ნუტრიციოლოგმა ქალს 3 რჩევა მისცა. მათი გათვალისწინებით, პაციენტმა 2 წელში 70 კგ დაიკლო!

1365

2015 წლის შემოდგომაზე, ამანდა ვუდმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო, რაღაც შეეცვალა. “ეს არ იყო განათება ან გარდასახვა, არ ყოფილა ის წამი, რომლის შემდეგაც ადამიანს უეცრად სწორი გზა ეხსნება.” თვითონ მენდი მოგვიანებით ამბობდა, რომ უბრალოდ დაიღალა. დაიღალა იმის დანახვით, თუ როგორ არიდებს თვალს გამვლელი მას, როცა თვითონ შეხედავს.

ქალს გულს სტკენდა სახლში ჯდომა და საკუთარი თავის შეცოდება, სანამ მეგობრები ერთობოდნენ. ბოლოს და ბოლოს, რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ამანდა დაღლით დაიღალა. ენერგია არაფრისთვის ჰყოდნიდა და დღის ბოლოს მენდის თავი დაწურულ ლიმონად ეჩვენებოდა.

გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან 2 წელი გავიდა. დღეს ქალს ვეღარ იცნობთ. მორცხვი, დაღლილი მსუქანი ქალი წარსულს ჩაბარდა. 70 კგ ჭარბი წონისგან გათავისუფლებით, მენდიმ თავდაჯერება დაიბრუნა და ახლა ყველაფრისთვის მზადაა.

პირველ რიგში, ამანდა ოჯახის ექიმთან ჩაეწერა. მან, თავის მხრივ, ამანდას დანახვისასმ გადაწყვიტა, რომ საქმე მის კომპეტენციას სცდებოდა. ოჯახის ექიმმა ქალს მიმართვა დაუწერა პროფესიონალ დიეტოლოგთან. სწორედ იქ დაიწყო მენდის მოგზაურობა ჯანმრთელი ცხოვრებისკენ.

დიეტოლომა პაციენტს მისცა რამდენიმე რჩევა, რომლებსაც ქალი უკვე მესამე წელია იცავს. სპეციალისტმა მას ურჩია ულუფების შემცირება საკვების მიღების დროს, ასევე, მიღებული კალორიების კონტროლი. გარდა ამისა, ექიმმა მას ურჩია ფასტფუდის ამოღება რაციონიდან და ჯანსაღ პროდუქტზე გადასვლა.

მენდი ყურადღებით არჩევდა საკვებს, აპლიკაციის გამოყენებით. ქალის თქმით, იგი ცდილობს, კალორიების დღიური ნორმის 35% მიიღოს ნახშირწყლების, 25 – ცხიმებისა და 40 – ცილების სახით.

აი სპორტ-დარბაზში კი ყოფილი მსუქანი მაშინვე არ წასულა. ამანდას თქმით, სპორტით მაშინ დაიწყო დაკავება, როცა უკვე 30 კგ დაიკლო.

თუ მანამდე ვარჯიშები ქალში მოუქნელობის შეგრძნებას იწვევდა, ახლა ცხოვრებას ვარჯიშის გარეშე ვერც კი წარმოიდგენს. მენდი ურჩევს გახდომის მსურველებს პირადი ინსტრუქტორის დაქირავებას, რადგან სპეციალისტის დახმარებით, მუშაობა გაცილებით უფრო მარტივია. ამასთან, პროფესიონალის ჩარევამ ამანდას საშუალება არ მისცა, დამწყებთათვის დამახასიათებელი შეცდომები დაეშვა.

გახდომისას, მენდის აზრით, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ არავინაა იდეალური, და საკუთარ თავთან ცოტათი ლმობიერი იყავით. მთავარია, არ დანებდეთ და მუდმივად წინ იაროთ. სხვებისგან მხოლოდ უნდა ისწავლოთ, თავი არ უნდა შეადაროთ და შურით არ უნდა აივსოთ. ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანი უნიკალურია.

დაბოლოს, ქალი ურჩევს ყველას, ვინც მის გზას მისდევს, არ დაისახონ გრანდიოზული მიზნები, უბრალოდ ერთ პატარა წარმატებას მეორეც მოაყოლონ. თვითონ ამანდამ ბევრს მიაღწია, თუმცა დარწმუნებულია: წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. თუმცა, მონდომებისა და მოთმინების წყალობით, მიაღწევს ყველაფერს, რაც სურს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს