ალბათ, ყველა ქალი ოცნებობს, რომ მილიონერმა დაპატიჟოს პაემანზე. ჩვენი ისტორიის გმირმა აიხდინა ნატვრა. თუ როგორ დამთავრდა ეს შეხვედრა, გაიგებთ მოცემულ სტატიაში.
პაემანი მილიონერთან
ლალიმ კაფეში შიერბინა და საყვარელი ყავა შეუკვეთა მარილიანი კარამელით. გამოსავლისას მან კართან შენიშნა ახალგაზრა მამაკაცი და შემთხვევით მუხლებზე გადაასხა ყავა. ქალმა მაშინვე მობოდიშება დაიწყო. ბიჭს ამაზე მხოლოდ გაეღიმა და ლალის გაცნობა გადაწყვიტა, რომელმაც იგი თავისი უშუალობით მოხიბლა.ლალიმაც გაუღიმა და გაეცნო. მამაკაცმა ტელეფონის ნომერი გამოართვა და დაჰპირდა, რომ თავისუფალ დროს დაურეკავდა. ანდრო მონუსხა ქალის სილამაზემ. იგი გააბრაზა იმან, რომ ლალიმ პაემანზე წასვლაზე უარი უთხრა. მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ სატრფოს გული ისე მოეგო, რომ მისთვის საკუთარი ფინანსური მდგომარეობა არ გაემხილა.ანდრო ქალაქის ცნობილი ბიზნესმენის შვილი იყო და მალე უნდა გაძღოლოდა ოჯახის საქმეს. დიდი ხნის განმავლობაში იგი საზღვარგარეთ სწავლობდა და სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ახლა კი წარმოუდგენლად ლამაზი ქალიც შეხვდა. ანდრომ ყველაფერი ბებიას უამბო, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო. მოხუცი სკეპტიკურად განეწყო უცნობი ქალის მიმართ. მან შვილიშვილს ურჩია, რომ ურთიერთობის დამყარებამდე, ჯერ კარგად გაეცნო სატრფო.
ანდრომ გაიგო, თუ სად მუშაობდა ლალი. კადრების უფროსი დიდხანს ათვალიერებდა მამაკაცის დიპლომებს და ვერ ხვდებოდა, თუ რა ესაქმებოდა ასეთ გენიოსს მათ მტვერიან კანტორაში. ანდრო მალევე გახდა ლალის თანამშრომელი. ქალს ძალიან გაუკვირდა მისი დანახვა, თუმცა მალევე დაიწყო მასთან შეხვედრა.ახალგაზრდები ნახევარ წელზე მეტხას მუშაობდნენ ერთად, ბოლოს ანდრომ ვეღარ მოითმინა და, ბებოს რჩევის მიუხედავად, ცოლობა სთხოვა ლალის. მან მდიდრული რესტორანი დაჯავშნა, ძვირფასი ბეჭდებიც იყიდა… დადგა ნანატრი დღეც. ანდრო მუხლზე დადგა მიჯნურის წინაშე და ცოლობა სთხოვა. ქალი ცოტა ხანს დაფიქრდა, შემდეგ კი ახარხარდა. მან ანდროს უთხრა, რომ ასეთ “წვრილ თევზთს” არასოდეს დაუკავშირებდა ცხოვრებას.ანდრომ საყვარელი ქალისგან უარი მძიმედ გადაიტანა. მას თანამშომელმა უამბო, რომ ლალი ყოველთვის მდიდარ საქმროს ეძებდა. ანდრომ არ იყო მზად ასეთი ინფრომაციისთვის და გამოლანძღა საბრალო სალომე.
მომდევნო დღეს სალომე სამსახურში აღარ მისულა. გაირკვა, რომ მან ფეხი მოიტეხა. ანდროს სინდისის ქენჯნა სტანჯავდა, ამიტომ გადაწყვიტა ახალგაზრდა ქალის მოსანახულებლად წასულიყო. სალომე ძალიან კეთილი და გულისხმიერი პიროვნება აღმოჩნდა. მას გულწრფლად სურდა ანდროს დახმარება. დროთა განმავლბაში ისინი დაახლოვდნენ, შეხვედრაც დაიწყეს და ერთ წელიწადში ქორწილიც გადაიხადეს. სხვათაშორის, ლალიც იყო დაპატიჟებული ჯვრისწერაზე. იგი სახტად დარჩა, როცა გაიგო, რომ ანდრო მილიონერი ყოფილა.