მშობლები ყოველთვის ღელავენ თავიანთ შვილებზე მაშინაც კი, როცა ისინი უკვე ზრდასრულები და დამოუკიდებლები არიან. როცა დედ-მამა ხედავს, თუ როგორ ჩადიან ისინი სისულელეს, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ ჩაერიონ შვილების ცხოვრებაში. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი გაგიზიარებთ ერთ-ერთი მკითხველის ისტორიას, რომელიც ვერ ხვდება, თუ რაში ხარჯავენ მისი ვაჟი და რძალი თავიანთ ხელფასებს. მათ წლებია საძინებლის თეთრეულიც კი ვერ უყიდიათ და გამუდმებით სესხულობენ ფულს მშობლებისგან
საძინებლის თეთრეული
“ჩვენმა ერთადერთმა ვაჟმა ცოლად შეირთო ახალგაზრდა ქალი მრავალშვილიანი ოჯახიდან. ის საკმაოდ სასიამოვნო და ღირსეულ ადამიანად მოგვეჩვენა, თან შეგვეცოდა კიდეც. ახალგაზრდებს ბებიის ბინა დავუთმეთ. რძალს სამსახურიც ვუშოვე პრესტიჟულ კომპანიაში. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობდით, რომ მათ საქმეებში არ ჩავრეულიყავით.ჩემს ვაჟს თავიდან კარგი ხელფასი ჰქონდა, ამიტომ ცოლ-ქმრის ფინანსურ მდგომარეობაზე არ ვღელავდით. დროთა განმავლობაში დავიწყეთ ჯავრი, რადგან ამთ ცხოვრებაში არაფერი იცვლებოდა. წლების შემდეგ მათ ავეჯის გამოცვლაც კი ვერ შეძლეს, რემონტზე აღარაა საუბარი. ამასთან, არანაირი დანაზოგი არ გააჩნდათ. სამაგიეროდ, ყოველ კვირას ახალ ტანსაცმელს ყიდულობდნენ. ერთ დროს ხმარ არ ვიღებდი, შემდეგ კი ჩემს ბიჭს ვურჩევდი, რომ ფულის დაგროვება დაეწყოთ, ახალ ბინაში გადასულიყვნენ და შვილებიც გაეჩინათ.
შედეგად, ისინი ყოველდღიურად კაფეებში სადილობდნენ, სამოგზაუროდაც ხშირად დადიოდნენ. რძალსაც ძალიან უყვარდა ფულის ხარჯვა. იგი დიდ დროს ატარებდა სილამაზის სალონებში. ჩემი ბიჭი კი მას ანებივრებს, შემდეგ მირეკავს და ფულს მთხოვს.გუშინ რძალი შემეხმიანა და თეთრეულის კომპლექტი მთხოვა. გაიკრვა, რომ მათთან ნათესავები აპირებდნენ ჩამოსვლას, ახალგაზრდებს კი ზედმეტი პლედიც არ აქვთ სახლში. რძალს თხოვნაზე უარი ვუთხარი და დავამატე, რომ მორიგი ჩექმების ყიდვის ნაცვლად სჯობდა თეთრეული შეეძინა.მას ეწყინა და ყურმილი დაკიდა. შემდეგ ვაჟმა გადმომირეკა და მისაყვედურა, თითქოს მათთვის ჩვრები მენანებოდა. გაოცებული ვარ, ისინი პატარა ბავშვებივით იქცევიან. როგორ ვასწავლო მათ მეოჯახეობა?” – საგონებელშია ჩავარდნილი ქალბატონი.