კარგი მებაღეობა ყველას არ გამოსდის. ხშირად ხდება, როცა ადამიანს აქვს სურვილი დარგოს და მოუაროს ბაღის მცენარეებს, მაგრამ პრაქტიკაში არ გამოსდის. რატომ ხდება ასე? ეს ხომ არც ისე რთული საქმეა? ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს სხვებზე უკეთ გამოსდის ეს საქმე. ერთ ადამიანთან დამჭკნარი ყვავილი ცოცხლდება და ყვავილობს, ხოლო მეორესთან ყველაზე ხარისხიანი თესლიც არ ხარობს.
მებაღეები და მებოსტნეები
დღეს პაპარაცის რედაქცია გვთავაზობს იმის გარკვევას, თუ ვინ არის უკეთესი მებაღე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ასევე მოგიყვებით სპეციალისტების აზრით ვის უჭირს ბაღის საქმეებთან გამკლავება.
- კურო – ზოდიაქოს ეს ნიშანი ყველაზე ნაყოფიერ მებაღედ ითვლება. მისი მზრუნველი ხელები სიცოცხლეს ხმელ კუნძსაც მისცემენ. თუმცა, ხშირად კუროები ზედმეტი მონდომებისგან ზედმეტ ყურადღებას იჩენენ ნარგავების მიმართ და ზოგჯერ ამით აფუჭებენ ხოლმე. ამიტომ მათ უნდა ისწავლონ მორწყვის და სასუქის შეტანის სიხშირის დაბალანსება და ზომის დაცვა.
- თევზები – ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაფერი მოყავთ, რასაც ხელს დაადებენ. გადარგვის. მათი მცენარეები სწრაფად იდგამენ ფესვებს და კარგად ვითარდებიან. პრობლემა ის არის, რომ თევზები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ამინდს, ამიტომ აჯობებს ისარგებლონ მეურნის კალენდრით.
- მორიელი – მორიელსაც კარგად გამოსდის უხვი და ხარისხიანი მოსავლის მოყვანა. მცენარეები, რომელსაც მორიელი უვლის, უფრო გამძლეა მავნებლების და არახელსაყრელი პირობების მიმართ. პრობლემები მაშინ უჩნდება, როცა ისინი სხლავენ ან ამყნიან მცენარეს. ხშირად ხდება, რომ ამ დროს მცენარე ეღუპებათ.
ყველაზე ცუდი მიწათმოქმედები
- კირჩხიბი – მერყევი კირჩხიბები ხშირად ვერ არჩევან მცენარეს, რომლის დანახვაც საკუთარ ნაკვეთზე სურთ. ამიტომ შეუძლიათ დარგონ ერთდროულად ხუთი სახის ბოლოკი და შემდეგ მოთმინებით ელოდებიან, რომ ერთი მაინც იქება მოსავლიანი.კირჩხიბები მუდმივად იყენებენ სხვადასხვა სასუქს, ითვალისწინებენ ყველას რჩევას. ისინი სხვადასხვანაირად უდგებიან ყველაფერს., რათა იპოვონ საუკეთესო ვარიანტი. შედეგად, მუდმივი ზრუნვა ბეზრდება მას და უბრალოდ თავს ანებებს ნაკვეთს, ივიწყებს ამ პერიოდს, როგორც საშინელ სიზმარს.
- მშვილდოსანი – მათ ნაკლებად შეუძლიათ სისტემური მიდგომა. თუ მშვილდოსანს მოეწონება მცენარე, ის აუცილებლად დარგავს მას თავის ნაკვეთში, მაგრამ სავარაუდოდ, არ დაინტერესდება მოვლის წესებით. ბედის ანაბარა მიტოვებული მცენარე კი ვერ განვითარდება კარგად.
ასე გამოიყურება ზოგიერთი მებაღე ზოდიაქოს ნიშანი ასტროლოგების აზრით. გაგვიზიარეთ, რამდენად ემთხვევა ის თქვენს გამოცდილებას კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს