მამაკაცთან ურთიერთობა შეიძლება 50 წლის ასაკშიც დაიწყო და არც 60 წელია პრობლემა. მთავარია, გრძნობები იყოს გულწრფელი და სუფთა. ბევრი ქალი ვერ ახერხებს ამ ასაკში ვინმესთვის გულის გაღებას, რადგან თვლიან, რომ ამ ასაკში სიყვარული გვიანია, ხოლო გათხოვება სირცხვილი. რამდენად ღირს საკუთარი თავის მოქცევა ამ სულელურ ჩარჩოებში, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.
ურთიერთობა მამაკაცთან 50 წლის შემდეგ
“ქმარს 10 წლის წინ დავშორდი, რადგან გავიგე, რომ მღალატობდა. თავიდან ძალიან განვიცდიდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს არ იყო ცხოვრების დასასრული, მითუმეტეს, რომ ისედაც ბევრი საზრუნავი მქონდა.რამდენიმე წელიწადში ჩემი ქალიშვილი გათხოვდა. სიძე ჩვენთან გადმოვიდა და მალე ბებიაც გავხდი. ეხლა ოთხივე ბედნიერად ვცხოვრობთ.ერთი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში საინტერესო მამაკაცი გაჩნდა. მას ვასილი ერქვა, 53 წლის. მის გვერდით თავი პატარა გოგოდ ვიგრძენი. ის ძალია გალანტური თაყვანისმცემელი იყო და თავს მევლებოდა.ამ მამაკაცმა ყველაფერი გააკეთა, რომ მის გვერდით თავი უსაფრთხოდ და ბედნიერად მეგრძნო. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ამ ასაკში ახალი სიყვარული მეწვეოდა, მაგრამ ვასომ შეცვალა ჩემი ცხოვრება.არც ის მეგონა, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავიდოდა, მაგრამ ვასომ ხელი მთხოვა. როგორც კინოში – ჩაიმუხლა ჩემს წინ და ბეჭედი მომაწოდა. მე ძალიან დავიბენი, რადგან 50 წლის ასაკში გათხოვება წარმოუდგენელი მეგონა.
“ცოლად გამომყვები?” – ვასომ მკითხა – “გამომყვები ცოლად?” მე კი ბანალურად ვუპასუხე “უნდა დავფიქრდე.” მაგრამ ამჯერად მართლა მქონდა საფიქრალი. საქმე იმაშია, რომ ჩემი მამაკაცი დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც მოვლა სჭირდება და ვერ დატოვებს. ამიტომ სამივეს ერთად მოგვიწევს ცხოვრება.მე უკვე მაქვს გამოცდილება და ვიცი, რომ დედამთილთან ურთიერთობის მოგვარება არ არის მარტივი, ხანდახან შეუძლებელიცაა. ვერ წარმომიდგენია, ორმა დიასახლისმა ერთ ოჯახში ჰარმონიულად იცხოვროს. ამის ფონზე ხშირი კონფლიქტი გარდაუვალია.როდესაც ჩემმა ქალიშვილმა ეს ამბავი გაიგო, მირჩია თავი შემეკავებინა ნაადრევი დასკვნებისგან და ჯერ სადედამთილო გამეცნო. გამეგო როგორი ადამიანი იყო და მერე გადამეწყვიტა ყველაფერი. მეც ვფიქრობ, რომ კარგი აზრია, მაგრამ სკოლის მოსწავლესავით ვღელავ შეხვედრამდე.
რედაქციისგან:სიყვარულს ასაკი არ აქვს, მაგრამ რაც უფრო გემატება წლები, მით უფრო მეტს ფიქრობ შედეგებზე. ჩვენი გმირი 50 წლის ქალია უკვე ჩამოყალიბებული ჩვევებით და ხასიათით. არსებობს რისკი, რამდენად გადაიკვეთება მისი ცხოვრების კოორდინატები სხვის წესებთან.ქალიშვილის რჩევა ნამდვილად გასათვალისწინებელია, მაგრამ ამის შემდეგაც კარგად უნდა აწონ-დაწონოს თავისი გადაწყვეტილება.საინტერესოა, თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას? თვლით, რომ 50 წლის ასაკში შეიძლება კარგი ურთიერთობის აწყობა და ახალი ოჯახის შექმნა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.