ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირი რუბი სვიფტია. ის ოჰაიოდან არიზონაში გაემგზავრა ახალშობილი ქალიშვილის სახლში წასაყვანად, თუმცა მან ეს ვერ შეძლო. რატომ აღმოჩნდა მამაკაცი მარტო ჩვილით ხელში და როგორ შეძლო მან გამოსავლის პოვნა სიტუაციიდან, შეიტყობთ მოცემულ სტატიაში.
როგორ ვიპოვოთ გამოსავალი სიტუაციიდან
რუბინ სვიფტისა და მისი ქალიშვილის შესახებ უჩვეულო სიახლეს Shareably-ის საინფორმაციო პორტალზე წავაწყდით. სიუჟეტი ძალიან ამაღელვებელი და დამრიგებლური მოგვეჩვენა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, იგი გაგიზიაროთ.რუბი სვიფტი მეურვეობის რიგში იყო და ერთ დღეს შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი დაიბადა არიზონას შტატში. საჭირო იყო, რომ იგი დაუყონებლივ გამოცხადებულიყო კლინიკაში.რუბინის ქალიშვილი ბანერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა. იქ მამაკაცი ინტენსიური თერაპიის განყოფილების მოხალისეს ჯოი რინგჰოფერს შეხვდა. ქალი უკვე 78 წლის იყო, ცოტა ხნის წინ დაქვრივდა და მარტო ცხოვრობდა. საუბარში ჯოიმ გაიგო, რომ რუბინს 43 წლის ასაკში უკვე ჰყავდა სამი ზრდასრული შვილი წინა ქორწინებიდან და ოთხი აღსაზრდელი, რომლებიც მან თავის 32 წლის მეუღლესთან, ტიფანისთან ერთად იშვილა.არაფერი მოასწავებდა უბედურებას, მაგრამ ჯოიმ რუბინს თავისი ტელეფონის ნომერი მისცა. როგორც ჩანს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კეთილმა ქალმა ახალ ნაცნობს შესთავაზა, რომ ფრენის დღეს მამა-შვილს წაიყვანდა აეროპორტში.
როცა რუბინი დანიშნულების ადგილზე მივიდა, უთხრეს, რომ ქალიშვილთან ერთად გაფრენა არ შეეძლო. ნებართვის მისაღებად მას უნდა წარედგინა ბავშვის დაბადების მოწმობა, თავად ჩვილი კი მინიმუმ 7 დღის ასაკის უნდა ყოფილიყო.მამაკაცი ამ ამბავმა შოკში ჩააგდო. მას ესმოდა, რომ დოკუმენტის მისაღებად რაღაც დრო დასჭირდებოდა. ჩვილი იმ დროისთვის მხოლოდ 4 დღის იყო. რუბინს არსად ჰქონდა წასასვლელი და ვერც ვერავის სთხოვდა დახმარებას. მთელი ეს დღეები იგი აეროპორტში ღამის გათევას აპირებდა.ისტორიის გმირი იხსენებს: „ფული გამომელია და საავადმყოფოში მითხრეს, რომ შვიდი დღის განმავლობაში დაბადების მოწმობას ვერ მივიღებდი. ვნერვიულობდი, თუ დაცვის თანამშრომლები დამინახავდნენ, რომ ახალშობილთან ერთად მეძინა, ბავშვს წაართმევდნენ და ბრალს წაუყენებდნენ. გამოსავალს ვერ ვპოულობდი”.
რუბინმა ცოლს დაურეკა და ყველაფერი უამბო, მაგრამ მანაც არ იცოდა, რა ექნა. შემდეგ მამაკაცს მოაგონდა საავადმყოფოში გაცნობილი მოხალისე ჯოი. ქალი თავიდანვე კეთილი და თავაზიანი იყო მის მიმართ. რუბინს არ უნდოდა მისი შეწუხება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.ჯოი მყისიერად გაჩნდა აეროპორტში და მამა-შვილი სახლში წაიყვანა. რუბინი ვერ იჯერებდა, რომ სრულიად უცხო ადამიანი სრულიად უანგაროდ ეხმარებოდა.ჯოი ეხმარებოდა რუბინს ახალშობილის მოვლაში. მამაკაცი მას ნამდვილ ანგელოზს ეძახდა, რადგან ქალის ხმის გაგონებისთანავე ჩვილმა სიხარულით გაბრწყინება.
რუბინი დარჩა ჯოისთან რაიმდენიმე დღით.მამაკაცი ქალს დედად აღიქვამდა. იგი აცნობიერებდა, რომ გამგზავრების შემდეგ ჯოი ძალიან მოენატრებოდა.როდესაც რუბინმა მიიღო ქალიშვილის დაბადების მოწმობა, მას მიეცა ფრენის უფლება. იგი ჯოისთან აგრძელებდა ურთიერთობას. სწორედ ამ კეთილშობილი ქალის წყალობით მოახერხა მან რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა.
საინტერესოა, თქვენ გაბედავდით უცნობი ადამიანის დახმარებას და მიიღბდით მას საკუთარ სახლში?