვი – ვეფხვის წელი ვეფხვისთვის ძალიან წარმატებული იქნება. წყლის ვეფხვი დაგეხმარებათ ფინანსურ წარმატებებში, კარიერულ წინსვლაში, სასიყვარულო საქმეებში.ნებისმიერი წამოწყება წარმატებული იქნება, ამიტომ თამამად წამოიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები და აკეთეთ ის, რაც მთელი გულით გსურთ. წლის ბოლოდ დიდი ხნის ნანატრი სურვილი აგისრულდებათ.
  • კურდღელი – “მზად იყავით კარდინალური ცვლილებებისთვის. ყველაფერი დალაგდება საბოლოოდ.” – აფრთხილებს კევინ ფუნგი კურდღლის წელში დაბადებულებს. მთავარია, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ახლობლებთან და არ შეიზღუდოთ თავი. ასევე, ფრთხილად იყავით ფულთან, შეეცადეთ არ აიღოთ სესხი.2022 წელი გამოცდა იქნება კურდღლებისთვის, მაგრამ მათ მიეცემათ დიდი ძალა და ნებისყოფა, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაეხმარებათ.
  • დრაკონი – 2022 წელი დრაკონისთვის ნამდვილი მიღწევაა. მას უსაზღვრო ენერგია მიენიჭება. იქნება ბევრი გამარჯვება, კონტაქტები, გაზრდილი აქტივობა, მოგზაურობა.მათ ელოდებათ წარმატება სამსახურში. ამიტომ დაჭირდებათ ენერგიის მოკრება და ზუსტი გეგმა, რომ არ გადაიტვირთონ.
  • გველი – გველის წელში დაბადებულები ვეფხვს კუდით დაიჭერენ. იქნება ბევრი კარგის მომტანი ცვლილება, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება.მნიშვნელოვანია, ყველა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. მეტი ურთიერთობა იქონიეთ პოზიტიურ ადამიანებთან, კატეგორიულად გაემიჯნეთ ტოქსიკურ ურთიერთობებს. ელოდეთ ფეხმძიმობას.
  • ცხენი – 2022 წელს ცხენი დაიწყებს თავისი ოცნებების განხორციელებას და თვითრეალიზაციას. ისე, როგორც არასდროს, მოუნდებათ საკუთარ თავზე მუშაობა. წლის პირველი ნახევარი საუკეთესო დროა სამსახურის და საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. გვერდზე დატოვეთ ყველა შიში და ეჭვი, თამამად წადით წინ და ყველაფერი კარგად იქნება.
  • თხა – თხის წელში დაბადებულებს წლის პირველ ნახევარში ცვლილებები ექნებათ პირად ურთიერთობებში. მთელი ენერგია მიმართეთ ოჯახის გასამყარებლად და კეთილგანწყობილი გარემოს შესაქმნელად ოჯახში.კევინ ფუნგი ურჩევს სრულყონ თავიანთი პროფესიული თვისებები და აითვისონ ახალი უნარები, რომელიც სამსახურში გამოადგებათ. ფინანსურ საკითხებში ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.
  • მაიმუნი – 2022 წელი მაიმუნებს ბევრ სიხარულს და სასიამოვნო მომენტებს პირდება. მოუვათ ახალი იდეები, რაც დაეხმარება შემოსავლის გაზრდაში.ექნებათ სურვილი დაეხმარონ სხვებს, მაგრამ უმჯობესია, ეს გააკეთონ მხოლოდ მაშინ, როცა სთხოვენ. ჯამრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად იქნება.
  • მამალი – ვეფხვის წელი მამლებისთვის მკაცრი იქნება. სირთულეები კი არ გატეხავს მას, პირიქით, გააძლიერებს. მას ბევრი სანერვიულო შეხვდება.ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და მატერიალურ მდგომარეობას. თავი შეიკავეთ სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და უხეშობისგან.
  • ძაღლი – ვეფხვი მფარველობას გაუწევს მათ ვისაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და არის გაბედული, ამბიციური, საკუთარ თავში დაჯერებული. ძაღლის წელში დაბადებულებს მეტი პუნქტუალობა მართებთ და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება.იმისათვის, რომ ჯანმრთელობამ არ გიღალატოთ, იკვებეთ ჯანსაღად, დაკავდით სპორტით, ან საყვარელი საქმიანობით.
  • ღორი – ვეფხვის წელში შეძლებთ შეიგრძოთ სიხარული და თავისუფლება. ფინანსურ საკითხებში წინსვლა გექნებათ, მაგრამ ისევ დიდი შრომის ფასად. ელოდეთ წარმატების ახალ წყაროს, მანამდე კი გაასუფთავეთ საკუთარი თავი და სივრცე თქვენს გარშემო ყველაფერი ზედმეტისა და ძველისგან.შეისწავლეთ ახალი საქმე, გამოიყენეთ ყველანაიური შესაძლებლობა სრულყოფილების მისაღწევად.

ბედნიერება ვეფხვის წელში დამოკიდებული იქნება სწორი არჩევანის გაკეთების უნარზე. თქვენ რას ელოდებით ახალ 2022 წლისგან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.