არავინაა დაცული უბედურებისგან. საუბედუროდ, ყოველდღე ხდება სადღაც ავარიები, უბედური შემთხვევები და ნამდვილი კატასტროფები. ასეთ მომენტებში, ადამიანს ყველაფერი ავიწყდება და ერთვება ინსტინქტი – გადარჩეს ნებისმიერ ფასად.
დღეს ჩვენ მოგიყვებით სამი ბორტგამცილებლის შესახებ. ამ გმირებისთვის თვითგადარჩენის ინსტინქტი მეორეხარისხოვანი იყო. მგზავრების სიცოცხლე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
მაქსიმ მოისეევი
შერემეტევოს აეროპორტში გახმაურებული ტრაგედია 2019 წლის 5 მაისს დატრიალდ. ამ დღეს, 78 ადამიანიდან 37 გადარჩა 22 წლის ბორტგამცილებელი მაქსიმის წყალობით. ბიჭი ჯერ სულ ახალგაზრდა იყო და პილოტობაზე ოცნებობდა.
მაქსიმი ბოლო წუთამდე ეხმარებოდა მგზავრებს აალებული თვითმფრინავიდან გამოღწევაში, თუმცა თვითონ დაიღუპა.
ნადეჟდა კურჩენკო
1970 წლის 15 ოქტომბერს, თვითმფრინავი, რომელიც ბათუმი-სოხუმის რეისს ასრულებდა, ტერორისტებმა აიღეს. აფრენიდან რამდენიმე წუთში, ნადეჟდას ერთ-ერთ მგზავრმა დაუძახა და გადასცა კონვერტი, რომელიც მისი მეთაურისთვის უნდა გადაეცა. როგორც კი გოგონა პილოტისკენ გაემართა, მამაკაცი ადგა და უკან გაჰყვა. ნადეჟდა მიხვდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, მყისიერად დახურა პილოტების კაბინის კარი და თვითონ გადაეღობა მას.
მგზავრმა სცადა გამცილებლისთვის ხელი ეკრა, თუმცა მან ისევ წინააღმდეგობა გაუწია. ამ მომენტში პილოტები მიხვდნენ, რომ კარს უკან უბედურება ტრიალებდა. მათ თვითმფრინავის ქანაობა დაიწყეს, რათა დამნაშავე ძირს დაცემულიყო.
ტერორისტი არამხოლოდ წაიქცა, არამედ ნადეჟდას თეძოშიც ესროლა. გოგონა მაინც აგრძელებდა ბრძოლას და გაისმა კიდევ ერთი გასროლის ხმა, რის შემდეგაც გამცილებელი აღარ მოძრაობდა.
გასროლების შემდეგ, სავარძლიდან მსროლელის თანამზრახველი წამოდგა. როგორც აღმოჩნდა, ისინი მამა-შვილი იყვნენ, რომლებიც თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდნენ, თუ მას თურქეთში არ წაიყვანდნენ. მათ პირდაპირი გაგებით გადაუარეს გარდაცვლილ გოგონას, რათა პილოტების კაბინაში მოხვედრილიყვნენ. მათ ცეცხლი გახსნეს და ეკიპაჟის რამდენიმე წევრი დაჭრეს.
თვითმფრინავი მაინც თურქეთში დაჯდა. მგზავრებს არაფერი მოსვლიათ, მაგრამ ძალიან შეშინებული იყვნენ. დამნაშავეები თურქეთის პოლიციამ აიყვანა. ნადეჟდას სხეული, მგზავრებთან და დაშავებულებთან ერთად, სახლში წაიყვანეს. 19 წლის ბორტგამცილებლის გმირული საქციელი დღემდე არავის დავიწყებია.
ვიქტორია ზილბერშტეინი
ახალგაზდა გოგონამ თავისი ოცნება აიხდინა – ბორტგამცილებელი გახდა. 2 წლის განმავლობაში, იგი თვითმფრინავზე ყოველგვარი უსიამოვნების გარეშე მუშაობდა. თუმცა, 2006 წლის 9 ივლისს მისი ცხოვრება სამუმდამოდ შეიცვალა. თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-ირკუცკის რეისს ასრულებდა, წარუმატებლად დაჯდა. 203 ადამიანიდან ბორტზე მხოლოდ 78 გადარჩა.
თვითმფრინავის დაჯდომისას, იგი დიდხანს არ გაჩერდა. ვიქტორია ამან ააფორიაქა. უეცრად ძლიერი ბიძგი ყველამ იგრძნო. უსაფრთხოების ქამრები გაწყდა, მგზავრები სავარძლებიდან გადმოცვივდნენ, სალონში შუქი ჩაქრა.
ბორტგამცილებელმა მაშინვე იგრძნო კვამლის სუნი და მიხვდა, რომ ადამიანები უნდა გადაერჩინა. მას მაშინვე გაახსენდა ინსტრუქტორის სიტყვები: “გოგონებო, ავარიის დროს მთავარია, თვითმფრინავში ხვრელი იპოვოთ.” გოგონამ მთელი ძალით მოქაჩა ავარიული გასასვლელის ბერკეტს და კარი გააღო. ვიქტორიამ 20 ადამიანი გადაარჩინა, შემდეგ კი გადახტა. თვითმფრინავი აფეთქდა…
ამ ბავშვებით ნამდვილად უნდა ვიამაყოთ, რამდენადაც მათ შეძლეს და, თუ ყველა არა, ზოგიერთი მგზავრი მაინც დააბრუნეს სახლში.