“უბრალოდ მინდა, რომ ჩემს ცოლს პრესტიჟული სამსახური ჰქონდეს. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება იმუშაოს ადამიანმა სახლში ფიქსირებული ხელფასის და ნორმალური გრაფიკის გარეშე!” – გვიყვება გელა. მოცემული ისტორიის გმირი რთული სიტუაციის ტყვე აღმოჩნდა. თუმცა მეგობარმა ურჩია, თუ როგორ ეპოვა იქედან გამოსავალი.
პრესტიჟული სამსახური
“სისტემურ ადმინისტრატორად ვმუშაობ. ვფიქრობ, რომ კარგი სამსახური მაქვს, რასაც ვერ ვიტყვი ჩემი ცოლის შემოსავალზე. ის მთელი დღეები სახლში ზის. მაკო სიამაყით მეუბნება, რომ დისტანციურად მუშაობს. მას თავისუფალი გრაფიკი აქვს. განა ეს ნორმალურია? მეუღლე საკუთარი არჩევანის არგუმენტირებას კარგი ანაზღაურეით ამართლებს. მართლაც, მაკო ჩემზე მეტ ფულს შოულობს, ამას წინათ მანქანაც კი შეიძინა. თუმცა მან არასოდეს იცის, თუ რამდენს გამოიმუშავებს მომდევნო თვეში. ოჯახური ბიუჯეტის ნორმალურად შედგენასაც ვერ ვახერხებთ. მაკოს ხელფასი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ დროს დაუთმობს იგი სამსახურს.ერთხელ დედას ვთხოვე, რომ მაკოს დალაპარაკებოდა და ეთქვა, რომ დაჟინებით მოვითხოვთ მისგან ოფისში სამუშაოდ გასვლას. მთელი თვის განმავლობაში არ დავნებებულვარ და საბოლოოდ ცოლი დამთანხმდა. ის დილით ადრიანად დგებოდა და სარბენად მიდიოდა, სახლში თითქმის ვეღარ ვხედავდი, ყოველთვის გვიან ბრუნდებოდა ხოლმე და რაღაც შემოწმებებს იმიზეზებდა. მისი მჯეროდა, თუმცა ერთ მომენტში უკვე მომბეზრდა ამის ატანა.
ერთხელ დილით ადრე გავიღვიძე და მას უკან გავყევი. ძალიან გავოცდი, როცა აღმოვაჩნე, რომ მისი გარბენის ფინალური წერტილი არა ოფისი, არამედ დედამისის სახლი იყო! გადავწყვიტე, მოვლენები არ დამეჩქარებინა და კიდევ რამდენჯერმე გავყოლოდი უკან. მთელი კვირის განმავლობაში მას მარშრუტი არ შეუცვლია. გამბედაობა მოვიკრიბე და გადავწყვიტე, რომ უქმეებზე ყველაფერი გამერკვია. მაკო შეცბუნებული იყო იმის გამო, რომ მას ვუთვალთვალებდი. თუმცა სხვა რა გზა მქონდა? ცოლმა მითხრა: “გელა, შენ არ გესმის. გატყუებდი იმიტომ, რომ ოფისში წასვლა არ მინდოდა. კვლავ დისტანციურად ვაგრძელებდი მუშაობას, ოღონდ ამჯერად დედის სახლში. მუდმივად რაღაც არ მოგწონს ხოლმე”.ამ სიტუაციის შემდეგ მან ნივთები შეაგროვა და დედასთან გადავიდა. მეუბნება, რომ განქორწინებაზეც კი ფიქრობს. ამას ჰქვია დილით სარბენად გავედი და…”
რედაქციისგან: როცა მამაკაცი უზღუდავს ცოლს თავისუფლებას და აიძულებს მიჰყვეს მის შეხედულებებს, შეიძლება მსგავსად განვითარდეს მოვლენები. გელა იქცევა ისე, როგორც ტიპური მესაკუთრე. მასში ცხადად შეინიშნება კმაყოფაზე მყოფის მიდრეკილება.მამაკაცს სურს, რომ მისი ცოლი მუშაობდეს იქ, სადაც თავად მას უნდა. ამბიციური მაკოს სურვილები გელას არ აინტერესებს. არცაა გასაკვირი, რომ ქალი განქორწინებაზე ფიქრობს. რა აზრი აქვს ისეთ ადამიანთან ცხოვრებას, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს? თქვენი აზრით, როგორ შეიძლება დასრულდეს მოცემული ისტორია? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.