“ძვირფასო, ოთახის მცენარეებით გამდიდრება, რასაკვიველია, კარგი იდეაა. ლავანდა დადგით საძინებლის ფანჯრის რაფაზე, ორქიდეა კი- მისაღებში გაიტანეთ!” – მითხრა მეზობელმა. ნორა ბებია ადგილობრივი ჰერბალისტი და ჯადოქარია. მან გამიზიარა ხრიკები, რომლებიც დამეხმარება გამოძინებაში და ძალების აღდგენაში. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი მოგითხრობთ, რომელი მცენარეები უნდა დადგათ საძნებელში. აირჩიეთ მხოლოდ ისინი, რომლებიც ღამით გამოყოფს ჟანგბადს!საძინებელი ოთახი ის სივრცეა, სადაც ყველაზე მეტად დაუცველები ვართ. ღამის განმავლობაში ადამიანი უნდა მოდუნდეს, ღრმა ძილში ჩაეშვას, სრულყოფილად აღიდგინოს ძალები.მაგალითად, მონსტერას და გვიმრას აქვს უარყოფითი ჟანგბადის ბალანსი. ისინი შთანთქავს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანგს. მათ გვერდით ადამიანები დაღლილები და ძილგატეხილები იღვიძებენ. მოცემულ სტატიაში შევარჩიეთ მცენარეები, რომლებიც უნდა განათავსოთ საძინებელში.
- ლავანდა – ლავანდა არა მხოლო ეფექტურად ებრძვის უძილობას, არამედ უძველესი დროიდან სიყვარულისა და სიწმინდის სიმბოლოა. მის ყვავილებს უმატებენ უამრავ საშუალებას, რომლებიც ხსნის სტრესს. ასევე შეუძლებელია არ აღინიშნოს მისი სილამაზე.
- სანსევიერია – “სიდედრის ენა” მძლავრად შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადთან ერთად ნივთიერებებს, რომლებიც ებრძვის მავნე ბაქტერიებს, ამაღლებს ადამიანის იმუნიტეტს. ასევე ეს მცენარე იკრავს მტვრის ნაწილაკებს და სინთეტიკური საშუალებების მიერ გამოყოფილ საზიანო ორთქლს.
- სპათიფილუმი – ეს მცენარე ფილტრავს ჰაერს და ზრდის ტენიანობას, რის შედეგადაც ძილის პროცესში ადამიანს სუნთქვა უმარტივდება. ასევე სპათიფილუმი შთანთქავს ობის სოკოს სპორებს, რომლებიც ჰაერით ვრცელდება.
- ალოე – ალოე უძველესი დროიდან ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. ის შესანიშნავად შთანთქავს მავნე ნაერთებს, რომლებსაც გამოყოფს ავეჯი, ასევე აღმოფხვრის ელექტიფიკაციას შენობაში.
- კალანჰოე- ულამაზესი წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი ყვავილების გარდა, კალანჰოეს აქვს დამამშვიდებელი ეფექტიც. ეს მცენარე ხსნის შფოთვის შეგრძნებას, იცავს ადამიანს ღამის კოშმარებისგან და ეხმარება დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლაში.
რედაქციისგან: ღამით სრულყოფილი ძილისთვის საძინებელში უნდა იყოს სუფთა ჰაერი. ამ მიზნის მისაღწევად შეარჩიეთ ისეთი მცენარეები, რომლებიც აუმჯობესებს მიკროკლიმატს. დაწერეთ კომენტარებში, თუ რომელი ოთახის მცენარეები მოგწონთ ყველაზე მეტად.