ქიმწმენდის თანამშრომელმა გვასწავლა, როგორ აშორებს მძიმე და მჟავე სუნს ტანსაცმლიდან რეცხვის გარეშე.

344

ზამთრის ქურთუკების რეცხვა მარტივი საქმე არ არის. ყველას ეზარება დათბილული ქურთუკის ან შუბის რეცხვა. ხარისხიანი რეცხვისთვის რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოთ, რადგან შეიძლება გააფუჭოთ. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით როგორ გარეცხოთ ქურთუკი სარეცხ მანქანაში და როგორ გავაახლოთ გარეცხვის გარეშე.

ქურთუკების გარეცხვა

გარეცხვამდე არ დაიზაროთ და ნახეთ ქურთუკის იარლიყი. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დააზიანოთ რეცხვის დროს შემავსებელი. ეტიკეტზე მითითებულია ყველა საჭირო ინფორმაცია: როგორ გარეცხოთ, რა ტემპერატურაზე.ტყავის ჩანართებიანი ტანსაცმლის გარეცხვა არ შეიძლება სარეცხ მანქანაში. შეამოწმეთ ჯიბეები და შეკარით ყველა შესაკრავი.სინთეტიკის ტანსაცმელი ირეცხება 30 გრადუსამდე ტემპერატურაზე, უმჯობესია გამოიყენოთ სარეცხი კაფსულები ან სარეცხი სითხე, რადგან არ დარჩება თეთრი ლაქები.შეარჩიეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმი.და გაავლოთ რამდენჯერმე. ნუ გამოიყენებთ გაწურვის რეჟიმს, გააშრეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი – სპორტული სათხილამურო ქურთუკები ხშირად გაჟღენთილია წყლის ამსხლეტი საშუალებით. ასეთი ნივთები უმჯობესია არ გარეცხოთ სახლის პირობებში, რადგან დაკარგავს ამ თვისებას. უმჯობესია, მიიტანოთ ქიმწმენდაში, ან გამოიყენოთ ლაქების და უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად შინაური საშუალება.სოდა – უნივერსალური სუნის შთანმთქმელი საშუალება. მისი გამოყენება შეგიძლიათ ქურთუკის იღლიის ზონაში, სადაც იგრძნობა უსიამოვნო სუნი. დაასველეთ პრობლემური ადგილი და წაუსვით სოდის ფაფისებური მასა. დატოვეთ გაშრობამდე, ბოლოს კი ჯაგრისით გაწმინდეთ.უსიამოვნო სუნის და ბაქტერიების განეიტრალება შეიძლება სპირტიანი ხსნარით. შეურიეთ წყალი და სპირტი 5:1 და პულივიზატორის საშუალებით შეასხურეთ დაბინძურებულ ადგილებზე.უსიამოვნო სუნს კარგად უმკლავდება დაფქული ყავა. მოათავსეთ ის პატარა ტომარაში და დადეთ ქურთუკის შუაში, შეკარით ის და დატოვეთ ასე მთელი ღამით. ყავა მოაცილებს უსიამოვნო სუნს და გაჟღინთავს ქურთუკს სასიამოვნო არომატით. შეურიეთ ლიმონის წვენს ცოტა წყალი და წაუსვით ლაქებზე, დაელოდეთ გაშრობას და ჩაიცვით ქურთუკი ჩვეულებრივად.

როგორც ხედავთ, ყოველთვის არ არის აუცილებელი მთლიანად ქურთუკის გარეცხვა, თუ დაესვარა მხოლოდ მკლავები და საყელო, არც უსიამოვნო სუნის მოშორებაა რთული საქმე. ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს, რადგან ზოგიერთი მასალის გარეცხვა საერთოდ არ შეიძლება. თქვენ როგორ უვლით ზამთრის ტანსაცმელს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს