შინამოსამსახურემ მდიდარი კლიენტების ცხოვრებასა და მის საიდუმლოებებში ჩაიხედა და დარწმუნდა, რომ უფულოდ ცხოვრება ბევრად უფრო მოსაწყენია

0
363

როგორია მდიდრების ცხოვრება? ყველას აინტერესებს ეს ამბავი და სიამოვნებით შეიხედავდა სასახლეების, ძვირფასი მანქანების, ფუფუნების სამყაროში. ყველაზე მარტივი ხერხი ამის გასაგებად მათი მოახლეობაა.

მდიდრების ცხოვრება

სამუშაო უცხო სახლში – უკვე 2 წელია ლალი მუშაობს დამლაგებლად მდიდარ ოჯახში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვერ იპოვა ნორმალური სამსახური და სხვა გზა არ ჰქონდა, თუმცა თვლიდა, რომ ყველა პატიოსანი სამუშაო ღირსეულია.თითოეული სახლი უნიკალური იყო როგორც გარეგნული მხარით, ისე საიდუმლოებებით, რომელსაც მეპატრონეები დიდად არც მალავდნენ მომსახურე პერსონალისგან. ძალიან მალე ლალი მიხვდა, რომ უმეტესობისთვის მოახლე ავეჯივით იყო. ეს დამოკიდებულება სჯობდა, მაგალითად პედანტი დიასახლისის ქცევას, რომელიც აკონტროლებდა თითოეულ მოახლეს და ყველაფერზე შენიშვნას აძლევდა.მიუხედავად დიდი დატვირთვისა, გოგონა არ კარგავდა ოპტიმიზმს და ცდილობდა თავისი სამუშაო იდეალურად შეესრულებინა და როგორც კონკია, ოცნებობდა უკეთეს ცხოვრებაზე.

კლიენტების ისტორიები – თითოეული სახლი უნიკალური იყო. ერთში კედელზე ირმის რქები ეკიდა, დაახლოებით 23 ცალი. სახლის ასაკოვანმა დიასახლისმა მოუყვა ლალის, რომ მისი ქმარი მონადირე იყო, ეხლა კი მემუარებს წერს გარეულ ცხოველებზე. შვილები ცხოველების დამცველები იყვნენ და უკვე რამდენიმე წელია მშობლებთან აღარ მოდიან პრინციპის გამო.მეორე სახლში ცხოვრობდა ოჯახი სამი ბავშვით. მათ უვლიდა დედა, ძიძა და ბებია. ოჯახის უფროსი სახლში არ იყო ხოლმე, მაგრამ ეს დიდად არ აღელვებდა ვინმეს. დიასახლისი სულ მის ლანძღვაში იყო, მაგრამ ტელეფონზე ეგრევე ცვლიდა ხოლმე ტონს.იყო კიდევ ერთი წყვილი, რომელიც საერთოდ არ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. დალაგების დროს ლალი ნახულობდა პატარა წერილებს, რომელსაც ერთმანეთს უტოვებდნენ. უცნაური იყო, რომ სმარტფონის ეპოქაში ხელნაწერ წერილებს უგზავნიდნენ ერთმანეთს.

სასაცილო შემთხვევები – იყო ერთი ქვრივი ქალი, რომელიც შეპყრობილი იყო აზრით, რომ მას გაქურდავდნენ. როდესაც მასთან მიდიოდნენ ნათესავები, უყვებოდა, რომ უწევდა მოსამსახურეების მუდმივი კონტროლი, რათა რომელიმეს არ გაეძარცვა. რეგულარულად აწყობდა გამოცდებს. მაგალითად დებდა ძვირფასეულობას გამოსაჩენ ადგილას, შემდეგ ყველა წუთში იჭყიტებოდა თავის მოწყობილ სატყუარასთან. საბედნიეროდ, არცერთ მოახლეს არ უხლია ხელი ქვრივის ნივთებისთვის.ყველაზე რთული იყო ისეთ ოჯახში მუშაობა, სადაც მეპატრონეები შეპყრობილნი იყვნენ სისუფთავით. კიდევ კარგი, ასეთი ბევრი არ იყო. ლალის ყველაფრის კეთება მკაცრი კონტროლის ქვეშ უწევდა, ამასთან აფრთხილებდნენ კატეგორიულად, რომ თუ ერთი ნამცეცი მტვერიც დარჩებოდა, სამსახურს დაკარგავდა. მიუხედავად იმისა, რომ ლალი ყველაფერს იდეალურად აკეთებდა, მაინც გამოაგდეს, რადგან შემთხვევით შეუღო ღიად დარჩენილი კარი დიასახლისს აბაზანაში.ყველა სახლში, სადაც მუშაობდა ლალი სხვადასხვა პირადი ამბები ტრიალებდა და მოახლე თითქოს მონაწილე იყო ამ ყველაფრის და ერთი სული ჰქონდა რაც შეიძლება მალე დაეგროვებინა სჭირო თანხა, რომ თავისი ცხოვრებისთვის მიეხედა.

თქვენ რა ამბები იცით მდიდარი ადამიანების ცხოვრებიდან? როგორ უდგებით მოსამსახურის სამუშაოც? გიზიდავთ და გაინტერესებთ მდიდრების ცხოვრება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.