შრომით სავსე ზაფხულის შემდეგ დგება შემოდგომა. სამწუხაროდ, სიბერეს თან ახლავს ჯანრთელობასთან, ფინანსებთან და ახლობლების დაკარგვასთან დაკავშირებული პრობლემები. ერთადერთი, რაც მოხუცს დარჩენია, ესაა შეეგუოს არსებულ მდგომარეობას და დიდად არ დაამყაროს იმედები სხვებზე. როგორ დავეხმაროთ ხანდაზმულებს, რომელთა ნახვა საკუთარ შვილებსაც კი არ სურთ? ამ შეკითხვაზე პასუხს ყველა თავისებურად გასცემს.
მოხუცების დახმარება
თოვდა, ზამთარი კარზე იყო მომდგარი. ამ დროს სოფელი ზღაპრულ ადგილს დამსგავსებოდა. ის ისეთი სილამაზით გამოირჩეოდა, როგორსაც წიგნებში აღწერენ ხოლმე. თუმცა თედო პაპა არ გრძნობდა დადებით ემოციებს. იგი ხვდებოდა, რომ დასჭირდებოდა წყლის და შეშის დიდი მარაგი. ამ მხრივ სიტუაცია სავალალო იყო. მას კარტოფილი, ბურღული და ჭარხალიღა შემორჩენოდა.ჩვეულევრივ, მოხუცთან ვაჟი ჩამოდიოდა ხოლმე და მოჰქონდა მარაგი ზამთრისთვის. ახალგაზრდა მამაკაცი ვერ ახერხებდა მამის ქალაქში თავისთან წაყვანას, რადგან ცოლ-შვილთან ერთად ორ ოთახან ბინაში მჭირდოდ ცხოვრობდა. შვილმა ოჯახი დასასვენელად წაიყვანა, სადაც რამდენიმე კვირით დაყოვნდა. მას დაავიწყდა, რომ მოხუცებულს მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებოდა. თედო პაპა ფიქრობდა, რომ მეზობლებისგან მოუწევდა შეშის და საკვების სესხება.
ერთხელ მოხუცს თავისი ნაკვეთიდან ბუჩქების შრიალის ხმა შემოესმა. იგი დაინტერესდა გაერკვია, თუ რაში იყო საქმე.როცა თედო პაპა ბუჩქებს მიუახლოვდა, დაინახა დამფრთხალი კატა, რომელიც მას შეშინებული თვალებით უყურებდა. მან გადაწყვიტა ცხოველი სახლში წაეყვანა. მოხუცმა სარდაფიდან “ტუშონკის” უკანასკნელი ქილა ამოიტანა, რომელიც მას განსაკუთრებული დღისთვის ჰქონდა შენახული. თედო ბაბუას იმედი გაუცრუვდა, კატამ ხორცსაც კი არ დააკარა პირი. შემდეგ მოხუცი მას მოხარშული რძით გაუმასპინძლდა, თუმცა, როგორც ჩანს, ცხოველი საჭმელზე სრულებითაც არ ფიქრობდა.კატა სახლის შესწავლით იყო გართული, მან ყოველი კუთხე-კუნჭული შეათვალიერა. თედო პაპა ამ სანახაობამ გაახალისა კიდეც. ცოტა ხანში ჭიშკართან მანქანა გაჩერდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოხუცს კატის პატრონები ესტუმრნენ, რომლებიც ოთხფეხა მეგობარს მთელს სოფელში გამალებით ეძებდნენ. პეტრემ მოხუცს კუპიურები შესთავაზა მადლიერების ნიშნად, თუმცა თედომ ფულს ხელი არ დააკარა. მაშინ ახალგაზრდა მამაკაცმა მას სამსახური შესთავაზა. პერტეს ორი კილომეტრის დაშორებით სახლი ჰქონდა, სადაც შეყვანილი იყო დენი, გაზი და წყალი. მხოლოდ მისი ერთი ნაწილის მშენებლობაღა იყო დასასრულებელი.
თედო პაპაც დასთანხმდა და ჩაუჯდა მანქანაში მამაკაცს, რომელსაც დაახლოებით ერთი საათი იცნობდა. მალევე ისინი პერტეს სახლთან გაჩნდნენ, რომელიც უფრო სასახლეს მოგაგონებდათ. როგორც იქნა, მოხუცმა გემრიელად ისადილა. პეტრემ თედო ბაბუას ავანსი დაუტოვა და უთხრა, რომ ზაფხულში ბაღთან დაკავშირებით დასჭირდებოდა დახმარება.ასე შეცვალა ერთმა კატამ მოხუცის ცხოვრება. მოგვიანებით, პეტრემ თედო პაპა მებაღედ დაიქირავა, მოხუცი უფროსის ქალიშვის დაუმეგობრდა. გარკვეულწილად, მან ახალი ოჯახი შეიძინა, სადაც ის სითბოთი და სიყვარულით მიიღეს.