ბავშვმა თავად გარეცხა ბუმბულიანი ქურთუკი და ის საშინლად დაიტკეპნა, მაგრამ ბებიამ შეძლო მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება

272

ზოგიერთი ტანსაცმელი რთული მოსავლელია, განსაკუთრებით ქურთუკები და პალტოები, რომელთაც შიგნით შემავსებლები აქვთ – ნატურალურიც და სინთეტიკურიც. ადრე თუ გვიან საჭირო ხდება მისი გარეცხვა და არასწორ მოქმედებას ზარალამდე მივყავართ. ნუ იდარდებთ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით როგორ მოიქცეთ, თუ ქურთუკი გარეცხვის შემდეგ დაიტკეპნება.

ქურთუკი გარეცხვის შემდეგ დაიტკეპნა: როგორ მოვიქცეთ

რადგან უარესი უკვე მოხდა, შემავსებელი ქურთუკის შიგით დაიტკეპნა, ნუ იჩქარებთ მაღაზიაში გაქცევას ახლის საყიდლად. შესაძლებელია, ყველაფერი არც ისე ცუდად არის.

  1. გაშალეთ ქურთუკი სწორ ზედაპირზე და გაასწორეთ ხელით. გაშალეთ ის ადგილები, სადაც გროვებია მოქცეული. შემდეგ მთლიანად ქურთუკი ხელით მოსრისეთ კერ გარეთა მხრიდან, შემდეგ ამოაბრუნეთ და შიგნიდან. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე.
  2. ქურთუკის შემავსებლის გაფუება შესაძლებელია თავად სარეცხ მანქანაში. მშრალი ქურთუკი შედეთ დოლურაში, შეაწყვეთ ტენისის ბურთები და ჩართეთ წურვის რეჟიმი. პროცედურის დასრულების შემდეგ ქურთუკი კარგად გაფერთხეთ და ხელით კიდევ გააფუეთ.
  3. კიდევ ერთი უცნაური ხერხი – მტვერსასრუტის გამოყენებით. თუ ზედა ნაჭერი საკმარისად მყარია, გადაატარეთ მტვერსასრუტის მილი დაბალ სიმძლავრეზე.მტვერსასრუტი სხვანაირადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ: მოათავსეთ ქურთუკი მყარ პარკში და ამოტუმბეთ იქედან ჰაერი, ჩაუშვით მტვერსასრუტის ჯოხი შიგნით და ჩართეთ.
  4. მტვერსასრუტის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ საბერტყი ჯოხი. დაკიდეთ ქურთუკი საკიდზე, შეკარით და ფრთხილად დაბერტყეთ.
  5. თუ ზემოთ მოყვანილი მეთოდები არ იმუშავებს, გადადით უფრო კარდინალურ მოქმედებებზე. იპოვეთ შიგთავსის შეგროვების ადგილი. გახსენით სარჩული, ამოიღეთ და დაშალეთ შემავსებელის გროვა, შემდეგ ჩადეთ თანაბრად და ამოკერეთ.ეს ხერხი მეტ დროს წაგართმევთ, მაგრამ აუცილებლად ექნება შედეგი. თუ დეფორმაცია ძალიან შესამჩნევია, მიუტანეთ მკერავს და იქ უკვე პროფესიონალები იზრუნებენ მის შეკეთებაზე.

როგორ ავიცილოთ თავიდან ქურთუკის შემავსებლის შეთელვა – პირველი შეცდომა რეცხვის წესების არგათვალისწინებაა. ამიტომ ყურადღებით გაეცანით ტანსაცმლის გარეცხვის წესს.

  1. ყურადღებით გაეცანით იარლიყს. მასზე ყოველთვის არის მითითებული ყველა ინფორმაცია.
  2. ჯობია, არ გარისკოთ ხოლმე და გარეცხოთ ქურთუკები ხელით. დააფინეთ ის აბაზანის ძირზე და ჯაგრისით მოაშორეთ დაბინძურება. გაავლეთ და გააშრეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.თუ მწარმოებელი უშვებს მექანიკურ რეცხვას, შეისწავლეთ პირობები: წყლის ტემპერატურა, წურვის შესაძლებლობა და სხვა ნიუანსები. მაგალითად, სინტეპონის გაწურვა სარეცხ მანქანაში არ შეიძლება.
  3. გარეცხვის შემდეგ მაშინვე გაასწორეთ ქურთუკის ზედაპირი და დადეთ გასაშრობად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
  4. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაშრობის დროს პერიოდულად გადააბრუნეთ და ხელით გააფუეთ. არ შეიძლება საკიდზე გაშრობა.
  5. შრობის პროცესის დასაჩქარებლად მოათავსეთ რადიატორებთან და არავითარ შემთხვევაში მასზე. ზედმეტი სითბო ფორმას აკარგვინებს შემავსებელს და ტკეპნის.

თქვენ გქონიათ მსგავსი პრობლემა? მოგვიყევით კომენტარებში როგორ მოაგვარეთ ის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს