მე, დედამ და დეიდამ საქორწინო სუფრისთვის ასობით ატმის ნამცხვარი გამოვაცხვეთ, გადმოგცემთ ზუსტ რეცეპტს ყველა მსურველს.

739

ეკლერები, “ნაპოლეონი”, “ჩიტის რძე’, ნამცხვარი “კარტოშკა”… ამ დესერტების გემოები ბავშვობიდანვე გვეცნობა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოდურია შოუ-ტორტები, ზოგჯერ ადამიანს მოუნდება ხოლმე დედის “მედოვიკის” ან ბებოს ვაფლის ტუბულების დაგემოვნება. ატმის ნამცხვარი დღესდღეობით მივიწყებულია, არადა, სულ ტყუილად. მისი უნაზესი ფხვიერი ცომი შესანიშნავად ერწყმის მოხარშული შედედებული რძის, ნაღების კარაქისა და ვანილისგან მომზადებულ გულსართს. არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ამ დესერტს მის მიმართ გულგრილი დაეტოვებინოს.მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი გაგიზიარებთ ატმის ნამცხვრის მომზადების რეცეპტს. ეს ტკბილეული სამეფო სუფრაზე კუთვნილ ადგილს იმსახურებს!

ატმის ნამცხვარი

ცომის ინგრედიენტები:

  • 3 ც. კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 100 გ არაჟანი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 150 გ დარბილებული ნაღების კარაქი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • მწიკვი მარილი

გულსართის ინგრედიენტები:

  • მოხარშული შედედებული რძე
  • მოხალული მიწისთხილი
  • შაქრიანი წყლის სიროფი
  • ნარინჯისფერი და წითელი საღებავი (ან ჭარხლისა და სტაფილოს წვენებისგან მომზადებული სიროფი)

მომზადების წესი:

  1. მოსახეხებელ ჭურჭელში შეურიეთ კვერცხს არაჟანი, შაქარი და დარბილებული ნაღების კარაქი. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ასევე გემოს ბალანსისთვის შეგიძლიათ მოაყაროთ მარილი.
  2. მოზილეთ ცომი, შეკარით იგი გუნდად და შეინახეთ მაცივარში ნახევარი საათით.
  3. ცომისგან გააკეთეთ ბურთულები (თითოეულის წონა დაახლოებით 45 გრამი უნდა იყოს). შემდეგ მოათავსეთ ისინი საყინულეში 15 წუთით და მერე გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.
  4. ჯერ კიდევ ცხელ ფუნთუშებს ამოაჭერით გულები და დააქუცმაცეთ ისინი ბლენდერში, შემდეგ კი შეურით მოხარშული შედედებული რძე. ამის მერე ჩადეთ მიღებული გულსართი თითოეულ ნამცხვარში და დაუმატეთ მიწისთხილი, ბოლოს ფუნთუშები შეაწებეთ ერთმანეთთან.
  5. ნამცხვრებს შეგიძლიათ წაუსვათ შაქრიანი წლის სიროფი და შეღებოთ ისინი წითლად ან ნარინჯისფრად. ბოლოს ტკბიეული ამოავლეთ შაქარში და აცადეთ გაგრილება. სხვათაშორის, ადრე მათ ჭარხლისა და სტაფილოს წვენებისგან მომზადებული სიროფში ავლებდნენ, მე კი საკვები საღებავის რამდენიმე წვეთს ვიყენებ.

რედაქცია: ეს ოქროსფერი ნამცხვრები ბავშვობას გვახსენებს. უმარტივესი რეცეპტია, აუცილებლად ჩაინიშნეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს