ვეღარ გადავდებ, ახალ წლამდე უნდა გავწმინდო ქურაზე სადგამი ბადე ნამწვისგან.

0
1789

ქურაზე სადგამი ბადის გაწმენდას ხანდახან მომავლისთვის გადავდებთ ხოლმე. მე მეტად ვეღარ გადავდებ, დავურეკე დედას და რჩევა ვკითხე. დედამ სიამოვნებით გამიზიარა რამდენიმე დროში გამოცდილი ხრიკი.დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ ხერხს, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ ქურის ბადე ცხიმისა და ნამწვისგან ქიმიური საშუალებების გარეშე.

როგორ გავწმინდე ქურაზე სადგამი ბადე

თავიდან გაარკვიეთ, თუ რა მასალისგან არის დამზადებული ქურაზე სადგამი ბადე: თუჯისგან, ემალისგან, თუ ფოლადისგან. ამის მიხედვით შეარჩიეთ საწმენდი მასალა.მაგალითად, თუჯის ბადე ყველაზე მყარი და უცვეთია, მაგრამ ფაქიზი მოსავლელი. წყლით გარეცხვა, მიმწვარი ცხიმის დანით აფხეკა, ძლიერი აბრაზიული ნივთიერებით მისი გაწმენდა არ შეიძლება. საუკეთესო საშუალება თუჯის გასაწმენდად ცეცხლზე გამოწვაა.

ცეცხლზე გამოწვა – ამ მეთოდის არსი სათაურიდანვე ჩანს. მოხსენით ბადე და მიუშვირეთ გაზის ალს, ან გაიტანეთ გარეთ და ცეცხლის სხვა წყაროთი გააკეთეთ ეს ყველაფერი. გამოწვის დროს დამწვარი ცხიმი უსიამოვნო სუნს დააყენებს სახლში. ამიტომ ეს პროცედურა ღია ფანჯარასთან, ჩართულ გამწოვთან, ან აივანზე გააკეთეთ.ეს პროცედურა მანამდე აკეთეთ, სანამ მიმწვარი ცხიმი თავად არ მოცილდება ჩარჩოს. ფრთხილად მოაცალეთ დარჩენილი ნამწვი ჯაგრისით ან უხეში ღრუბელით და ბოლოს სველი ტილოთი გაწმინდეთ.ემალის ჩარჩოზე წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ნუ მიმართავთ უხეშ მანიპულაციებს.

მდოგვი და ძმარი – კარგია, როცა არსებობს ისეთი პროცედურა, რომელიც გაგიმარტივებთ წმენდის პროცესს. ცადეთ ბადე ცელოფანში და შეასხურეთ მდოგვის და ძმრის ნარევი, შემდეგ შეკარით პაკეტი და დაელოდეთ.ნარევის მოსამზადებლად აიღეთ 3 ს/კ მდოგვი, 3 ს/კ ძმარი და 1 ს/კ ჭურჭლის სარეცხი სითხე. დაასხით ცოტა წყალი, დაასხით ეს ყველაფერი პაკეტში მოთავსებულ ბადეს და დადგით 2-3 საათი. შემდეგ კარგად გარეცხეთ და ღრუბელის დახმარებით მოაცილეთ ნადები.

ძმარი და წყალი – უფრო მსუბუქი და არანაკლებ ეფექტური საშუალებაა – ძმრის და წყლის ნაზავი. პროპორციები: ერთი ერთზე. წაუსვით ეს ხსნარი ბადეს და დატოვეთ მთელი ღამე. დილით გარეცხეთ და გააშრეთ. ყველაზე უპრეტენზიო არის ფოლადის ბადე. მისი გარეცხვა ნებისმიერი ხერხით შეიძლება. სცადეთ სოდით გახეხვაც.

სოდა და წყალი – ჯამში შეურიეთ ერთმანეთს სოდა და წყალი. ოპტიმალური პროპორციაა 2:1. წაუსვით ნარევი ბადეს და დატოვეთ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაუსვით ძმრიანი ტილო და კიდევ 1 საათით დატოვეთ. ბოლოს კარგად გარეცხეთ და მოაცილეთ ჭუჭყი.

რჩევა რედაქციისგან: ყველაზე ხშირად ადამიანები მეტ ყურადღებას უთმობენ სველი დალაგების წესს – წმენდენ იატაკს, მტვერს… ხოლო უფრო სერიოზულ საქმეებს მომავლისთვის გადადებენ ხოლმე. შედეგად სახლის ზოგიერთი კუთხე დიდი ხნით რჩება მოუწესრიგებელი – ზოგი გვეზარება, ზოგიც გვავიწყდება.ეხლა უკვე იცით, როგორ გაწმინდოთ გაზის ბადე ეფექტურად და მარტივად. მუშაობის დროს გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები და გაუფრთხილდით ხელებს.

თქვენ რა ხერხს იყენებთ გაზის და საერთოდ, სამზარეულოს მოსაწესრიგებლად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.