მოზარდმა დედა საყვედურებით აავსო, მაგრამ მალე გაიგო, თუ რამდენ ფულს ხარჯავდა ის მისთვის…

0
410

ყველა ოჯახში დგება მომენტი, როცა ურთიერთობა მოზარდებსა და მშობლებს შორის იძაბება. მნიშვნელოვანია, ამ დროს სწორი პოზიციის მიღება, გარკვეული საზღვრების დაწესება და ავტორიტეტის სწორად გამოყენება. ამ პრობლემას შეეჯახა პაპარაცის რესპოდენტი ინგა, როდესაც მისი 14 წლის შვილს რთული ასაკი დაუდგა.

მოზარდების ურთიერთობა მშობლებთან

შემთხვევა მაღაზიაში – ინგა არასდროს უჩიოდა ბედს, მიუხედავად იმისა, რო ორჯერ დაენგრა ოჯახი და მარტოხელა დედის მოვალეობას ღირსეულად უმკლავდებოდა. მისი შვილის მამა ყოველთვის ეხმარებოდა, იხდიდა ალიმენტს და ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობას.ერთხელ ინგა და მისი შვილი სავაჭრო ცენტრში წავიდნენ. ერთ მაღაზიაში დიდი ფასდაკლება იყო და თავისთვის უნდოდა რაღაცის ყიდვა, მაგრამ ამ დროს გაისმა ლადოს უკმაყოფილო ხმა:

  • -დედა, ჩვენ აქ ჩემი ტანსაცმლის საყიდლად მოვედით და მამის მოცემული ფულით მხოლოდ მას ვიყიდით. ეს ჩემი ფულია!
  • -შენი ფული?
  • -კი, ის მამამ მოგცა ჩემთვის, ამიტომ ჯერ ჩემთვის უნდა ვიყიდოთ ის, რაც მჭირდება.ინგამ არ იცოდა რა ეთქვა, გაოცებული იყო შვილის საქციელით. უნდოდა ეკითხა, ნუთუ დედისთვის ორი ცალი წინდის ფული ენანებოდა? მაგრამ მოერიდა კონფლიქტში შესვლას და არაფერი უთხრა.ლადომ შეარჩია თავისთვის ტანსაცმელი ისე, რომ სულ არ უკითხავს ფასები. ალბათ, ეგონა, რომ მამის გადმორიცხული ფული ძალიან ბევრი იყო. სანამ ბიჭი გასახდელში ისინჯავდა სხვადასხვა ტანსაცმელს, ინგა ფიქრობდა რა შეიძლებოდა შვილისთვის ეთქვა და მოიფიქრა…

აღზრდის გეგმა – როდესაც სალაროსთან მივიდნენ, თანხა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, ამიტომ შვილს უთხრა, რომ ზოგიერთი ნივთი უნდა დაებრუნებინა. ლადომ უარი განაცხადა და მისი პირადი ბარათიდან სთხოვა თანხის დამატება. დედა დასთანხმდა.როდესაც სახლში დაბრუნდნენ, ინგამ ჩუმად დაურეკა ყოფილ ქმარს და ყველაფერი მოუყვა – მომხდარზეც და თავის გეგმაზეც.-რადგან შენ ისეთი დიდი ხარ, რომ გადაწყვეტილებებს თავად იღებ, იცხოვრებ როგორც დიდი. ნე და მამაშენმა მოვილაპარაკეთ, რომ შენ გადაიხდი ყველაფრის საფასურს – საჭმელ-სასმელის, ყველა საჭიროების, ტანსაცმლის, კომუნალურების. რადგან ჯერ არასრულწლოვანი ხარ და ვერ იმუშავებ, თანხას მამაშენის ალიმენტებიდან აიღებ.ლადომ გაოცებულმა შეხედა დედას და გაბრაზდა, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა.

ანგარიში შვილისთვის – ყოველ დღე ინგა ითვლიდა ხარჯებს და ანახებდა ყველაფერს შვილს. ამას აკეთებდა იმისთვის, რომ ბავშვს გაეცნობიერებინა, სად მიდიოდა ფული. კვირის ბოლოს ლადომ მიხვდა შეცდომას დედას მოუბოდიშა თავისი საქციელის გამო.მან დაასკვნა, რომ დედამისი გმირი ქალი იყო, რომელიც უმკლავდებოდა სახლის საქმეებს, ხარჯებს თავისი მცირე ხელფასით და ასევე მცირე ალიმენტით. ყველა წყენა ერთ წამში გაქრა და დედა-შვილმა მშვიდად განაგრძო ცხოვრება.-დედა, გინდა საჩუქარი გიყიდო? – ჰკითხა ლადომინგამ თავი დაუქნია და ცრემლმორეულმა გაუღიმა.

დასკვნა: როგორია ურთიერთობა მშობლებსა და მოზარდებს შორის, რამდენად სწორად მოიქცა ინგა? კიდევ რა სირთულეები ელოდებათ წინ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.