მამაკაცმა ბიჭს ფული მისცა, რომ დედისთვის ყვავილები ეყიდა, მაგრამ მოგვიანებით ნახა, რომ თაიგული თავისი შეყვარებულის საფლავზე იდო.

4514

ყვავილების დიდი თაიგული გახდა გადამწყვეტი ერეკლეს ცხოვრებაში. მას ცხოვრებამ დიდი გამოცდა მოუწყო, რამაც კინაღამ გაანადგურა ნიჭიერი ახალგაზრდა. რამდენი გეგმა და სურვილი ჰქონდა მომავლისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი იგრძნო, რომ კვლავ შეეძლო მომავლისთვის თვალის გასწორება.

ყვავილების დიდი თაიგული

ერეკლე ერთადერთი შვილი იყო ოჯახში. მშობლები ანებივრებდნენ და თავზე ევლებოდნენ. ჯერ კიდევ პატარამ გადაწყვიტა, რომ ექიმი უნდა გამოსულიყო, მონდომებით სწავლობდა და მშობლებს პატივს სცემდა. სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა, ესეც წარმატებით დაამთავრა. ყველაფერში წარმატებული იყო.ერთის გარდა. თავისუფალ დროს ძირითადად სწავლას უთმობდა და გოგონებთან ურთიერთობა ნაკლებად გამოსდიოდა. ხან ვის ხვდებოდა, ხან ვის, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობამდე საქმე არ მიდიოდა. თითონ დიდად არ აღელვებდა ეს საკითხი, მაგრამ მშობლებს ძალიან უნდოდათ, რომ დაოჯახებულიყო, მის შვილიშვილს მოსწრებოდნენ.

გაზიარებული გრძნობა – ანა მაშინ გაიცნო, როდესაც კლინიკაში სამუშაოდ მივიდა. ახალგაზრდა კარდიოლოგი და ლამაზი ექთანი – იდეალური წყვილი იყო. ერთმანეთი შემთხვევით გაიცნეს, როცა ანას შემთხვევით საჭმლის კონტეინერი დაუვარდა ძირს. ერეკლემ მაშვე იგრძნო, რომ რაღაც სხვანაირად იყო.მშობლებმაც შეამჩნიეს შვილის ხასიათის ცვლილება. ის თითქოს ანათებდა და სულ ტელეფონს ჩასცქეროდა. თავისი რჩეულის შესახებ სახლში ბევრი არაფერი უთქვამს: ის ძალიან ლამაზი და სასიამოვნო გოგონააო. მშობლებს ერთი სული ჰქონდათ, ის გაეცნოთ.ერთ დღეს როგორც იქნა ერეკლემ დაითანხმა ანა სტუმრად მისულიყო მასთან სახლში. მანამდე სულ რაღაცას იმიზეზებდა და უარს ამბობდა. გოგონა თითქოს რაღაცას მალავდა, არც თავისთან ეპატიჟებოდა შეყვარებულს. ამბობდა, რომ სახლში ავადმყოფი დედა ჰყავდა და ეუხერხულებოდა. ერეკლეს დედამაც შეამჩნია ვახშმის დროს, რომ გოგონა რაღაც საიდუმლოს ატარებდა და ამიტომ შინაგანად დაძაბული იყო.

ბედის გამოცდა – საბედისწერო იყო ანას დაკარგვის დღე. უკვე დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ გოგონას მანქანა დაეჯახა. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.ერეკლემ ცხოვრების ხალისი დაკარგა. ვერ ხვდებოდა რა დრო გავიდა იმ საშინელი დღის შემდეგ. ვერ შეძლო მის საფლავზე მისვლა, იცოდა, რომ ვერ გაუძლებდა. მშობლები ყველანაირად ედგნენ გვერდში, მაგრამ ვერაფერს შველოდნენ. მამა ელაპარაკებოდა ხოლმე:”შენ იქ უნდა მიხვიდე და ტკივილი მოგეშვება. ვერ ვუყურებთ მშვიდად შენს ტანჯვას. მოიკრიბე ძალ-ღონე და მიდი, გააცნობიერე და გაითავისე მისი დაკარგვა. შე ცხოვრება უნდა გააგრძელო!”

დიდი თაიგული დედისთვის – როდესაც ერეკლე სასაფლაოს მიუახლოვდა, დაინახა ათიოდე წლის ბიჭუნა, რომელიც ამაოდ ცდილობდა ყვავილების ყიდვას. ფული ცოტა ჰქონდა და არაფერი მოსდიოდა. ერეკლე მივიდა ბიჭთან და უთხრა, რომ შეეძლო ნებისმიერი თაიგული აეღო. “აი, იმას ავიღებ ბიძია, ჩემი დედიკოსთვის მინდა. ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მამაკაცმა გადაიხადა თაიგულის საფასური და დიდხანს უყურებდა ბიჭუნას, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა საფლავებს შორის. თითონ შესვლა მაინც ვერ გაბედა და უკან გამობრუნდა.მეორე დღეს მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა და სასაფლაოსკენ გაეშურა. როგორც იქნა, მივიდა ანას საფლავამდე და გაოცებისგან შეჰყვირა. გოგონას ფოტოსთან მისი ნაყიდი თაიგული იდო. სასაფლაოს ის ბიჭი უახლოვდებოდა. ეხლა კი მიხვდა, რა საიდუმლოს მალავდა ანა. აღმოჩნდა, რომ გოგონას მართლაც ყავდა ავადმყოფი დედა, ასევე ყავდა შვილი და ამიტომ ვერ ბედავდა საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრს. ბიჭმა იცოდა ყველაფერი ერეკლეს შესახებ დედისგან, ნომერიც იცოდა, მაგრამ დარეკვას ვერ ბედავდა.

ერეკლე ბიჭუნას მთელი ძალით მოეხვია, უყურებდა მას და საყვარელი ქალის თვალებს ხედავდა. საკუთარ თავს სიტყვა მისცა, რომ მუდამ იზრუნებდა ბიჭსა და მის ბებიაზე. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თითქოს ანა სადღაც იქვე იყო და რა თქმა უნდა იყო, ის ბიჭუნას გულში ცოცხლობდა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს