პენსიაზე მყოფი მზარეული ქორწილში მიიწვიეს რესტორანში, სადაც მან ნახა, რომ წესიერი საჭმელი არ იყო.

0
1620

საზეიმო სუფრის ორგანიზება რამდენიმე ათეული ადამიანისთვის – რთული საქმეა. ამიტომ ბოლო პერიოდში დიდ სუფრებს რესტორანში, კაფეში, ან სასადილოში აკეთებენ. უნდა მიენდო პროფესიონალებს და ყველაფერი საუკეთესოდ იქნება.თუმცა, ბევრი სინანულით იხსენებს იმ დროს, როცა ყველა ერთად ამზადებდა ბევრ საჭმელს სახლში და ეპატიჟებოდა უამრავ სტუმრებს.

ბანკეტი რესტორანში

“მთელი ცხოვრება მზარეულად ვმუშაობ, უკვე 30 წლის სტაჟი მაქვს. ვმუშაობდი სკოლის, ქარხნის სასადილოებში, ბოლო წლებია ვმუშაობ კერძო რესტორანში და ხანდახან ძველი დრო მენატრება.” – წერს პაპარაცის მკითხველი ქალბატონი ზინა.”ადრე ხალხი კაფეში ან სასადილოში დადიოდა მხოლოდ, ხოლო საზეიმო სუფრებს სახლში ამზადებდნენ. მაშინდელი კერძებიდან გნსაკუთრებულად პოპულარული იყო ოლივიე, სალათა შუბა, კარტოფილი სხვადსხვა ფორმაში და სხვა. ყველა სტუმარი კარგად დანაყრებული დგებოდა სუფრიდან. იყო გულითადი საუბრები სუფრასთან, სიმღერები, მხიარულება. ეხლანდელ სუფრებზე დიდი მოწყენილობაა.”

“სამაგიეროდ ჩვენი დარბაზი ბანკეტების ხარჯზე კარგად მუშაობს, დღესასწაულებზე აქაც მხიარულებაა. რთულია ამდენი ხალხისთვის საჭმლის მომზადება, საღამოს უკვე ფეხზე ვეღარ ვდგავარ დაღლილობისგან, მაგრამ შემიძლია დარჩენილი საკვების სახლში წაღება. თუმცა, საჭმელს ვერ ვუწოდებ, უფრო სასუსნავებია.მაგიდაზე ფურშეტის კერძების და სალათების გარდა არაფერი დევს. ვხედავ ხოლმე, როგორ დასცქერიან სტუმრები თავიანთ ნახევრად ცარიელ თეფშებს და ჩანგლით მწვანილებს არჩევენ. სამაგიეროდ, ლამაზია, მდიდრული, მოდური და თანამედროვე…თქვე ხომ აქ საჭმელად არ მოსულხართ? მოხვედით რაღაცის აღსანიშნავად და ერთმანეთის სანახავად. ეხლა კი უყურეთ როგორ იყურებიან მშიერი თვალებით ბიძიები და დეიდები და თეფშზე ყველის ნამცეცებს აგროვებენ.”

ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი – “ცოტა ხნის წინ ქორწილის სუფრა იყო. პატარძალს ძვირფასი კაბა ეცვა და ყველგან ცოცხალი ყვავილები ეწყო. სამაგიეროდ მაგიდაზე ყველაფერი მოზომილად იდო. სამი საათის შემდეგ მშობლები შემოვიდნენ სამზარეულოში და ხან ყველის დამატება ითხოვეს, ხან თევზის. საიდან უნდა მოგვეტანა? ჩვენ ხომ ყველაფერს შეკვეთის მიხედვით ვყიდულობთ. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია.იშვიათად, მაგრამ მაინც, გვიკვეთავენ ბანკეტს და სურთ ძველებური, ნოყიერი სუფრა მოდური კერძების გარეშე. შედეგად თეფშებზე ცოტა საჭმელი რჩება, მაგრამ სტუმრები დანაყრებულები და კმაყოფილები მიდიან.”აქ მზარეულს ნამდვილად ვერ შევეკამათებით, მართლაც რა ზეიმია ის, სადაც წესიერად ვერ შეჭამ და ნახევრად მშიერი იქნები. რატომ უნდა დაპატიჟო სტუმრები, თუ ისინი სახლში მშიერი და გაბრაზებული უნდა გაუშვა. თქვე როგორ სუფრას ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.