მშობლებმა ჩემს ქმარს უთხრეს, რომ დასასვენებლად წავეყვანე. უკვე 4 წელია, რაც შეუღლებულები ვართ და ჯერ არსად წავსულვართ.

0
900

წლების განმავლობაში მშობლებს უგროვდებათ უამრავი შეკითხვა შვილის მიმართ, რაღა უნდა ვთქვათ სიძესა თუ რძალზე. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი გაგიზიარებთ ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომლის მშობლებმაც მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ მათ ქალიშვილს სასწრაფოდ სჭირდება დასვენება. სიძეს კი მისი შვებულება უნდა დაეფინანსებინა. მამაკაცმა ახლა ფული უნდა ეძებოს და იფიქროს, თუ სად შეიძლება შეღავათიან ფასად დაისვენოს ადამიანმა ისე, რომ ეს არ დაეტყოს ოჯახურ ბიუჯეტს…

რომელ ქვეყანაში შეიძლება იაფად დასვენება

“მე და ჩემი ქმარი კარგად ვცხოვრობთ. ის მშვიდი და სანდო ადამიანია. უკვე 4 წელია, რაც შეუღლებულები ვართ. ვმუშაობთ, ფულს ვზოგავთ, ოჯახურ ხარჯებსაც ერთად განვკარგავთ. ჩემს მშობლებს არ უნდათ იმის გააზრება, რომ უკვე ზრადსრულები ვართ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამირანი ჩემზე დიდად არ ზრუნავს, ლამის ჩემს ხარჯზე ცხოვობს.საქმე იმაშია, რომ იგი ჩემზე 7 წლით უფროსია. ამ სხვაობას ვერ ვგრძნობ, თუმცა მშობლები ამაზე კვლავ მძაფრად რეაგირებებნ. ისინი მუდმივად ამას მახსენებენ და ჩვენი საუბარი უსიამოვნო დიალოგს ემსგავსება. დამღალა მათგან იმის მოსმენამ, რომ შევცდი არჩევანის გაკეთებისას და გადაწყვეტილების მიღებისას მეტად მმართებდა დაფიქრება…

მეუხერხულება იმის აღიარება, რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლებას და სახლში უსაქმურად ჯდომასაც კი მირჩევენ. თან მარიგებენ, რომ ქმარი მოვატყუო, თითქოს იქედან გამომაგდეს. შემდეგ მშობლების გეგმა საკმაოდ მარტივია: უნდა გავაჩინო ბავშვი, რომლესაც ისინი ასე დიდხანს ელოდებიან. როგორ შეიძლება მათი სიტყვების სერიოზულად აღქმა?ისე მოხდა, რომ ჩვენს ოჯახს მამა არჩენდა, დედა კი შვილების აღზრდით იყო დაკავებული. რაც თავი მახსოვს, ფული არასოდეს გვყოფნიდა, მშობლები ჩხუბობდნენ და რამდენჯერმე ლამის განქორიწენაბმდეც კი მივიდა საქმე. მათი შეცდომების გამეორებას არ ვაპირებ, დედ-მამისთვის რაიმეს დამტკიცებას აზრი არ აქვს.

ახლა მათ აიკვიატეს, რომ საზღვარგარეთ უნდა გავმგზავრებულიყავით დასასვენებლად. ისინი განიცდიან, რომ მათი ნაცნობების შვილები მოგზაურობენ, მე კი მხოლოდ სამსახურზე ვფიქრობ. მეც არ ვარ წინააღმდეგი, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ეს მძიმედ დააწვება ჩვენი ოჯახის ბიუჯეტს. ამ ეტაპზე ამის ფული ნამდვილად არ გვაქვს.მეუღლემ კარგად იცის, რომ ჩემი მშობლები მის მიმართ არც ისე კარგად არიან განწყობილები. ის ფიქრობს, თუ სად იშოვოს საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ფული. თუმცა მე წინააღმდეგი ვარ! როცა საშუალება გვექნება, მაშინ დავისვენებთ.

პრობლემა მხოლოდ ისაა, თუ როგორ გამოვნახოთ მშობლებთან საერთო ენა. რაც თავი მახსოვს, ფული მათთვის მუდამ უმთავრეს თემას წარმოადგენდა. ჩანს, მათ სურთ, რომ ჩემს ოჯახშიც ასე იყოს. არც კი ვიცი, შერბილებულად როგორ ავუხსნა ყველაფერი”- საგონებელშია ნინო.შესაძლოა, რომ ნინომ და მისმა მეუღლემ მტკიცედ უნდა დაიცვან თავიანთი პოზიცია, რადგან ვალის აღება საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის არც ისე კარგი ჩანაფიქრია.