საყვარელ მამაკაცს ჩემს საფულეს ვაძლევ, რათა მას მეგობრების წინაშე არ შერცხვეს იმის, რომ ყველაფერს მე ვიხდი.

642

დასაფასებელია ფულთან რაციონალური დამოკიდებულება. თუმცა საჭიროა იმ მომენტის დაჭერა, როცა იგი გარდაქიმნება სიძუნწედ, რაც ავსებს ადამიანის სულს. მოცემულ სტატიაში გავიხსენებთ სიხარბის და გაუმაძღრობის ყველაზე აშკარა შემთხვევებს და შევეცდებით არ მივბაძოთ ცუდ მაგალითებს.

ანგარება

ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ ზოგიერთი ადამიანის სიძუნწის მიუხედავად, ახლობლები მათთან ურთიერთობას მაინც აგრძელებენ. მაგალითად, ახალგაზრდა ქალი, რომელმაც შეყვარებულს თავისი საფულე მისცა, როცა მეგობრებმა გვერდით ჩაუარეს. მამაკაცმა აღშფოთებაც კი გამოხატა, რომ მასში საკმარისი თანხა არ იდო. ალბათ, ქალს, რომელიც ამის შემდეგ ამგვარ ადამიანთან გააგრძელებს ურთიერთობას, დაბალი თვითშეფასება უნდა ჰქონდეს.ყველას პირადი საქმეა, თუ როგორ განკარგოს თავისი ფული. თუმცა ზოგჯერ სიტუაცია აბსურდამდე დადის. მაგალითად, მებრალებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დეფოლტამდე საკუთარ თავს ყველაფერში უარს ეუბნებოდნენ.რასაკვირველია, მე არ ვახდენ თავწყვეტილი ცხოვრების სტილის პროპაგანდირებს. ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს გადადებული თანხის რაღაც ნაწილი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, თუმცა ფულის დაზოგვა არ უნდა მივიდეს ექსტრემალურ დონებმდე. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი შეზღუდვები ადრე თუ გვიან ნერვულ აშლილობას გამოიწვევს.

ბალანსი და კომფორტი – ცხოვრებაში ყველაზე რთულია ყველაფერში ბალანსის დაცვა, იქნება ეს ურთიერთობები, კვება თუ ხარჯები. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ სფეროში ჰარმონიის გასაღები დაგეგმვაშია. როცა შემსავლებს ზედმიწევნით აკონტროლებთ და ზუსტად იცით საკუთარუ ხარჯების შესახებ, უფრო მარტივად შეძლებთ თქვენი თავის საამებლად გარკვეული თანხის გამოყოფას.შესაძლოა, ეს ეხებოდეს კაფეში წასვლას ან მეგობრებთან დროის გატარებას. თუ მსგავსი მოვლენები თქვენს ცხოვრებაში რეგულარულ ხასიათს არ ატარებს, მაშინ მცირე ალბათობაა იმისა, რომ გაკოტრდებით. ყოველთვის უნდა შეძლოთ ბალანსის დაჭერა “მინდას” და “მჭირდებას” შორის.ბევრს ჰგონია, რომ  საკუთარი თავისთვის ბევრი რამის აკრძალვით ისინი ბედნიერებას მოიპოვებენ. ამ გზით მათი სურვილები მხოლოდ გამძაფრდება. სჯობს დროულად გავიხაროთ გული მცირე შენაძენით, ვიდრე დავხარჯოთ უამრავი ფული საერთოდ უსარგებლო რაღაცის ყიდვაში.

რედაქციისგან: თუ არ მოგწონთ მეგობრის ან საყვარელი ადამიანის სიძუნწე, სჯობს დაფიქრდეთ, გიღირთ თუ არა მათთან ურთიერთობის გაგრძელება. ამაში ისინი არ  დაადანაშაულოთ, რადგან ეს თვისება მათ ბუნების განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, თანამედროვე ეპოქაში ფინანსები ხშირად ხდება განხეთქილების ვაშლი. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ იპოვით ისეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენსავით უყურებენ სამყაროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს